1 წუთი წასაკითხად
ანა კოშაძის რჩეული მასწავლებელი, რომელმაც ლიტერატურა და სამშობლო შეაყვარა
3 ივნ. 2025
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
ანა კოშაძე იხსენებს მასწავლებელს, რომელმაც სამშობლო და ლიტერატურა შეაყვარა. აღმოაჩინე, როგორ ცვლის ერთი ადამიანი სამყაროს. გაიგე მეტი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე.
3 ივნ. 2025
1 წუთი წასაკითხად
„ჩვენი პირველი შეხვედრა არ მავიწყდება. მეხუთე კლასში ავად გავხდი, სკოლის პირველი ერთი კვირა გავაცდინე, კლასელებისგან უკვე ვიცოდი, ქართულის მასწავლებელი მაგარი მკაცრი ქალიაო. სკოლაში მისულს მაინცდამაინც ქართულის გაკვეთილზე დამაგვიანდა. კარი რომ შევაღე, ცივად გადმომხედა და თვალით მანიშნა, დაჯექიო. მუცელში დამიარა ნერვიულობამ, გაუბედავად შევედი, დავჯექი და პირველივე გაკვეთილის შემდეგ დაიწყო ჩემი და მანანას, ჩემი და ლიტერატურის, ჩემი და სამშობლოს სიყვარული.
მანანა დანგაძე იყო ადამიანი, რომელმაც ძალდატანების გარეშე შემაყვარა ქართული და არამხოლოდ ქართული ლიტერატურა. შემაყვარა კითხვა და წერა. დიდი სიამოვნებით ვწერდი თემებს, რომლებიც შემდეგ საკონტროლო წერაზე, ასე ერქვა მაშინ, ზეპირად უნდა დაგეწერა. შენივე დაწერილი ნამუშევარი უნდა დაგეზუთხა და საკონტროლოს რვეულში ჩაგეწერა. მხოლოდ ამ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდით. აუცილებლად ვიწერდი საშინაო რვეულიდან საკონტროლოში, მაშინ მეგონა, ვატყუებდი, ახლა ვხდები, რომ თავს მატყუებინებდა.
არასოდეს ყვიროდა. სიჩუმე იყო მანანას გაკვეთილზე. ტყუილში რომ გამომიჭერდა ხოლმე, მკაცრად გამომხედავდა და მერე ჩურჩულით, ისე რომ სხვებს არ გაეგოთ, ჩაილაპარაკებდა – “ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა” – ამ დროს მინდოდა, მიწა გამსკდომოდა. ”
ზრდასრულობისკენ მიმავალ გზაზე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც არასდროს გვავიწყდებიან, რომლებიც ცოდნის გაზიარებასთან ერთად გვასწავლიან ფიქრს, აზროვნებას, საკუთარი თავისა და სხვების სიყვარულს.
თუ შენც გახსოვს ასეთი მასწავლებელი და გინდა, ყველას გააცნო, გადადი ბმულზე და გაგვიზიარე საინტერესო ამბავი, რომელიც მასთან გაკავშირებს.
სწორედ განსაკუთრებული მასწავლებლების აღმოჩენას ისახავს მიზნად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც წელს საქართველოს ბანკია. პროექტი The Global Prize– ის ფარგლებში ტარდება, მონაწილეობა კი ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია. რეგისტრაცია უკვე დასრულდა, კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, საბოლოო გამარჯვებული, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, გამოვლინდება.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026