1 წუთი წასაკითხად
არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკის მორიგი იდეათეკა საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გავხსენით
21 ოქტ. 2022
1 წუთი წასაკითხად
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას. გაიგეთ, როგორ ქმნის მე-13 იდეათეკა საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში ახალ საგანმანათლებლო გარემოს 125 მოსწავლისთვის.
21 ოქტ. 2022
1 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე მე-13 იდეათეკა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში გახსნა.
ამიერიდან უდაბნოს საჯარო სკოლის 125 მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გაზარდოს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და წიგნიერება, მოახდინოს კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია და შექმნას ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო.
„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა იდეათეკის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და კახეთის საზღვრისპირა სოფელ უდაბნოში გავხსენით ფერადი სივრცე, სადაც მოსწავლეებს ვაძლევთ არაფორმალური განათლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობას. შემოდგომაზე კახეთის კიდევ 3 საზღვრისპირა საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ამ დროის განმავლობაში უკვე 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების აქტიურ რეჟიმში განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 13 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა. ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები. სულ მალე ამ ჩამონათვალს კახეთის 3 საზღვრისპირა სოფელი, ერისიმედი, ლამბალო და საბათლო შეემატება.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
გაიცანით 20 წლის ფოთელი FIDE-ს ოსტატი, აკაკი ყალიჩავა. აღმოაჩინეთ მისი წარმატების ფორმულა და გაიგეთ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ნიჭიერ მოსწავლეებს
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026