2 წუთი წასაკითხად
რა გელოდება წიგნების სამყაროში? იდეათეკის ახალი კამპანია
10 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
იდეათეკის ახალი კამპანია გიწვევს წიგნების სამყაროში! აღმოაჩინე უნიკალური გამოცემები ქართველი ხელოვანების ჩანაწერებით. იპოვე შენი მეგზური და დაიწყე ლიტერატურული თავგადასავალი.
10 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება კითხვა – „რა წავიკითხო?“ პასუხის საძიებლად კი გადავავლებთ ხოლმე თვალს წლის განმავლობაში ჩანიშნულ, ჩანაწერებში შენახულ, გულდასმით შედგენილ სიას ან თაროებზე განლაგებულ, მტვერდადებულ წიგნებს. თითქოს არჩევანი იმდენად დიდია, რომ წიგნის გადმოღება და მისი კითხვის დაწყება მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ისეთ ლიტერატურულ თავგადასავალს, რომელიც რაღაც ახლის აღმოჩენაში დაგვეხმარება. ასეთ მოგზაურობებში კი „მეგზურები“ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
სწორედ ასეთ ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია –„ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან: დათო ტურაშვილთან, დათო გორგილაძესთან, ანა კორძაია-სამადაშვილთან, ნინი ნუცუბიძესთან, კოკო როინიშვილთან, ივა ფეზუაშვილთან და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად იმოგზაურონ.

ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულმა „მეგზურმა“ კი მათთვის საყვარელი და გამორჩეული წიგნი აირჩია დასამახსოვრებელი ფრაზების, წიგნის ნაწილების თუ ახალი იდეების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა…
მწერლების, რეჟისორებისა და მუსიკოსების ნააზრევის მკითხველამდე მისატანად კი საქართველოს ბანკმა ხელით მოხაზული ჩანაწერები უნიკალურ დიზაინად აქცია, რომელიც ლიტერატურულ მოგზაურობაში მკითხველს „გიდობას“ გაუწევს.
სპეციალური სანიშნები შესაძლებლობას მისცემს მკითხველს, იპოვონ მათი საყვარელი ხელოვანების მოსაზრებები გარკვეულ მონაკვეთებთან, ფრაზებთან თუ ეპიზოდებთან დაკავშირებით, გაეცნონ მათ კომენტარებს, გაიაზრონ ან ახლებურად გადაიაზრონ სხვადასხვა იდეები, გაიზიარონ საყვარელი მწერლების, რეჟისორებისა თუ მუსიკოსების ფიქრები და ემოციები.


სპეციალური დიზაინის მქონე ათივე წიგნი ექსკლუზიური ხასიათის იქნება და შეზღუდული ტირაჟით გამოიცემა. კითხვის მოყვარულებს მათი შეძენა სულაკაურის მაღაზიებსა და extra.ge-ზე შეეძლებათ.
• დათო ტურაშვილი – „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“; „დიდი და პატარა ანდერძი“
• დათო გორგილაძე – “გზა”; „კორალაინი“
• ანა კორძაია-სამადაშვილი – „ალბათ ესთერი“; „ოქროს სახლი“
• ნინი ნუცუბიძე – „ბუზთა ბატონი“
• კოკო როინიშვილი – „ნუ მოკლავ ჯაფარას„
• ივა ფეზუაშვილი – „ობობას ბუდეების ბილიკი“
• ალექსანდრე ლორთქიფანიძე – „ფიქციები“
თუმცა, საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ.
საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და ის ინტერესიანი ახალგაზრდებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების სივრცეს. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეს კამპანიის შესახებ სიახლეები თვალი ადევნე ჩვენს ვებგვერდს.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026