2 წუთი წასაკითხად
ეკონომიკის ოლიმპიადა: ქართველმა მოსწავლეებმა ისტორია დაწერეს
29 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ქართველი მოსწავლეები ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველად გაემგზავრნენ. გაიგე მათი ისტორიული წარმატება და მიღებული გამოცდილება სლოვაკეთში.
29 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ეკონომიკით დაინტერესებული მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, ქვეყანაში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადა ჩატარდა. საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადის შედეგად 5 მონაწილე შეირჩა, რომლებიც სლოვაკეთში გაემგზავრნენ და ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალში მიიღეს მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოში წელს პირველად ჩატარდა, სკოლის მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. კერძოდ, ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ რაუნდში მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს და 25 დახურულ შეკითხვას უპასუხეს. მეორე ტურში 230 მოსწავლე გადავიდა, რომელთაგანაც ტესტირების შედეგად 10 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე გამოვლინდა. საუკეთესო ათეულს ადგილობრივ ფინალურ ეტაპზე ჟიურისთან ჰქონდა გასაუბრება და საბოლოოდ, 5 გამარჯვებული დასახელდა. 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადაში ანი გვარამაძემ, კლიმენტი ბერულავამ, ნიკოლოზ ყორანაშვილმა, ნიკა ვანაძემ და გუკა ცაგარეიშვილმა გაიმარჯვეს.

ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალური რაუნდი წელს ბრატისლავაში ჩატარდა. საერთო ჯამში, 2023 წლის ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში 80 000-მდე მოსწავლე იყო ჩართული, ფინალში კი ერთმანეთს 18 ქვეყნის 80-მდე გამარჯვებული მონაწილე დაუპირისპირდა, რომელთაგან 5 საქართველოს სახელით ასპარეზობდა. 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებული პოლონეთი გახდა, საქართველო კი წელს პირველად მონაწილე ქვეყნების საშუალო შედეგებით პირველ ადგილზე გავიდა
ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდი გარდა საგამოცდო ნაწილისა, სფეროს ექსპერტებთან, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ოლიმპიადის ორგანიზატორებთან და მონაწილე მოსწავლეებთან შეხვედრებსაც მოიცავდა. ბრატისლავაში გამართული ღონისძიებები ორ დღეს გაგრძელდა, რომელიც შეხვედრებითა და პანელური დისკუსიებით იყო დატვირთული. ერთ-ერთ დისკუსიას, რომელიც 21-ე საუკუნეში ეკონომიკური განათლების მნიშვნელობას ეხებოდა, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი, რენდალ ფილერი, უძღვებოდა. ქართველი მოსწავლეები და ოლიმპიადის სხვა ფინალისტები წამყვანი უნივერსიტეტებისა და ბრატისლავას ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოლიმპიადის მონაწილეებმა ბრატისლავას ეროვნულ ბანკში ფულის ისტორიის დარბაზი დაათვალიერეს, ევროს ბანკნოტის შემადგენელ კომპონენტებსა და დამცავ ნიშნებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო ფინანსურ საკითხებზე ეკონომისტებთან ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სტუმრობის და ეკონომიკის ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მონაწილეებთან შეხვედრის მერე, საქართველოს გუნდს შესაძლებლობა ჰქონდა სლოვაკეთშიც შეხვედროდნენ რენდალ კ. ფილერს, Economic Fundamentals Initiative – ის პრეზიდენტს (ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორი ორგანიზაცია)
რენდალ კ. ფილერი პრინსტონის ფილოსოფიის დოქტორია, რენდალი არის ეკონომიკის პროფესორი ჰანთერის კოლეჯში და ნიუ-იორკის მუნიციპალური უნივერსიტეტის სამაგისტრო ცენტრში, ეკონომიკის მოწვეული პროფესორი CERGE-EI-ში პრაღაში და CERGE-EI-ის ფონდის საბჭოს დირექტორი. ის არის თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (საქართველო) დირექტორთა და აკადემიური საბჭოების წევრი. ის იყო მოწვეული პროფესორი ზაგრების ეკონომიკის ინსტიტუტში, IZA-ის (ბონი) და CESifo-ის (მიუნხენი) მეცნიერ-მკვლევარი. რენდალი არის „საღი აზრის ეკონომიკის“ რეგიონალიზებული რედაქციის თანაავტორი.


წლევანდელი ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი იყო. საქართველოში ოლიმპიადა ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდა, პროცესში კი საქართველოს ბანკის მთავარი პარტნიორი საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) იყო. ეკონომიკის ოლიმპიადა მომავალ წელსაც ჩატარდება. ასე რომ, თუ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე ხარ და შენს მომავალ პროფესიას ეკონომიკას უკავშირებ ან უბრალოდ გაინტერესებს სფერო და გინდა ყოველდღიურად პრაქტიკული და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ისწავლო, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვო.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026