Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

STEM სკოლის მასწავლებელი: "მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, რომელშიც ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ"

მოსწავლეებისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ის სასწავლო გარემოა, სადაც კითხვებზე პასუხების ძიება სახალისო და სასიამოვნო პროცესია. STEM სკოლის მასწავლებლები სწორედ ასეთ თავისუფალ სივრცეს ქმნიან – სადაც კითხვების დასმა, ცნობისმოყვარეობა წარმატების მთავარი გასაღებია.

STEM სკოლა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, იდეის ირგვლივ კი სფეროში წარმატებული  პროფესიონალები გაერთიანდნენ.

მარეხი მაზანაშვილი STEM სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი და საინჟინრო ფიზიკის დოქტორია. წლების განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობდა. 2022 წელს კომაროვის სკოლამ არჩევითი საგნის, ციფრული ინჟინერიის, მასწავლებლად მიიწვია. სწორედ მაშინ დაიბადა საქართველოს ბანკთან ერთად STEM სკოლის შექმნის იდეა. მარეხი STEM სკოლის მოდულების ავტორი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელიცაა.

ყველაზე ინოვაციური სკოლის სასწავლო გეგმის შექმნაზე პროფესიონალებმა იმუშავეს და ტრადიციული მეთოდებისგან სრულიად განსხვავებული მოდულები შექმნეს:

სასწავლო პროგრამა 3-მოდულიანია. თითოეული მოდული 4 თვიანია. პირველი მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის და პროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს, სენსორებიდან ინფორმაციის წაკითხვას. მეორე და მესამე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს. მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა პროექტებს მიკროკონტროლერით, პროგრამირების ენით C++ სენსორებით და ელექტრონული კომპონენტებით

მარეხი გვეუბნება, რომ წარმატებისთვის ინტერესი და ნიჭი საკმარისი არ არის, მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, რომელშიც ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ და ცოდნას პროფესიონალებისგან მიიღებენ ბარიერების გარეშე.

ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ისეთი სფეროები, როგორიცაა რობოტიკა, პროგრამირება, ელექტრონიკა. თუ ისინი დაინახავენ, რომ STEM ცოდნას რეალური წარმატების მოტანა შეუძლია, დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც პროექტის მენეჯერი, ყოველთვის ვფიქრობ პროექტის მასშტაბების გაზრდაზე, ისე რომ შევინარჩუნოთ მთავარი მიზანი და ხარისხი. დიდი სურვილი მაქვს, ეს გამოცდილება გავუზიაროთ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ბავშვებს და ისინიც ჩავრთოთ  პროექტში

STEM სკოლა არის ადგილი, სადაც მასწავლებლის ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი ქმნის მომავალ ლიდერებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტი თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და ინოვაციური იდეების წახალისებაა უკეთესი მომავლისთვის. კომპანია მომავალშიც განაგრძობს იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან განვითარების გზაზე.

დარეგისტრირდი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს