3 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა: წარმატებული გუნდის შექმნის გასაღები
9 ნოე. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ შეადგინოთ გამარჯვებული STEM ოლიმპიადის გუნდი. კომაროვის სკოლის ექსპერტები გიზიარებენ რჩევებს მოსწავლეების შერჩევისა და ოლიმპიადის ეტაპების შესახებ.
9 ნოე. 2023
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად მასშტაბურ STEM ოლიმპიადას იწყებს, რომელშიც მოსწავლეები სკოლის სახელით იასპარეზებენ. ამ ბლოგში გაეცნობით გუნდების შექმნის პრინციპს და მიიღებთ რჩევებს კომაროვის სკოლის პროფესიონალებისგან.
ოლიმპიადაში მონაწილეობას 100 სკოლა და, შესაბამისად, 100 გუნდი შეძლებს. თითოეულ გუნდში 6 მონაწილე უნდა იყოს – მეშვიდე კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით.
ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება:
I ეტაპი
საწყის ეტაპზე გუნდებმა კონკურენტებს თეორიულ ცოდნაში უნდა აჯობონ. ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა ჩატარდება, გუნდიდან სამმა მონაწილემ უნდა დაწეროს მათემატიკის , ორმა – ფიზიკის, ერთმა კი – ინფორმატიკის ტესტი.
ასე რომ, თუ გუნდი ჯერ არ შეგიდგენიათ, ეცადეთ, გუნდში ის მოსწავლეები მოხვდნენ, რომლებიც ამ საგნებს საუკეთესოდ ფლობენ. არ დაგავიწყდეთ იმის გათვალისწინება, რომ გუნდში სამი მოსწავლე უნდა შეირჩეს მათემატიკის, ორი – ფიზიკის, ხოლო ერთი ინფორმატიკის ცოდნის მიხედვით, თითოეულმა მოსწავლემ კი თავის საგანში უნდა დაამტკიცოს ცოდნა პირველ თეორიულ ტურში. მოსწავლეები წინასწარ გაეცნობიან თითოეული საგნის ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ მასალას. გუნდს დარეგისტრირებისას აუცილებლად დასჭირდება მენტორი, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში უხელმძღვანელებს, დაეხმარება მეცადინეობაში და გაუზიარებს სავარჯიშო დავალებებს. მენტორი ამავე სკოლის საბუნებისმეტყველო ან ტექნიკური საგნის მასწავლებელი უნდა იყოს (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა, ისტ, ინჟინერია).
პირველი ეტაპის ბოლოს, გუნდის წევრების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ქულა შეჯამდება და გამოვლინდება 10 საუკეთესო გუნდი, რომლებიც გამარჯვებისთვის ბრძოლას მეორე ტურში გააგრძელებენ.
II ეტაპი
შემდეგ ეტაპზეგადასული გუნდები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოცდიან: საუკეთესო ათეული ერთმანეთს ინჟინერიის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრება. გუნდები 8 საათის განმავლობაში კომფორტულ და ყველა საჭირო რესურსით აღჭურვილ ოთახში იმუშავებენ. სამართლიანობასა და ობიექტურობას კი ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.
ერთ სკოლაში ოლიმპიადაზე დარეგისტრირების სურვილი შეიძლება ბევრმა მოსწავლემ გამოთქვას, საუკეთესო ექვსეულის შესარჩევად სკოლამ შესაძლოა სასურველი მეთოდი და ფორმა გამოიყენოს, თუმცა კომაროვის სკოლის გამოცდილი პროფესიონალები ყველას უზიარებენ რამდენიმე რჩევას, რომლებიც კანდიდატების შერჩევაში დაგეხმარებათ:
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქართულ ლიტერატურას განსაკუთრებული ძალა აქვს, საუკუნეების განმავლობაში ის ჩვენი ისტორიის, კულტურის, ხასიათისა და ღირებულებების მატარებელია. კლასიკიდან თანამედროვე ავტორებამდე, ქართველ მწერლებს შეუძლიათ ერთდროულად გაგაცინონ, დაგაფიქრონ, შეგაყვარონ გმირები და სრულიად სხვა თვალით დაგანახონ საკუთარი თავიც და სამყაროც
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
ეძებ წიგნებს ზაფხულის დასვენებისთვის? აღმოაჩინე 9 რეკომენდაცია, კლასიკური ეპოსებიდან დაწყებული, თანამედროვე ბესტსელერებით დამთავრებული. ჩაეშვი თავგადასავლებში.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე ფოთის 80-წლიანი საჭადრაკო ისტორია, ლეგენდარული ნანა ალექსანდრიას კარიერა და როგორ აგრძელებს ახალი თაობა ამ მდიდარ ტრადიციას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026