2 წუთი წასაკითხად
როგორ ემზადებიან გუნდები STEM ოლიმპიადის ფინალისთვის - გორის მე-9 საჯარო სკოლა
27 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გორის N9 სკოლა STEM ოლიმპიადის ფინალშია! გაიგე, როგორ ემზადება გუნდი რთული გამოწვევებისთვის და რა პრიზი ელოდებათ გადამწყვეტ ეტაპზე.
27 მაი. 2024
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, STEM ოლიმპიადის, ფინალისტები აქტიურად ემზადებიან ყველაზე დაძაბული და საინტერესო ფინალისთვის.
ოლიმპიადაში სულ 200-მდე სკოლა ჩაერთო. გორის N9 საჯარო სკოლის გუნდი ერთ-ერთია, რომელმაც რთულ კონკურენციას გაუძლო და საუკეთესო ათეულში მოხვდა. გუნდის მენტორი და ფიზიკის მასწავლებელი, დავით ქრისტესიაშვილი, გვიყვება საფინალო სამზადისისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
როგორც დავითი ამბობს, პროექტში მონაწილეობისას გუნდის მთავარი მოტივაცია ახალი გამოცდილების მიღება იყო, რადგან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM მიმართულებით არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობაა:
,,STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს კრეატიულობასა და ინოვაციურობას. ასევე, კვლევის, კრიტიკული აზროვნების, სამეწარმეო და სხვა მრავალ ისეთ უნარს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის ტრადიციული საკლასო ოთახის გარეთ გადატანა და პრაქტიკული მუშაობის წილის ზრდა. ოლიმპიადის სტრუქტურა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განივითარონ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მუშაობის უნარები. ჩვენი პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილიც ამ ყველაფერმა განაპირობა. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება. თავისთავად, მოლოდინი გამართლდა.”
გორის მე-9 საჯარო სკოლის გუნდი ათეულში მოხვედრამდე ინტენსიურად ემზადებოდა პირველი ტურისთვის:
,,ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილების დღიდანვე დავიწყეთ მზადება. მოსწავლეების შერჩევის პროცესში სრულად ვითვალისწინებდით ორგანიზატორების რჩევებსა და რეკომენდაციებს, ფიზიკასა და პროგრამირებაში მეცადინეობებს მე ვატარებდი, თუმცა, საგნებში მომზადების გარდა, ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს ისეთ გამოცდილებებზე, რომლებიც დაგვეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. ვმსჯელობდით სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის მართვაზე, როგორ არ უნდა შეეშალა ხელი მსგავს გარემოებებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას. საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით, მოვედით აქამდე“
STEM ოლიმპიადა მასწავლებლების პროფესიულ ზრდასაც უწყობს ხელს, როგორც დავითი გვეუბნება, თავად დამწყები მასწავლებელია და მენტორობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, მისთვის ეს გამოწვევა საინტერესო და ახალია:
,,ვფიქრობ, მასწავლებელს, მენტორს ცოდნის გადაცემაზე გაცილებით მეტი ვალდებულება აქვს მოსწავლის წინაშე. უმთავრესი გუნდის წევრების შთაგონება და მათთან ერთად ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მომზადებისას პრაქტიკასთან ერთად, დროის გარკვეულ ნაწილს საუბარსაც ვუთმობდით. ვცდილობდი მათი მოტივაციის გაზრდასა და ხელშეწყობას”
საუკეთესო ათეულში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა გუნდისთვის, თუმცა წინ ფინალია, რომელიც განსხვავებული ფორმატისაა, ფინალისტ გუნდებს მოუწევთ თავი გაართვან ინჟინერიის პრაქტიკულ ამოცანებს. ამისთვის მათ ექნებათ 6 საათი და ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფილი ოთახი. გორის სკოლის გუნდი აქტიურად ემზადება ფინალში ასპარეზობისთვის. ფინალისტი გუნდები გადიან საქართველოს ბანკისა და კომაროვის სამთვიან უფასო კურსს, რომელიც მათ ყველა მოსალოდნელი გამოწვევისა და ამოცანისთვის ამზადებს.
დავით ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ ფინალისთვის მოსწავლეებს დიდი მოლოდინები აქვთ:
,,ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ველოდებით 9 ივნისს. თუმცა გუნდი არ არის ორიენტირებული მხოლოდ გამარჯვებაზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა. ვისწავლოთ მეტი და გავიზარდოთ”
STEM ოლიმპიადის გამარჯვებულებს სულ რამდენიმე კვირაში გავიცნობთ, პირველადგილოსან გუნდს ელოდება საგანმანათლებლო საგზური ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) კვლევით ცენტრში. მათი სკოლის შენობაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით. მეორე- და მესამეადგილოსანი გუნდები ტექნიკითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026