2 წუთი წასაკითხად
იდეათეკა: რას კითხულობს მე-10 კლასელი ალექსანდრე?
27 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე, რას კითხულობენ თინეიჯერები! მე-10 კლასელი ალექსანდრე იდეათეკის ფავორიტ წიგნებს გიზიარებს, რომლებიც მსოფლმხედველობას შეგიცვლის. გაიგე მეტი!
27 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ხშირად ჰგონიათ, რომ თინეიჯერები აღარ კითხულობენ, ჰყავთ მხოლოდ ვირტუალური მეგობრები და თავისუფალ დროს უმეტესად კომპიუტერულ თამაშებთან ერთად ატარებენ. იდეათეკების ერთგული მკითხველები კი მსგავს სკეპტიკურ წარმოდგენებს აქარწყლებენ.
14 წლის ალექსანდრე დობორჯგინიძე თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში სწავლობს, მე-10 კლასშია და სურს, არქიტექტორი გახდეს. თავისი სამომავლო მიზნების მისაღწევად იდეათეკას ხშირად სტუმრობს, რადგან იქაური გარემო ძალიან მოსწონს. იდეათეკის მრავალფეროვანი არჩევანიდან უპირატესობას ისტორიული ჟანრის წიგნებსა და რომანებს ანიჭებს. ალექსანდრემ გაგვიზიარა შთაბეჭდილებები ორი საყვარელი წიგნის შესახებ, რომლებიც იდეათეკაში აღმოაჩინა.
ავსტრიელი დრამატურგისა და რომანისტის, თომას კენილის ბიოგრაფიული რომანი ,,შინდლერის სია“ მოგვითხრობს ამბავს ოსკარ შინდლერის შესახებ, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს ასობით ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. როგორც ალექსანდრე ამბობს, წიგნის დასასრულმა დიდი საფიქრალი და ემოცია დაუტოვა.

,, ვფიქრობ, ყველა ჩემმა თანატოლმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი. ,,შინდლერის სია“ არის უანგარო სიკეთისა და გმირობის მაგალითი, ყველას ასწავლის, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია სამყაროს შეცვლა, თუ მოინდომებს“.
მეორე გამორჩეულ წიგნად ალექსანდრე ქართველი ავტორის, თემურ ბაბლუანის სათავგადასავლო რომანს ,,მზე, მთვარე და პურის ყანა“ ასახელებს.
,,წიგნი არის ერთი თბილისელი შეყვარებული ბიჭის შესახებ, რომელიც სხვისი დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს, მისმა განვლილმა ცხოვრებამ და თავგადასავლებმა ძალიან დამაინტერესა. რომ შემეძლოს, წიგნის რომელიმე პერსონაჟი ვიყო, ალბათ ამ წიგნში ვიცხოვრებდი და მთავარი პერსონაჟი, ჯუდე ანდრონიკაშვილი ვიქნებოდი. წიგნის კითხვა რომ დავასრულე, ის განცდა დამრჩა, რომ ცხოვრებაში რაც უნდა ცუდი მოხდეს, არ უნდა დანებდე და წინსვლა განაგრძო.“
საქართველოს ბანკი ქვეყანაში განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის არაერთ პროექტს ქმნის და სწორედ ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტია იდეათეკა სკოლებში. იდეათეკა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსებით უზრუნველყოფილი სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს თავისუფლებას, იკითხონ, იფიქრონ და მომავლის შესაძლებლობები დაინახონ. ამჟამად 16 იდეათეკა ფუნქციონირებს როგორც თბილისის, ისე მაღალმთიანი რეგიონების, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქების, საზღვრისპირა სოფლების სკოლებში. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი მსგავსი სივრცე გაიხსნება მომავალი თაობისთვის განათლების სრულფასოვანი პირობების შესაქმნელად.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026