2 წუთი წასაკითხად
კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“: კითხვები, რაც დაგაფიქრებთ
6 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
იტალიელი გენერალი ალბანეთში დაკარგული ჯარისკაცების ძვლებს ეძებს. რა იმალება ომის მიღმა? აღმოაჩინეთ კითხვები გმირობაზე, რაც დაგაფიქრებთ.
6 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
წვიმა ბევრს უყვარს. თოვა, მგონი, ყველას. ორივე ერთად, ალბათ, არავის.
თოვლის ფიფქებში შერეული წვიმის ხსენებით იწყებს თხრობას ისმაილ კადარე და ამით, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარემოს კი არ აღგვიწერს ან უცხო მიწაზე მოხვედრილი გენერლის განწყობის გაშიშვლება კი არ უნდა (თუმცა, არც უმაგისობაა)… ავტორი ჩვენს გაფრთხილებასაც ცდილობს. გვეუბნება, რომ ამბავი, რომელსაც წავიკითხავთ, სახალისო, თავშესაქცევი, მზის სხივებით გამთბარი და საამო არ იქნება. არამედ პირიქით: ეს ავტორის მხრიდან ჩვენი შემზადებაა საიმისოდ, რომ ამ ისტორიის კითხვისას, მთავარი გმირის მსგავსად, ჩვენც გვარიანად შეგვცივდება. მეტიც, ხანდახან ყინვა ძვალ-რბილში გაგვივლის.
სხვათა შორის ძვლებს ეძებს ჩვენი მთავარი გმირიც. ის იტალიის არმიის გენერალია და განსაკუთრებული მისიით გახლავთ წარგზავნილი ალბანეთში: ომიდან დაახლოებით ორი ათწლეულის შემდეგ უცხო მიწაზე დაცემული იტალიელი ჯარისკაცების ძვლები უნდა დააბრუნოს სამშობლოში. მათ შორის ერთი მაღალი რანგის მეთაურის, რომლის ოჯახმაც ლამის სული ჩაანათხოვრა ნეშტის დაბრუნებაზე. მის თანმხლებ სასულიერო პირთან ერთად დადის უცხო ქვეყნის მთებში, ეძებს სამარხებს და ათხრევინებს გაყინულ მიწას. იქექება ჩანაწერებში, ზომავს ძვლებს და აკვირდება კბილებს. ამასობაში კი წვიმს, წვიმს, წვიმს…
[ისმაილ კადარე საფრანგეთში ემიგრირებული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მრავალ პრემიათა შორის ბუკერის პრემიის მფლობელიც. ერთი ისაა, რომ ნობელის პრემია არ აღირსეს და, დიდი ალბათობით, აღარც აღირსებენ, მაგრამ ეს განა რამეს აკლებს მის ოსტატობას?! არა მგონია.
რამდენი სახელოვანი უნობელო ვიცით და კიდევ უფრო მეტი უსახელო ნობელიანტი.
ის, რასაც ისმაილ კადარე საკუთარ ტექსტებში ახერხებს, მხოლოდ უმაღლესი ოსტატობის მქონე ავტორებს შეუძლიათ: მისი პროზა სნაიპერულად ზუსტია, ხშირ შემთხვევაში დაუნდობელიც, სასტიკიც და ამავდროულად საოცრად პოეტური და ჰაეროვანი. „მკვდარი არმიის გენერალი“ მის მთავარ ტექსტებს შორისაა და რა გასაკვირია, რომ აქ ოსტატის ყველა სამწერლო ხრიკი იყრის თავს].
თხრიან და წვიმს.
თხრიან და ყინავს.
თხრიან და ნისლია.
რაც უფრო მეტი სამარხი ითხრება, მით უფრო ღრმად ჩადის ჩვენი მთავარი გმირი ომის ისტორიის სიღრმეებში, ნათელი ეფინება სინამდვილეს, ნელდება ენთუზიაზმი და ღვივდება ეჭვის მარცვალი, რომ ზოგიერთი გმირად შერაცხილი ადამიანი იქნებ სულაც არ ყოფილა გმირი.
დიდი წიგნები (ჩემთვის კი „მკვდარი არმიის გენერალი“ სწორედ ასეთია) მასში მოქცეული ამბების მიღმა სხვა ამბებზეც აფიქრებს მკითხველს. ხანდახან გაგიშტერდება თვალი და წაგიღებს ფიქრი სულ სხვაგან. მერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ ბევრ სხვადასხვა მხარეს მქროლავ ფიქრს გაჰყვეთ. ნუ აღელდებით, ეგ ქარები მშვიდობით დაგაბრუნებენ ტექსტთან.
ისე, რამდენჯერ შეუძლიათ ადამიანის მოკვლა? მხოლოდ ერთხელ? მაშინ, როცა კლავენ? იქნებ მეორედაც, როცა ძვლებს განსასვენებლიდან ამოაგდებენ და ომის ქარ-ცეცხლის შემდეგ ძლივს ნაპოვნ სიმშვიდეს დაურღვევენ.
მგონი ისმაილ კადარეს აქვს ამ და სხვა ბევრ კითხვაზე პასუხი. და თუ კადარეს აქვს, ჩვენც გვაქვს.
თან როგორი ამინდები მოდის, სულ საამწიგნო.
საპოვნელადაც იოლია: საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე მიაგნებთ.
მეც ზამთრის პირზე წავიკითხე პირველად და მაშინაც, წიგნის მსგავსად, წვიმდა.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი დაიწყო. შეავსე აპლიკაცია ან წარადგინე შენი საყვარელი მასწავლებელი 25 მაისამდე.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026