3 წუთი წასაკითხად
როგორ გამოვლინდება STEM ოლიმპიადის 10 საუკეთესო გუნდი
23 იან. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
როგორ ხდება STEM ოლიმპიადის საუკეთესო გუნდების შერჩევა? გაეცანით შეფასების ობიექტურ სისტემას, გამსწორებელთა გუნდებს ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში, ასევე აპელაციის პროცესს.
23 იან. 2024
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის – STEM ოლიმპიადის პირველი ტური უკვე დასრულდა. ოლიმპიადაში ორასამდე სკოლა და ათასზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პირველ ეტაპზე თითოეული გუნდის მონაწილეს ცოდნა სამ საგანში: ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში უნდა დაედასტურებინა. 6-წევრიანი გუნდიდან სამმა მონაწილემ მათემატიკის , ორმა – ფიზიკის, ერთმა კი – ინფორმატიკის ტესტი უკვე დაწერა. ფინალში გადასვლას მხოლოდ 10 გუნდი შეძლებს, საუკეთესო ათეული კი ტესტებში მიღებული ქულების მიხედვით გამოვლინდება.
საინტერესოა, ვინ ასწორებს მოსწავლეების ნაშრომებს და როგორ იქნება დაცული ობიექტურობა და სამართლიანობა. ამ ბლოგში დეტალურად მოგიყვებით ნაშრომების შეფასების სისტემის შესახებ.
ფიზიკის და მათემატიკის დავალებები მოსწავლეებმა სპეციალურად გამოყოფილ პასუხების ფურცლებზე შეასრულეს. ოლიმპიადის დასრულების დღესვე ნაშრომები დასკანერდა და მომზადდა დამკვირვებლებთან და გუნდების მენტორებთან გადასაგზავნად. ყველა მოსწავლის ნაშრომს მინიჭებული აქვს უნიკალური კოდი, რომელიც მხოლოდ მოსწავლემ და მისმა მენტორმა იცის. ამით უზრუნველყოფილია ნაშრომების გასწორებისას ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკისა და მათემატიკის ნაშრომების შეფასება ავტომატური სისტემით შეუძლებელია, სამართლიანობისა და მაქსიმალური ობიექტურობისთვის გამსწორებლები იყენებენ სპეციალურ სისტემას.
ერთსა და იმავე ნაშრომს პარალელურ რეჟიმში ასწორებს ორი სხვადასხვა გამსწორებელი, რომლებიც სპეციალურ ბაზაში ასახავენ, თუ რა შეფასება დაიმსახურა კონკრეტული ნაშრომის კონკრეტულმა ამოცანამ. თუ ამ ორი გამსწორებლის მიერ დაწერილი რომელიმე ამოცანის შეფასება ერთმანეთს არ დაემთხვა, ამოცანას ჯგუფის ხელმძღვანელი აფასებს. ამ სისტემის მიხედვით, ფაქტობრივად, ყველა მოსწავლის ნაშრომში ყველა ამოცანა ორჯერ ან სამჯერ სწორდება. ნაშრომების შეფასებისას კი გამსწორებელთა ჯგუფის წევრები ხელმძღვანელობენ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემით.
ფიზიკასა და მათემატიკაში გამსწორებელთა გუნდებს შეადგენენ კომაროვის სკოლის გამოცდილი სპეციალისტები.
ოლიმპიადის გამსწორებელთა გუნდი ფიზიკის მიმართულებით ოთხი სპეციალისტისგან შედგება. გუნდს ხელმძღვანელობს თეიმურაზ კალატოზი, რომელიც მრავალი წელია, კომაროვის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და ფიზიკის საოლიმპიადო წრეების ხელმძღვანელია. ბატონი თეიმურაზი აქტიურადაა ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის კომაროვის სკოლის გუნდისა და ქვეყნის ეროვნული ნაკრების მომზადებაში.
გამსწორებელთა გუნდი მათემატიკის მიმართულებით ექვსი სპეციალისტისგან შედგება. გუნდს ხელმძღვანელობს გიორგი არაბიძე, რომელიც საოლიმპიადო მათემატიკის წრეზე კომაროვის სკოლაში 2007 წლიდან მუშაობს. მის მიერ შედგენილი ამოცანები მრავალჯერ იქნა გამოყენებული სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. STEM ოლიმპიადის მათემატიკის ტესტური ამოცანებიც მან შეადგინა. როგორც თავად გვეუბნება, ნაშრომების ობიექტურად შეფასების ერთ-ერთი გარანტი სწორად შედგენილი ამოცანებია:
„STEM ოლიმპიადის ობიექტურობის ხარისხი ბილეთის შედგენიდან იწყება. ტესტში შედის ხუთი ორიგინალური ამოცანა. ეს ამოცანები არ არის აღებული რომელიმე კრებულიდან, სახელმძღვანელოდან თუ სხვა ოლიმპიადიდან, ანუ შექმნილია მხოლოდ STEM ოლიმპიადისთვის. შესაბამისად, ყველა მონაწილე თავიდანვე თანაბარ პირობებში, მხოლოდ საკუთარი აზროვნებისა და უნარების იმედად აღმოჩნდება“.
ოლიმპიადის პირველ ტურში ინფორმატიკის დავალებები (პროგრამული კოდების შექმნა) მოსწავლეებმა კომპიუტერებთან, სპეციალურ სისტემაში შეასრულეს. ნაშრომები გასწორდა ავტომატური მატესტირებელი სისტემის საშუალებით. სისტემა პროგრამულად მოამზადა და გამართა გუნდმა გიორგი მანდარიას ხელმძღვანელობით. იგი მრავალი წელია, საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი და ინფორმატიკის არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზატორია.
მოსწავლეებმა, რომლებიც ოლიმპიადაში ინფორმატიკის საგნით მონაწილეობდნენ, შედეგები ოლიმპიადის დასრულებისთანავე იხილეს.
როგორც პროექტის მენეჯერი, გიორგი ლომიძე, გვეუბნება, ინფორმატიკის დავალებების მსგავსი მეთოდით შეფასება აპრობირებულია ყველა მაღალი დონის საერთაშორისო ოლიმპიადაზე და ამ მხრივ არც STEM ოლიმპიადა იყო გამონაკლისი.
ფიზიკასა და მათემატიკაში ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. პირველადი შედეგები 22 – 28 იანვრის კვირაში გახდება ცნობილი. გუნდების შედეგები, მოსწავლეთა ნაშრომების ელექტრონული ვერსიები, ნაშრომების შეფასების სქემები და თითოეულ ნაშრომში თითოეული დავალების ქულა ოლიმპიადაში მონაწილე გუნდების მენტორებს პირადად გაეგზავნებათ, რათა პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს.
ამის შემდეგ დაიწყება პირველადი შედეგების აპელაცია – თითოეული გუნდის მენტორს საშუალება ექნება, გააპროტესტოს მოსწავლეების ქულები ერთ ან რამდენიმე ამოცანაში. გასაჩივრებულ ნაშრომებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სააპელაციო კომისია.
თუ როგორ შეძლებენ მენტორები, რომ განაცხადონ აპელაციის შესახებ, ამ ინფორმაციას მალე შეიტყობენ ელ.ფოსტის, კომაროვის STEM სკოლის გვერდისა და STEM ოლიმპიადის ჯგუფის საშუალებით. აპელაცია 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, დასრულებისთანავე კი ცნობილი გახდება STEM ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და გამოვლინდება 10 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ფინალში პირველობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026