3 წუთი წასაკითხად
მიხეილ ლაბარტყავა: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი
28 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიცანით მიხეილ ლაბარტყავა, ქიმიის მასწავლებელი, რომელიც მეცნიერებას აცოცხლებს. აღმოაჩინეთ მისი ინოვაციური მეთოდები და ეროვნული ჯილდოს როლი.
28 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც 2017 წელს დაარსდა, არა მხოლოდ ცალკეული მასწავლებლების მიღწევების დაფასებას ისახავს მიზნად, არამედ განათლების სფეროში ჩართულ ადამიანებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას საშუალებასაც აძლევს – კონკურსის მეშვეობით, მასწავლებლები უკეთ იცნობენ ერთმენეთს, უზიარებენ კოლეგებს საკუთარ აღმოჩენებს, ცოდნასა და სწავლის მეთოდებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
მიხეილ ლაბარტყავა სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრია. მისი საქმიანობა მხოლოდ პედაგოგობით არ შემოიფარგლება და მრავალფეროვან პროფესიულ მიღწევებს მოიცავს. ის ერთდროულად არის გამოცდილი მკვლევარ-მეცნიერი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, USAID-ის ექსპერტი და მრავალი კვლევითი პროექტისა და ინიციატივის აქტიური მონაწილე. ამ ყველაფერთან ერთად, მისი მთავარი ინტერესი მაინც მოსწავლეებთან ურთიერთობაა და სკოლაში ქიმიის პედაგოგადაც მუშაობს.
ბატონ მიხეილს ბავშობაში ძალიან კარგი ქიმიის მასწავლებლები ჰყავდა. სწორედ მათ შეაყვარეს ეს საგანი იმდენად, რომ საბოლოოდ მთელი ცხოვრება ქიმიას მიუძღვნა. წლების შემდეგ მიხეილი უკვე თავად ცდილობს ქიმიის განსაკუთრებული მნიშვნელობა თავის მოსწავლეებს გაუზიაროს. სკოლაში მისი და მისი მოსწავლეების ინიციატივით, დამატებით საკვირაო გაკვეთილებსაც ატარებენ. ასევე, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამეცნიერო კონკურსებში, სადაც ხშირად პირველი ადგილიც დაუმსახურებიათ.
ამჟამად მისი ყოფილი მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნებში, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. მიხეილ ლაბარტყავასთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარი სიხარულიც სწორედ ესაა – იმის დანახვა, რომ მისი მოსწავლეები ქიმიის მიმართულებით ირჩევენ პროფესიას და წარმატებულ კარიერას იწყობენ.
,,ქიმია ერთ-ერთი ისეთი მეცნიერებაა, რომელიც ბავშვის ცნობისმოყვარეობას აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ამჟამად ჩვენს სკოლაში ოთხი კვლევითი ჯგუფია შექმნილი, სადაც ყველას ცალ-ცალკე სამუშაო აქვს განაწილებული. მასალა, რომელსაც ისინი დამატებით გაკვეთილებზე გადიან, სასკოლო პროგრამას ემთხვევა. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ეს ყველაფერი და იმდენად არიან ჩართული პროცესში, რომ საბოლოოდ კედლის გაზეთიც კი გამოვუშვით – ,,ყოველდღიური ქიმია”. გაზეთი, რომელიც თვეში ორჯერ გამოვა შეეხება ისეთ თემებს, რომლებიც ბავშვებს უკეთ დაანახებს ქიმიის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.“
ხშირად ბავშვები ბოლომდე ვერ ხვდებიან ქიმიის საჭიროებას, შესაბამისად, მეტად უსარგებლო და უინტერესო საგნადაც კი მიაჩნიათ ის. როგორც ბატონი მიხეილი აღნიშნავს, თანამედროვე სამყაროში ჩვენ ქიმიურ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც შეუძლებელია გვერდი აუარო მას. ქიმიას შეუძლია ბევრი სარგებელიც მოგვიტანოს და ამასთანავე, უარყოფითი გავლენაც იქონიოს ჩვენზე. იმისთვის, რომ ბავშვებმა მეტად გააცნობიერონ როგორც ქიმიის, ისე ფიზიკის ბიოლოგიის და სხვა სამეცნიერო დარგების მნიშვნელობა, აუცილებელია, რომ საგანი მეტად ხელშესახები და პრაქტიკული გახდეს. მიხეილის გაკვეთილებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
,,იმისთვის, რომ ბავშვი დაინტერესდეს ქიმიით, აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ოღონდ ამ სამუშაოს არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი. მიზანი უნდა იყოს ის, რომ ბავშვმა დაინახოს რეალური გამოყენება. ჩვენს დამატებით გაკვეთილებზე სწორედ ამას ვაკეთებთ. მაგალითად, მოსწავლეებს ბევრი გაუგიათ c ვიტამინის შესახებ სახელმძღვანელოებიდან, თუმცა სხვა არის, როდესაც c ვიტამინს აფთიაქში ყიდულობ და სხვაა, როცა ამას სხვადასხვა ხილიდან ან ბოსტნეულიდან გამოყოფ. მსგავსი ექსპერიმენტის შემდეგ, მოსწავლემ უკვე იცის, რომ როდესაც ის ამა თუ იმ მცენარით იკვებება, შესაბამის ნივთირებასაც იღებს.”
დღეს, მასწავლებლის პროფესია ნაკლებად დაფასებულია იმ შრომასთან და ცოდნასთან შედარებით, რასაც ისინი ყოველდღიურად გასცემენ. თუმცა, ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამსახურებაა, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება.
,,დაახლოებით ორჯერ მეტ დროს მასწავლებელი იმის გაანალიზებაში ხარჯავს, თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა, რა და როგორ უნდა გააკეთოს შემდგომში. ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, რომ მასალა მოამზადო, ამოცანები შეადგინო და ა.შ. ეს ყველაფერი დამატებითი შრომაა, რომელიც რეალურად არასდროს ფასდება. მართალია, სკოლაში ყოველდღე მხოლოდ სამი გაკვეთილი მაქვს, თუმცა გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვებთან ერთად ხშირად დამატებით 5-6 საათსაც ვმუშაობ ხოლმე.”
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. 30 მაისის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა საყვარელი მასწავლებელი ან საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს კონკურსზე.
ჯილდოს შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ ვებ-გვერდზე იხილოთ.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026