2 წუთი წასაკითხად
მე-9 კლასელი ანა იდეათეკიდან: წიგნები, რომლებმაც შემაყვარა კითხვა
27 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ უყვარდებათ კითხვა იდეათეკაში! მე-9 კლასელი ანა გიზიარებს საყვარელ წიგნებს, რომლებმაც მისი აზროვნება შეცვალა. აღმოაჩინე რეკომენდაციები და შთაგონება.
27 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
როცა იმ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შევაყვაროთ ახალ თაობას კითხვა და კრიტიკული აზროვნება, ხანდახან ავიწყდებათ, რომ ასეთ დროს მათ უნდა მივცეთ არჩევანის თავისუფლება, რათა ეძიონ საკუთარი თავი და იკითხონ ის, რაც სურთ და აინტერესებთ. კითხვა არ უნდა ასოცირდებოდეს შაბლონურ, მოსაწყენ დავალებასთან. იდეათეკების კონცეფცია სწორედ ამ მისიას ემსახურება: ფერადი კედლები, მრავალფეროვანი წიგნებით სავსე თაროები და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, იპოვონ ზუსტად ის, რაც გულწრფელად აინტერესებთ, იფიქრონ, გადაიაზრონ ძველი და შექმნან ახალი, ორიგინალური იდეები.
ამის დასტურად რჩევებს საყვარელი წიგნების შესახებ 146-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ჯანაშვილი გვიზიარებს.
ანას ხელოვნება მოსწონს და თავადაც თავისუფალ დროს ხშირად ხატავს. მისი საყვარელი მხატვარი რაფაელია და მომავალში სურს, გრაფიკული დიზაინი ისწავლოს. ,,მომწონს დიზაინი და გარემო, რომელიც იდეათეკაშია, თანამედროვე წიგნებსაც ხშირად ვპოულობ“ – ამბობს ანად და იმასაც ამატებს, რომ ყველაზე მეტად ისტორიული წიგნები და რომანები აინტერესებს. თანატოლებს სამ საყვარელ წიგნს ურჩევს: ,,ანა ფრანკის დღიურები“, ,,ენი მწვანე მიზონინიდან“, ,,მე, ბებია ილიკო და ილარიონი“. ანა ფრანკის დღიურის წაკითხვა სკოლაში ერთ-ერთ შეჯიბრში მომზადებისას მოუწია.

,,კიდევ კარგი, რომ წავიკითხე, აქამდე არ მიყვარდა კითხვა, ამ წიგნმა შემაყვარა. ბოლო ფურცელი რომ წავიკითხე, ძალიან მეწყინა. მიუხედავად იმისა, რომ ველოდი, მაინც მქონდა იმედი, რომ გამოიქცეოდა და გადარჩებოდა. ძალიან მაინტერესებდა, როგორ გაგრძელდებოდა ამბავი, თვითონაც ჰქონდა ამის იმედი [ანა ფრანკს], მაგრამ ძალიან მაგარია, რომ დღიური დაწერა და ამით რაღაცნაირად გააგრძელა კიდეც ცხოვრება“.
ლუსი მოდ მონტგომერის წიგნიც ,,ენი მწვანე მეზონინიდან“ დღიურების ფორმითაა დაწერილი, რომელიც 11 წლის წითური გოგონას თავგადასავლების შესახებ გვიყვება. ანა წიგნის წაკითხვას ყველას ურჩევს: მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მკითხველს შეიძლება საბავშვოდ მოეჩვენოს, ასე სულაც არ არის – ყველა ასაკის მკითხველს მოეწონება ენისთან ერთად მოგზაურობა.
კითხვაზე, რომ შეეძლოს, რომელ წიგნში იცხოვრებდა, ასე გვიპასუხა:
,,რომ შემეძლოს, დუმბაძის რომელიმე ნაწარმოებში ვიცხოვრებდი. ისეთი დრო იყო, რომ ყველა ავტორი ომზე წერდა, დუმბაძემ კი შეძლო და მხიარულება შემოიტანა ლიტერატურაში. თან სევდიანიც არის, თან სასაცილოც. ყველაზე მეტად ,,მე, ბებია ილიკო და ილარიონი“ მიყვარს, მგონია რომ ზურიკელა მე მგავს.“
სკოლებში საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილი საგანმანათლებლო სივრცეები – იდეათეკები, ბიბლიოთეკის ანალოგია, მაგრამ ტრადიციული ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, კომფორტული ინვენტარით და სამუშაო ელექტრონული რესურსებით. ამჟამად 16 იდეათეკა ფუნქციონირებს როგორც თბილისის, ისე მაღალმთიანი რეგიონების, ეთნიკური უმცირესობით დასახლებული და სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქალაქების, საზღვრისპირა სოფლების სკოლებში. უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი მსგავსი სივრცე გაიხსნება მომავალი თაობისთვის განათლების სრულფასოვანი პირობების შესაქმნელად.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026