2 წუთი წასაკითხად
როგორ ემზადებიან გუნდები STEM ოლიმპიადის ფინალისთვის - ფოთის მე-3 საჯარო სკოლა
27 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიცანით ფოთის მე-3 სკოლის გუნდი, რომელიც STEM ოლიმპიადის ფინალისთვის ემზადება. შეიტყვეთ, როგორ აღწევენ წარმატებას, რა გაკვეთილებს გადიან და რა ელოდებათ CERN-ში გამარჯვების შემთხვევაში.
27 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკმა STEM განათლების პოპულარიზაციისთვის მასშტაბური პროექტი – STEM ოლიმპიადა წამოიწყო, რომელშიც 200-მდე სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
უკვე ცნობილია ფინალისტი გუნდების ვინაობა. საუკეთესო ათეული გამარჯვებისთვის ბრძოლას ფინალურ ტურში 9 ივნისს განაგრძობს. გუნდებს მოუწევთ 6 საათის განმავლობაში ერთობლივად გაართვან თავი ინჟინერიის პრაქტიკულ ამოცანებს.
ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლიდანაა. გუნდის მენტორი, ირმა ჯანელიძე, გვიყვება ოლიმპიადის მნიშვნელობისა და გუნდის საფინალო სამზადისის შესახებ.
,,STEM ოლიმპიადაში ჩართვა ჩვენს მოსწავლეებს დაეხმარება, ჩამოყალიბდნენ ცოდნის მაძიებელ მოქალაქეებად, რომლებიც კრიტიკული და თავისუფალი აზროვნებით შეძლებენ თანამედროვე გარემოსთან ადაპტაციასა და მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. STEM განათლების პოპულარიზაცია საქართველოში მნიშვნელოვანია, სწორედ ტექნოლოგია, ფიზიკა, ინჟინერია, მათემატიკა არის ის სფეროები, რომლებიც მომავლის პროფესიებს უყრიან საფუძველს. თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიებისაა, აუცილებელია, ჩვენმა მოსწავლეებმა უპასუხონ საერთაშორისო გამოწვევებს, ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ასეთი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“- ირმა ჯანელიძე
ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდში გაერთიანებულია 6 მოსწავლე მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით. გუნდში მოსახვედრად მათ რთული შესარჩევი ეტაპი გაიარეს, ოლიმპიადის პირველ თეორიულ ტურში კი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ფინალის საგზურიც დაიმსახურეს. როგორც მენტორი, ირმა ჯანელიძე, გვეუბნება, ასეთი შედეგის მიღწევა დისციპლინური მეცადინეობითა და ერთიანობით შეძლეს:
„გუნდში პერსპექტიული, ნიჭიერი და სხარტი მოსწავლეები მოხვდნენ, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი გუნდურობა, პასუხისმგებლიანობა და თავდაუზოგავი შრომაა. ყველა მოსწავლე აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო მეცადინეობებში, გუნდის მენტორობა პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. გარდა თეორიული ცოდნისა, მენტორი გუნდის მოტივატორი უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ოლიმპიადა ბავშვებისთვის იყოს არა სტრესული, არამედ სახალისო, საინტერესო, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მომცემი“
ირმა ჯანელიძის აზრით, ფინალში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, სრულიად განსხვავებული ფორმატისა და შინაარსის ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს პროფესიულ ზრდაში დაეხმარება, მისცემს მოტივაციას, უფრო და უფრო განვითარდნენ და მეტი ისწავლონ.
თუმცა ფოთის მე-3 საჯარო სკოლის გუნდს ფინალისთვისაც დიდი მოლოდინები აქვს. ფინალისტი გუნდები გადიან კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის სამთვიან უფასო მოსამზადებელ კურსს:
,,მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში ორჯერ ორი საათის განმავლობაში უტარდებათ, მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მუშაობა. მრავალფეროვან დავალებებს ასრულებენ ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. დამატებითი შეხვედრების დროს ვარჩევთ შესწავლილ საკითხებს. გვიხარია, რომ ეს ოლიმპიადა არ არის ორიენტირებული მხოლოდ შეჯიბრსა და არსებული ცოდნის გამოვლენაზე. გუნდის წევრები ყოველდღე სწავლობენ რაღაც ახალს, იძენენ უნარებს, რომლებიც მომავალში წარმატების მისაღწევად აუცილებლად გამოადგებათ“- ირმა ჯანელიძე
STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები სულ რამდენიმე კვირაში გამოვლინდებიან. პირველ ადგილზე გასულ გუნდს ელის საგზური ჟენევაში, CERN-ში, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ლაბორატორიაა. გამარჯვებული გუნდის სკოლაში კი საქართველოს ბანკი შექმნის მულტიფუნქციურ სივრცეს STEM კუთხით, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები სხვადასხვა ტექნიკით დაჯილდოვდებიან.
ასე რომ, წინ დაძაბული, მრავალფეროვანი და საინტერესო ფინალი გველის!
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026