2 წუთი წასაკითხად
მედეა ტაბატაძის რჩეული მასწავლებელი: თავისუფლების გაკვეთილები საბჭოთა სკოლაში
3 ივნ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
მედეა ტაბატაძე თავის რჩეულ მასწავლებელზე – ქალზე, რომელმაც მას საბჭოთა პერიოდში ასწავლა თავისუფლად აზროვნება და აზრის გამოხატვა. აღმოაჩინე ინსპირაციული ამბავი!
3 ივნ. 2025
2 წუთი წასაკითხად
„მე ძალიან დიდი ხნის წინ ვსწავლობდი სკოლაში, თუმცა მახსოვს, რომ როგორც ახლა, მაშინაც მასწავლებლების გამო გვიყვარდა საგნები. მასწავლებლები ჩვენგან ელოდნენ ყველა საგნის მიმართ თანაბარ ინტერესს, სწავლის სურვილს. მასწავლებლებმა იციან, რომ ეს ასე არ არის და ჩვენც ვიღებდით ხან დაბალ შეფასებებს და ხან კი კრიტიკას. ამიტომ, მასწავლებელი თუ მოსწავლეს საგანს შეაყვარებს, ესე იგი, მართლა მასწავლებელია.
მე ყველა მასწავლებელი თავისებურად მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა და ამ საგნის მასწავლებელი. მის გაკვეთილზე სიჩუმე იყო, ყველა მომზადებულები მივდიოდით, ოღონდ არა იმიტომ, რომ გვეშინოდა შენიშვნა არ მიგვეღო, გვინდოდა, თავი მოგვეწონებინა.
მარინა მასწავლებელი მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემთვის, სხვანაირ კითხვებს გვისვამდა, საბჭოთა სკოლისთვის შეუსაბამოს, ფიქრსა და კრიტიკას მასწავლიდა, ჩვენი აზრი აინტერესებდა, ტოტალიტარული რეჟიმის სკოლაში კი საკუთარი აზრის გამოხატვა კი არა, აზრის არსებობაც იკრძალებოდა.
ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი მასწავლებელივით ,,ლამაზი სიტყვებითა” და ემოციებით მესაუბრა. ბევრ კითხვაზე მქონოდა პასუხი და ბევრი რამ მცოდნოდა. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიხშირად გვქონდა “თავისუფალი თემა”. მასწავლებელი გვთავაზობდა საკითხს, ჩვენ უნდა დაგვეწერა ან გაკვეთილზე გვემსჯელა, რას ვფიქრობდით და რატომ.
საბჭოთა პერიოდში თავისუფალი თემა სულაც არ იყო თავისუფალი, მაგრამ ქართულის გაკვეთილზე ყველაფერი გამოგვდიოდა და ისიც მახსოვს, პირველად აქ რომ ვისაუბრეთ, რას ნიშნავს ძლიერი ქალი.
მგონია, რომ მასწავლებლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. საუკეთესო მასწავლებელს უნდა შეეძლოს ლიდერობა, იმისათვის, რომ მოუსმინოს, მოუსმინონ და ხშირად არ დაეთანხმონ.
ასე მგონია, მე მარინა მასწავლებლისგან ვისწავლე მთელი გულითა და სულით საუბარი თავისუფლად და თავისუფლებაზე.”
თუ შენც გაგონდება ასეთი მასწავლებელი და გინდა, ყველას გააცნო, გადადი ბმულზე და გაგვიზიარე საინტერესო ამბავი, რომელიც მასთან გაკავშირებს.
საქართველოს ბანკი წლებია აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო პროექტებს, წელს კომპანია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერია. პროექტი, რომელიც The Global Prize – ის ფარგლებში ტარდება, განსაკუთრებული მასწავლებლების აღმოჩენასა და წახალისებას ისახავს მიზნად. სწორედ მასწავლებლები, უბრალო სიტყვებით, ქცევებით, საკუთარი საქმისა და ბავშვების სიყვარულით ქმნიან ძლიერ, განათლებულ და თავისუფალ მომავალს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026