„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას განათლების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კინგსთან პარტნიორობით, წელსაც ვართ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორები. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოცადონ საკუთარი თავი და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაიცნონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთად შექმნან უკეთესი მომავალი. საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და კიდევ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინიციატივის განხორციელებას“