1 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე-საქართველოს ბანკის რიგით 24-ე ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა
4 ოქტ. 2024
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
4 ოქტ. 2024
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის რიგით 24-ე ბიბლიოთეკა ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში 1700-ზე მეტ მოსწავლისთვის გაიხსნა.
ბიბლიოთეკა აღჭურვილია 3000-მდე წიგნით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით. ასევე, ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რომელიც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ზოგადი განათლება და აღმოაჩინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტადგავხადოთ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტს ვახორციელებთ და ვქმნით მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს 16 000-ზე მეტი მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, კითხვის პოპულარიზაციას და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვას. ვიმედოვნებთ, ჩვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მეტი სკოლის მოსწავლისთვის გახდება შემეცნების და თავისუფალი დროის პროდუქტიულად გატარების სივრცე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკები მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის ისტორია 1830 წლიდან იწყება. ის XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი… ასევე, ქართველი პოეტები: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე და სხვა.
2 წუთი წასაკითხად
20 ოქტ. 2026
როგორ ვესაუბროთ ახალ თაობას გაჯეტების ეპოქაში? გაიგე, რას ჰყვება დათო ტურაშვილი შვილიშვილთან ურთიერთობაზე, წიგნების სიყვარულსა და მთავარ ღირებულებებზე.
3 წუთი წასაკითხად
19 ოქტ. 2026
გაინტერესებს პროგრამირება, დიზაინი ან AI? გაიგე, როგორ მიიღო სტიპენდია პროფესიულ აკადემიაში და დაიწყო შენი საყვარელი საქმის შესწავლა სკოლის დამთავრებამდე.
4 წუთი წასაკითხად
8 სექ. 2026
აღმოაჩინე ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას შთამაგონებელი ისტორია. გაიგე, როგორ ეხმარება ჭადრაკი ბავშვებს დამოუკიდებლობისა და ემოციების მართვის ხელოვნებაში.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026