3 წუთი წასაკითხად
როგორ უნდა მოემზადო ეკონომიკის ოლიმპიადისთვის - რჩევები მოსწავლეებს
ეკონომიკის ოლიმპიადა შენს შესაძლებლობებს ზრდის! გაიგე, როგორ მოემზადო წარმატებისთვის, მიიღო უნიკალური ცოდნა და აღმოაჩინო შენი პოტენციალი.
22 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2023 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ეკონომიკის ოლიმპიადა. ადგილობრივი ეტაპები საერთაშორისო პროექტის ნაწილი იყო, რომელშიც წარმატებულ მოსწავლეებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, უცხოეთში გამგზავრებულიყვნენ და საერთაშორისო მონაწილეებს შესჯიბრებოდნენ ცოდნასა და კრიტიკულ აზროვნებაში.
ეკონომიკის ოლიმპიადა 4 რაუნდად წელსაც გაიმართება: სკოლის რაუნდი, ეროვნული რაუნდი, ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი და საერთაშორისო ფინალური რაუნდი. ფინალურ რაუნდზე 5 საუკეთესო მოსწავლე შარშან ბრატისლავაში გაემგზავრა, წელს კი შეხვედრა საბერძნეთში გაიმართება.
მოსწავლეებთან ერთად ამ უნიკალურ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის მასწავლებლები. ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფს თითოეულ სკოლაში ჰყავს კოორდინატორი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ტექნიკური საკითხების მოგვარებასა და ტესტირებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებაშიეხმარება.
შოთა ქათამაძე მასწავლებელია, რომელიც გასულ სეზონზე აქტიურად მონაწილეობდა ეკონომიკის ოლიმპიადის კოორდინირებაში კომაროვის სკოლაში. როგორც თავად აღნიშნავს, ეკონომიკა არ არის ვიწრო მეცნიერება და ფინანსური ცნობიერება ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა:

,,ეკონომიკა მეცნიერებაა, რომელიც, შეზღუდული რესურსების პირობებში, არჩევანის გაკეთებას გვასწავლის. ცხადია, ნებისმიერ ადამიანს, ყოველდღიურად უწევს უამრავი გადაწყვეტილების მიღება, ამა თუ იმ პროცესის არჩევა და სხვების უკუგდება. შესაბამისად, ეკონომიკა ყოველდღიურ ყოფაში გამოყენებადი მეცნიერებაა! ის გვასწავლის, თუ როგორ ვიყოთ უფრო ეფექტურები, თუ როგორ მივიღოთ ლოგიკურ აზროვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.“
როგორც შოთა ქათამაძე აღნიშნავს, მასწავლებლის როლი და მნიშვნელობა ოლიმპიადის პროცესში და იქამდეც უმნიშვნელოვანესია:
,,უპირველესად, მასწავლებელმა საგანი უნდა შეაყვაროს მოსწავლეს. მოსწავლეთა დიდ უმრავლესობას, ეკონომიკასთან პირველად ჰქონდა შეხება. ამ დროს მასწავლებელმა საგნის პრაქტიკული და მარტივი გამოყენებები უნდა დაანახოს მოსწავლეს. მაგალითად, დასვამ შეკითხვას – თქვენ შეგიძლიათ კინოში წახვიდეთ, მაგრამ რა იქნება ამ ქმედების ალტერნატიული დანახარჯი? ხვალინდელი საკონტროლოსთვის მასალის ვერ გამეორება. გიპასუხებენ მოსწავლეები და ამგვარად, მეცნიერული ტერმინები ახლობელი ხდება მოსწავლეთათვის. ამის შემდეგ მოსწავლე უკვე უშიშრად იწყებს მეტის შესწავლას.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, მასწავლებელი სკოლის წარმომადგენელია ოლიმპიადაზე. მანვე უნდა დაარეგისტრიროს სკოლა და დაეხმაროს მოსწავლეებს დარეგისტრირებაში. მნიშვნელოვანია სასწავლი მასალისა და ოლიმპიადასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის სკოლაში გაზიარება“.
იმისათვის, რომ ტესტებისთვის ყველას თანაბრად მომზადების შესაძლებლობა ჰქონდეს, ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფმა შექმნა ონლაინ სალექციო კურსი. კურსის გავლა შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს. სალექციო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლე, რომელსაც აქვს კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის ინტერპრეტირების უნარი, აუცილებლად შეძლებს წარმატებით გაართვას თავი დავალებებს.
როგორც შარშანდელი წარმატებული ფინალისტები გვეუბნებიან, ოლიმპიადისთვის მომზადებაში ყველაზე მეტად სალექციო კურსი და წიგნი ,,საღი აზრის ეკონომიკა“ დაეხმარათ.
გასულ წელს მე-11 კლასის მოსწავლე, ლუკა ბუაჩიძე, საუკეთესო 10 მოსწავლეში მოხვდა, ამ შედეგის მისაღწევად ლუკა აქტიურად ჩაერთო მოსამზადებელ პროცესში:
,,მე თავიდანვე დავდე პირობა, რომ კარგი შედეგები უნდა მიმეღო, თავიდანვე დავიწყე მომზადება, წიგნი “საღი აზრის ეკონომიკა” ძალიან გამომადგა, სადაც ყველანაირი ინფორმაცია მარტივად არის ახსნილი. დამატებით ვიყენებდი ინტერნეტში დადებულ ეკონომიკის კურსებს მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის დარგებში. რაც მთავარია, დავესწარი სალექციო კურსს, რომელიც GELI-მ შემოგვთავაზა. კურსმა საშუალება მომცა, დამოუკიდებლად მიღებული ცოდნა შემეჯამებინა და განმემტკიცებინა“.

