2 წუთი წასაკითხად
ფინანსური წიგნიერება მოსწავლეებისთვის: რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
25 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ფინანსური განათლება სკოლის მოსწავლეებისთვის - გაიგეთ, როგორ მიიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები. საქართველოს ბანკის პროექტი გეხმარებათ უკეთესი მომავლის დაგეგმვაში.
25 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
USAID-ის, PH International-ისა და GELi-ს თანამშრომლობით სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. პროექტი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ნაწილია, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ფინანსურ განათლებას სკოლის მოსწავლეებში. ლექციებს დაესწრებიან ზედა კლასის (მე-7 – მე-12) დაინტერესებული მოსწავლეები. პროექტი საქართველოს 11 რეგიონს დაფარავს. ლექციებზე პროფესიონალები გასაგებ ენაზე აუხსნიან მოსწავლეებს, როგორ მუშაობს ეკონომიკა და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის ეკონომიკასა და ფინანსებში საბაზისო ცოდნის ქონა. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და რეგიონის სკოლებს ეწვევიან კომპეტენტური პროფესიონალები, რომლებიც მოსწავლეების ასაკისთვის შესაფერისი მასალითა და ინსტრუმენტებით წარმართავენ შეხვედრებს. გააცნობენ მათ ფინანსური განათლების ძირეულ ხედვებსა და გაუზიარებენ პირადი ფინანსების მართვისათვის საჭირო ცოდნას.
ფინანსური განათლება გულისხმობს ქცევების, ცოდნის, დამოკიდებულებების, რისკების ანალიზის უნარების ერთობლიობას, რომელიც სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. ფინანსური გადაწყვეტილებები კი დღეს დიდწილად განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, განწყობასა და ცხოვრების ხარისხს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე დაიწყოს. ადრეული ფინანსური განათლება ბავშვებს საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის განცდას უყალიბებს, უვითარდებათ საკუთარი ბიუჯეტის სწორად მართვის უნარები.
საქართველოს ბანკს, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიას, გააზრებული აქვს განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და ცდილობს ამ გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით მრავალფეროვანი პროექტებითა და ინიციატივებით უპასუხოს. საზოგადოების, ეკონომიკის თუ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ინვესტიციები ჩაიდოს განათლებაში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის პრიორიტეტული მიმართულება მომავალი თაობის განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვაა. კომპანიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ბანკის მიერ ინვესტირებული პროექტები მოიტანს როგორც სწრაფ, ისე გრძელვადიან შედეგებს და წვლილს შეიტანს უფრო ძლიერი და განათლებული თაობების ჩამოყალიბებაში.
ფინანსური განათლების პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭრები არიან GELi და საქართველოს ბანკი.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026