1 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იდეათეკა ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაშიც გაიხსნა
29 აპრ. 2022
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
ახალქალაქის მე-3 სკოლაში იდეათეკა გაიხსნა! აღმოაჩინეთ, როგორ უზრუნველყოფს საქართველოს ბანკი მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და რესურსებით უკეთესი მომავლისთვის.
29 აპრ. 2022
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი პროექტ „იდეათეკების“ განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები – იდეათეკები. ამ რიცხვს კი უკვე ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა.
„მესამე წელია, საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს ახორციელებს. შედეგად, 4,600-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს თვითგანვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო რესურსს. ამჯერად მორიგი იდეათეკა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში გავხსენით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა სოფლებში. 2022 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 5 იდეათეკის გახსნას ვგეგმავთ, რათა უფრო მეტ მოსწავლეს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რათ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს შემეცნებითი პროცესი სასიამოვნო და მრავალფეროვანი “, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
იდეათეკების პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის 170-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსზე. მათ შორის, 2,000-ზე მეტი წიგნზე, რაც მოიცავს უცხო ენებზე ადაპტირებულ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას, ენციკლოპედიებს, კომიქსებს და სხვა.
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026