შარშანდელ ეროვნულ რაუნდზე პირველადგილოსანი გახდა ქ. თბილისის №63 საჯარო სკოლის მე-12-კლასელი დავიდ აშოტიანი. დავიდს ოლიმპიადა გარკვეულწილად დაეხმარა მომავალი პროფესიის არჩევაში:

,,მახსოვს, სულ მხვდებოდა საქართველოს ბანკის პოსტი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, თუმცა თავიდან ვერ ვრისკავდი მონაწილეობას. მეგონა, რომ ვერ დავდებდი სათანადო შედეგებს. მაგრამ რომ არ გამერისკა, დღეს ალბათ არც ვიქნებოდი ეკონომიკის სტუდენტი და გაცნობიერებულად არ ჩავაბარებდი ჩემს პროგრამაზე. ოლიმპიადამ გზა გამიხსნა ეკონომიკის მეცნიერებაში და ვთვლი, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს სამომავლო კარიერაში.“
GELi-ის სალექციო კურსი საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლებისთვისაც, ეკონომიკის მასწავლებელი, შოთა ქათამაძე, ყველა ჩართულ მასწავლებელს ურჩევს კურსზე დასწრებას:
,,შარშანდელ სეზონზე საორგანიზაციო ჯგუფი გვთავაზობდა არაერთ ონლაინ შეხვედრასა და სხვადასხვა რესურსებს. პროფესიონალურ დონეზე შექმნილი კურსია და ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს და მოსწავლეს ვურჩევდი დასწრებას.
ეკონომიკის ოლიმპიადა არ არის მხოლოდ შეჯიბრი და ცოდნის დამტკიცების ასპარეზი, შოთა ქათამაძის თქმით, ეკონომიკის ოლიმპიადა არის უპირველესად განვითარებისა და მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა:
,,ოლიმპიადის მიზანი კონკურენციის შექმნაა. ხშირად, კონკურენცია უარყოფით კონტექსტში გვესმის, მაგრამ ეკონომისტებმა ვიცით, რომ სწორედ ჯანსაღი შეჯიბრი ქმნის ღირებულ საქონელსა და მომსახურებას. ცოდნაშიც ასეა – როდესაც შენზე ჭკვიანთან გაცვლი აზრებს, შენც მეტი იცი და დარწმუნებული იყავით, მანაც რადგან ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ოლიმპიადა სწორედ ამის საშუალებას იძლევა“.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკის ოლიმპიადისთვის მზადება უკვე დაიწყო: წლევანდელ სეზონზე სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს სრულდება, სკოლის რაუნდის ტესტირება კი 17 მარტს თბილისის სკოლებისთვის ჩატარდება თავისუფალ უნივერსიტეტში, 18 და 19 მარტს კი საქართველოს სხვა სკოლებში.
ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები საქართველოს ბანკთან ერთად არიან Economic Fundamentals Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტი.
გააზიარე
შეიძლება დაგაინტერესოს
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
სივრცე, სადაც იდეები ცოცხლდება: გორის #3 სკოლაში საქართველოს ბანკის 27-ე იდეათეკა გაიხსნა
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
რა ისწავლება STEM სკოლაში და როგორია სწავლების ფორმატი
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
როგორ აქცევს STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
რატომ sCool Card? 5 მთავარი უპირატესობა მოსწავლეებისთვის
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026