2 წუთი წასაკითხად
როგორ ცვლის საქართველოს ბანკის იდეათეკა განათლებას რეგიონებში?
7 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის იდეათეკა 8 რეგიონის 20 სკოლაში 10,000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე რესურსებზე. გაიგეთ, როგორ ქმნის ეს სივრცე უკეთეს მომავალს.
7 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი რომ განათლების აქტიური ხელშემწყობი და მხარდამჭერია, ეს სიახლე არავისთვისაა. ამისთვის ბანკი აქტიურად მუშაობს, აჩენს ბევრ ახალ შესაძლებლობას და ხელს უწყობს ახალგაზრდებს, ცოდნა კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნონ. ამ მხრივ კი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია იდეათეკა, რომელიც უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს.
საქართველოს ბანკის იდეათეკა არის სივრცე, რომელშიც თავმოყრილია მრავალფეროვანი წიგნები, კომპიუტერები, პროექტორები, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტები და საბაზისო STEM განათლების მისაღებად აუცილებელი რესურსები. ამ ყველაფერზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის, ამიტომაც ეს გახდა საქართველოს ბანკის იდეათეკის შექმნის მიზეზი – განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახალი შესაძლებლობები ყველასთვის.

იდეათეკის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს და ხელი შეუწყოს, რათა გამოავლინონ საკუთარი თავი, მათი შესაძლებლობები, პოტენციალი, გაეცნონ მომავლის პროფესიებს და დაეხმაროს მათ იმის გამორკვევაში, თუ რის მიმართ აქვთ განსაკუთრებული ინტერესი, რასაც შემდგომ ცხოვრებას დაუკავშირებენ.
საქართველოს ბანკს სჯერა, რომ განათლება საქართველოს უკეთესს მომავალს ნიშნავს და სწორედ ამიტომ დაისახა მიზნად, სკოლის მოსწავლეებს მისცეს შემეცნებით რესურსებზე წვდომა. ეს სივრცე კი აუცილებლად ითამაშებს უდიდეს და განსაკუთრებულ როლს ბავშვების უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.
საქართველოს ბანკის იდეათეკას ისტორია არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ამ მცირე დროში უკვე მოახერხა, რომ ბევრისთვის საყვარელი სივრცე გამხდარიყო. იდეათეკა სულ რაღაც 4 წლის წინ, 2019 წელს შეიქმნა, დღეს კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, იდეათეკა 20 სკოლაში ფუნქციონირებს და უსაზღვრო შესაძლებლობებს 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის აჩენს.

ამ წლების განმავლობაში დაიხვეწა მისი მიზანი და გაიზარდა აუდიტორიაც – თავდაპირველად იდეათეკის სამიზნე საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები იყო, ხოლო სწორედ ამ დიდი სიყვარულისა და გამორჩეული უკუკავშირის მიღების შემდეგ ბანკმა გადაწყვიტა, იდეათეკა ყველასთვის გამხდარიყო. და თუ თავიდან მიზანი ასეთი ვიწრო და კონკრეტული, თუმცა უმნიშვნელოვანესი იყო, ახლა საქართველოს ბანკის ამოცანაა, მოიცვას რაც შეიძლება მეტი სკოლა ყველა რეგიონში.
ჯერჯერობით იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის და შინდისის სკოლებში. თუმცა, ზრდა ამით არ სრულდება და წლის ბოლომდე მათ რიცხვს კიდევ რამდენიმე შეემატება.

იდეათეკების პროექტის განხორციელებაში საქართველოს ბანკის პარტნიორი ქართული წიგნის ინსტიტუტია.
შესაძლებლობები უსაზღვროა და მნიშვნელოვანია, ამ შესაძლებლობებზე წვდომა ყველას ჰქონდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და განსაკუთრებით რეგიონებში – სწორედ ამისთვის არსებობს იდეათეკა, რომელიც ამ მიზანს უკვე წარმატებით ასრულებს და მომავალშიც ძალიან, ძალიან ბევრი გეგმა აქვს.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026