2 წუთი წასაკითხად
ზუგდიდის იდეათეკა: ახალი შესაძლებლობები განათლებაში
27 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის იდეათეკა ზუგდიდში გაიხსნა. ახალი საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის: ბიბლიოთეკა, STEM კუთხე, პროგრამირება და რობოტიკა. აღმოაჩინეთ ყველა სიახლე!
27 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი საქართველოს ბანკის იდეათეკა წარმოადგენს – მულტიფუნქციური სივრცე შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.
იდეათეკა საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მიზნად ისახაავს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნას.
დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა 7 რეგიონის 17 სკოლაში ფუნქციონირებს, ახლა კი მათ რიცხვს რიგით მეთვრამეტე იდეათეკა შეემატა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში გახსნილი იდეათეკა 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსსა და ინვენტარზე, მათ შორის კომპიუტერებსა და პროექტორზე.
ამასთან, იდეათეკაში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, შექმნილია STEM კუთხე. აღნიშნული სივრცე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს, შეიმეცნონ მეტი STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით და მიიღონ საბაზისო ცოდნა.


საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში იდეათეკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა.
„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ინიციატივით მეთვრამეტე იდეათეკა გავხსენით – ფერადი სივრცე ბავშებისთვის, რომელიც აძლევს მათ მოტივაციას, შეიმეცნონ, ისწავლონ, წიგნებთან გაატარონ თავისუფალი დრო და აღმოაჩინონ უფრო მეტი. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, რომელიც იდეათეკის შექმნის საფუძველიც გახდა, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესბობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნაა. აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა ამ კონტექსტში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მასში პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება უკეთესი მომავლის საწინდარია, რომელიც ქმნის განვითარებისა და წინსვლის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. ამიტომ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026