2 წუთი წასაკითხად
კინგსის ოლიმპიადა 2023: მონაწილეები, გამარჯვებული და სიახლეები
14 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
კინგსის ოლიმპიადის 2023 წლის შემოდგომის სეზონის დეტალური შეჯამება. გაიგე, რამდენი მოსწავლე ჩაერთო, ვინ გახდა სუპერგამარჯვებული და რა სიახლეებს გეგმავს საქართველოს ბანკი მომავალში.
14 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
კინგსის ოლიმპიადის 2023 წლის შემოდგომის სეზონი დასრულდა. კინგსი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა, რომელიც ყველა მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი ცოდნის შეფასების, გამოვლენისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ოლიმპიადის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია, რადგან კინგსის მსგავსად საქართველოს ბანკის მიზანი მოსწავლეების წახალისება და მოტივირებაა.
საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტით ყოველთვის ცდილობს განათლების სფეროში არსებული სოციალური თუ გეოგრაფიული ბარიერები დაძლიოს. წელს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობის საფასური სრულიად დაუფინანსდათ, sCool Card-ის მფლობელ ნებისმიერ კინგსელს კი 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლო ესარგებლა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა ყველა მონაწილეს ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის, ლუპის, ერთთვიანი პაკეტი უფასოდ გადასცა.
კინგსის ოლიმპიადა წელს სამ საგანში ჩატარდა: ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში. ოლიმპიადაზე რეგისტრაცია შეეძლო ყველა მოსწავლეს II-დან XII კლასის ჩათვლით. ტესტირებები კი საქართველოს 12 დიდ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ზესტაფონი,ოზურგეთი, სამტრედია, ფოთი. ოლიმპიადებზე გამოცხადებული მოსწავლეების რაოდენობა ასე გამოიყურება:
საბოლოოდ, მონაწილეების 40.18% თბილისიდან, ხოლო 59.82% რეგიონებიდან იყვნენ.
თითოეულ საგანში ოლიმპიადა ორი ტურისაგან შედგება, პირველი ტურის ტესტები მეტწილად ეყრდნობა სასკოლო მასალებს, ხოლო ფინალური ტესტები ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის ინტერპრეტირების უნარებზე. გამარჯვებულების გამოსავლენად ფინალიც არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ბევრმა მოსწავლემ დაიმსახურა ტესტირებაში უმაღლესი ქულა. სამივე საგანში ჩატარდა სუპერფინალები, როგორც კინგსის მარკეტინგის მენეჯერი, სოფო სრესელი, გვეუბნება, სუპერფინალები თითქმის ყოველ წელს ტარდება, რაც ოლიმპიადას უფრო საინტერესოს ხდის, სუპერფინალების საჭიროება ნიშნავს, რომ მოსწავლეებს არ უჭირთ თავი გაართვან სააზროვნო დავალებებს.
სუპერფინალების ბოლოს თითოეული საგნის ყველა საკლასო კატეგორიაში ჯამში 90 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულების 64% დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის, ხოლო 36% რეგიონის სკოლების მოსწავლეები არიან. სუპერგამარჯვებულიც სწორედ რეგიონიდან არის, რომელმაც შეძლო სამივე საგანში ჯამურად ყველაზე მაღალი ქულის დაგროვება. სასიხარულოა, რომ წელს გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავს. გამარჯვებულები გაემგზავრნენ კინგსის ბანაკში, ბაკურიანში, სადაც სასიამოვნოდ დატვირთული, საინტერესო და მხიარული 4 დღე გაატარეს.
კინგსი სამომავლოდ გეგმავს სასწავლო პლატფორმების განვითარებას და წარმატებული მოსწავლეების საერთაშორისო პროექტებში ჩართვას. კინგსის აკადემია, რომელმაც პანდემიის პერიოდში ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ეტაპობრივად უბრუნდება ფიზიკურ სივრცეს. აკადემიას ჰყავს ახალი მასწავლებლები, რომლებიც მათემატიკას, ინგლისურს და ციფრულ მარკეტინგს შეასწავლიან მოსწავლეებს. კინგსი საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს ჩაერთონ საერთაშორისო ოლიმპიადებში, გაზაფხულის სეზონზე წარმატებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ ლიეტუვაში და იქაურ მოსწავლეებთან გამოცადონ თავიანთი ცოდნა.
ოლიმპიადის ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს დაიწყება. კინგსელებს კი წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი, გამოწვევები და საინტერესო ამბები ელით.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026