2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა: პირველი ტური დასრულდა! ვინ გავა ფინალში?
31 იან. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადის I ტური წარმატებით დასრულდა! 700+ მოსწავლე მონაწილეობდა. გაიგეთ, ვინ გავა ფინალში, როდის გაიმართება პრაქტიკული ტური და რა სიახლეებია საქართველოს ბანკისგან.
31 იან. 2024
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი რომ ქვეყანაში განათლებისა და განვითარების მოწინავე და მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, სიახლე აღარავისთვისაა. ახალგაზრდების იმაში დასარწმუნებლად, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, ბანკს არაერთი პროგრამა აქვს, ერთ-ერთი ასეთი კი STEM ოლიმპიადაა, რომლის პირველი ნაწილი – თეორიული ტური დასრულდა.
ოლიმპიადა, რომელმაც დიდი ინტერესი და ჩართულობა დაიმსახურა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივითა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა, მასში მონაწილეობა კი 120-ზე მეტი სკოლის 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.


ამ შემეცნებით და საინტერესო თავგადასავალში, პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით თითო გუნდი ასპარეზობდა, მონაწილეებმა კი ტესტირება მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში გაიარეს.
ფინალისტების ვინაობა ძალიან მალე, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, ისინი კი ერთმანეთს ფინალში, უკვე პრაქტიკულ ტურში შეეჯიბრებიან. ფინალი მაისში გაიმართება.


სანამ ფინალური შეჯიბრი მოახლოვდება, იქამდე მოსწავლეები და გუნდის მენტორები კომაროვის სკოლის პროფესიონალებთან ელექტროინჟინერიისა და არდუინოს დაპროგრამების კურსს გაივლიან, რაც მათ დაეხმარება, თეორიული ცოდნა მიიღონ და მთავარი ეტაპისთვის – ფინალური ტურისთვის საჭირო უნარები შეიძინონ.
საქართველოს ბანკმა მიზნად დაისახა, ახალგაზრდები STEM მეცნიერებით დააინტერესოს და ჩაატაროს აქტივობები, რომლითაც მათ მომავლის პროფესიებისადმი ინტერესს გაუჩენს და გაუღრმავებს. ამ მიზნის შესრულება ამ დრომდე წარმატებით ხორციელდება და ამაზე მეტყველებს ოლიმპიადის ჩატარებით მიღებული უკუკავშირიც.


უკუკავშირმა კი აჩვენა, რომ საქართველოს ბანკმა მისია სწორად შეარჩია. ასეთი გამოხმაურების გათვალისწინებით კი, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს, ახალგაზრდებს გაუჩინოს ინტერესი, მისცეს მათ მოტივაცია და დაარწმუნოს ისინი, რომ შეისწავლონ მომავლის პროფესიები.
STEM ოლიმპიადა ერთ-ერთი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკი კიდევ სხვა არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, მხარს უჭერს და ამ გზაზე გაჩერებას არ აპირებს.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
გაიცანით 20 წლის ფოთელი FIDE-ს ოსტატი, აკაკი ყალიჩავა. აღმოაჩინეთ მისი წარმატების ფორმულა და გაიგეთ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ნიჭიერ მოსწავლეებს
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
გსურს საზღვარგარეთ სწავლა დაფინანსებით? UWC სტიპენდია შენი შანსია. გაიგე, როგორ მოხვდე მსოფლიოს 18 სკოლიდან ერთ-ერთში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
გაიგე, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის ლეგენდარულ საჭადრაკო კლუბს. აღმოაჩინე, რა შესაძლებლობები, სტიპენდიები და ტურნირები ელით ახალგაზრდა მოჭადრაკეებს.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026