3 წუთი წასაკითხად
რა შესაძლებლობებს ქმნის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო?
2 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში. აღმოაჩინეთ თქვენი წვლილი განათლებაში და შეხვდით საინტერესო ადამიანებს. წაიკითხეთ დაჩი ნანობაშვილის ისტორია.
2 მაი. 2025
3 წუთი წასაკითხად
მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი პროფესიაა – განსხვავებული საჭიროებების მქონე ასობით მოსწავლე, დატვირთული საგაკვეთილო პროცესი, უწყვეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განვითარებაზე…
მასწავლებლების პროფესიის დაფასებისა და მათი მოტივაციისთვის, უკვე მეცხრე წელია, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, საერთაშორისო „The Global Teacher Prize“-ის ფარგლებში, კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ინიციატივის მიზანი იმ გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ და მოსწავლეებისთვის განათლების მიღების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნიან.
მასწავლებლების ჯილდოს ათეულთა წევრია დაჩი ნანობაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.
როგორც იხსენებს, მან თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა, ფიქრობდა, ისეთს არაფერს აკეთებდა, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარედგინა. შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ დაითანხმა, შეევსო აპლიკაცია.
„როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე და დასმულ შეკითხვებს პასუხი გავეცი, მაშინ გვერდიდან შევხედე საკუთარ საქმიანობას და მივხვდი, რომ არც თუ ისე ცოტა რამეს ვაკეთებ და – არც თუ ისე ურიგოდ. როცა ამ პროცესში ხარ, არ აკვირდები საკუთარ თავს, ვერ ამჩნევ, რას რა რაოდენობით და დატვირთვით აკეთებ, უფრო სწორი ნათქვამი იქნება ალბათ, რომ დიდად ვერ აფასებ. როცა აპლიკაციის შევსება დავიწყე და შეკითხვებს ვუპასუხე, მაშინ მივხვდი, თურმე მეც ბევრ რამეს ვაკეთებ განსხვავებულად, არა მხოლოდ კოლეგებისთვისა და ბავშვებისთვის, არამედ ჩემი წვლილი შემაქვს სფეროს განვითარებაში“.
დაჩი ნანობაშვილი 25 წელია პედაგოგია. მისი თქმით, ყველა გაკვეთილის ჩატარებამდე ემზადება, ყველა კლასისთვის განსხვავებულად ფიქრობს, ადგენს სხვადასხვა გეგმას, და თავადაც სულ სწავლობს, რადგან ეს პროფესია ამოუწურავია და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობას, თვითგანვითარებას საჭიროებს.
„მასწავლებელი არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცოდნას გადასცემს სხვებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბავშვებთან ურთიერთობა. მათი მეგობრებიც ვართ და დამცველებიც. ამასთან, გვიწევს მათი გულისტკივილისა და სიხარულის გაზიარება. ამას კი ძალიან დიდი ენერგია და ფიქრი სჭირდება. ვერ იტყვის ვერც ერთი მასწავლებელი, რომ 10 წელია, 20 წელია, მასწავლებელი ვარ და ძალიან ადვილად ჩავატარებ გაკვეთილს, არც კი მოვემზადებიო. ყოველი გაკვეთილისთვის გვჭირდება მომზადება, როგორც ფეხბურთელი ემზადება მოედანზე გასასვლელად, — რომ იყოს კარგად გამოძინებული, მოტივირებული, მუდმივად ფორმაში — ასე მივდივართ სკოლაში. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, და ყოველდღიური შრომა.“
დაჩი ნანობაშვილის დაფუძნებულია მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ და მათემატიკის ფესტივალი. „ევერესტის“ ფარგლებში გამოცემული აქვს ამოცანების კრებულები, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები აქტიურად იყენებენ. ცნობისთვის, საქართველოს ბანკი „ევერესტის“ ოლიმპიადის მხარდამჭერიცაა.
როგორც დაჩი ამბობს, სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა გავიდეს, შემდეგია:
“მთავარია მასწავლებელმა პირველი ნაბიჯი გადადგას და აპლიკაციის შევსება დაიწყოს. რადგან, ეს პროცესი დაეხმარება მათ, სხვა თვალით შეხედონ იმ საქმეს, რომელსაც თავად აკეთებენ და ამასთან, გადაიაზრონ საკუთარი გავლილი გზა… ამ პროცესში უდავოდ აღმოაჩენენ, რომ კოლეგებს ეხმარებიან, რაღაც ისეთს აკეთებენ, რაც მათთვისაც სასარგებლოა. განხორციელებული ინიციატივების, სასწავლო პროცესის გადახედვის შემდეგ საკუთარ აპლიკაციას რომ გადახედავ და გადაიკითხავ, სიამაყის გრძნობა გეუფლება. ხშირად მითქვამს ჩემი კოლეგებისთვის, „შეავსე თუ გინდა აპლიკაცია და მოდი, აღარ გააგზავნო“, მაგრამ როგორც კი აპლიკაციას ავსებ, ხედავ, თურმე რამდენი რამე გაგიკეთებია და მერე აგზავნი კიდეც, რადგან საკუთარ ძალისხმევას სხვანაირად აფასებ“.
როგორც დაჩი ამბობს, ათეულთა კლუბში მოხვედრა უკვე ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რადგან კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, სხვადასხვა მეთოდს და გარკვეულწილად, ადამიანი „რეცეპტს იღებს“, თუ რამ განაპირობა კოლეგის წარმატება.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. „მე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა წევრი ვარ“ – ამის თქმა უკვე საამაყოა.“
როგორც დაჩი გვიყვება, თავადაც არაერთი მასწავლებელი ჰყავს წარდგენილი ჯილდოზე, მათ შორის ზოგიერთი უკვე ათეულთა კლუბის წევრია. იმავეს გაკეთება კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენთვის გამორჩეული მასწავლებლები საზოგადოებამ გაიცნოს, არ გამოგრჩეთ – მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://application.tprize.ge/
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026