2 წუთი წასაკითხად
გაიცანი მასწავლებელი სოფელ გუმბათიდან - ირა ძირკვაძე | მასწავლებლის ეროვნული ჯილდო
28 მაი. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიცანით ირა ძირკვაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი. აღმოაჩინეთ მისი უნიკალური მეთოდები, როგორ აქცევს სწავლას ცოცხალ პროცესად და რატომ არის მისი გზა მისაბაძი.
28 მაი. 2025
2 წუთი წასაკითხად
მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება, საზოგადოებას ბევრი საინტერესო და გამორჩეული მასწავლებელი გააცნო. ერთ-ერთი მათგანია ირა ძირკვაძე, რომელიც სოფელ გუმბათისა და რეხის საჯარო სკოლებში ინგლისურსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ასწავლის.
წლევანდელი მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერი სქართველოს ბანკია.
ირა ძირკვაძე მესამე კურსზე იყო, როცა ჩაიფიქრა, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ აუცილებლად წავიდოდა მასწავლებლად რომელიმე მთიან სოფელში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწორედ მის მშობლიურ სოფელში გამოჩნდა ვაკანსია და ასე დაიწყო ირას მასწავლებლობის ისტორიაც.
,,სკოლის დირექტორმა შემომთავაზა დაბრუნება იმ სივრცეში, სადაც რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის მერხთან ვიჯექი. თავიდან ყველაფერი ენთუზიაზმით იყო გაჯერებული – გულით მჯეროდა, რომ შემეძლო რაღაცის შეცვლა, რაღაცის შენება. მერე კი რეალობაც დავინახე – სირთულეებით, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამ პროცესმა მასწავლებლობის სურვილი ჩემში კიდევ უფრო გააღრმავა. დღეს ეს პროფესია ჩემთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემა კი არა, პასუხისმგებლობის ტარებაა – ბავშვების გულამდე მისვლა და სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად გადადგმული პატარა ნაბიჯი.“
ირას სწავლის მეთოდი მთლიანადაა მორგებული ბავშვების სურვილებსა და ინტერესებს. მისი მოსწავლეები თავად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში. ასევე, ირას იდეა იყო გაკვეთილების ეზოში, ღია ცის ქვეშ ჩატარების მცდელობა და ბევრი სხვა სოციალური ინიციატივაც, რაც სოფლის მაცხოვრებლებს ყოფითი პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
როგორც ირა აღნიშნავს, კარგი მასწავლებელი პირველ რიგში გულით უნდა გრძნობდეს ბავშვებს, უნდა შეეძლოს მოსმენა, დაკვირვება და თითოეულ მოსწავლეში უნიკალურობის დანახვა.
,,ძალიან მიყვარს სიახლეები. ყოველთვის ვცდილობ, გაკვეთილი არ იყოს მხოლოდ ტესტები და დავალებები. მინდა, რომ მოსწავლეებმა შეიგრძნონ, რომ სწავლა შეიძლება იყოს ცოცხალი, საინტერესო და მრავალფეროვანი. ამ გზაზე ყველაზე დიდი სიმდიდრეა ის, რომ ჩემ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც მენდობიან – დირექცია, კოლეგები, მოსწავლეები და მშობლები. ისინი მუდამ მხარს მიჭერენ, მაძლევენ მოტივაციას, რომ ვიფიქრო უფრო მეტი, გავაკეთო უფრო უკეთ და არ გავჩერდე. “
თავდაპირველად ირამ მასწავლებელთა ჯილდოს შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო და დედამისი დაარწმუნა, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. 2020 წელს სწორედ ირას დედა გახდა ათეულთა კლუბის წევრი. ორი წლის შემდეგ კი დედამისის თხოვნით, ამჯერად ირამაც შეავსო განაცხადი.
,,გულწრფელად გეტყვით – არ მეგონა, ათეულში თუ მოვხვდებოდი. ვფიქრობდი, რომ ასაკით პატარა ვიყავი, ბევრი გამოცდილებაც არ მქონდა დაგროვილი, ჯერ კიდევ ვსწავლობდი საკუთარ თავს ამ პროფესიაში. თან, დედა-შვილი ერთად თუ ვიქნებოდით ათეულში, ვერ წარმომედგინა.”
სამწუხაროდ, დღემდე მასწავლებლის პროფესია საქართველოში არ არის სათანადოდ დაფასებული. ირასაც ყველაზე მეტად სწორედ იმაზე შესტკივა გული, რომ პედაგოგსა და საზოგადოებას შორის ემოციური კავშირი ხშირად იკარგება.
,,ჩვენ გვჭირდება ძლიერი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ახალგაზრდებს გაუჩენს სურვილს, რომ ამ გზას დაადგნენ, რადგან მასწავლებლობა მომავალის შენებაა. ამიტომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდუალური აღიარებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს – ამ პროფესიის უკან დგას სიყვარული, ბრძოლა, თავდადება და იმედი.”
კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, განაცხადი 30 მაისის ჩათვლით შეავსოს. გამარჯვებული 5 ოქტომბერს – მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება. დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს – www.tprize.ge
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026