3 წუთი წასაკითხად
ეკონომიკის ოლიმპიადა: შენი გზა საერთაშორისო წარმატებისკენ
19 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადა გელოდება! აღმოაჩინე, როგორ შეგიძლია გაიღრმავო ფინანსური ცოდნა, მოიგო პრიზები და იმოგზაურო.
19 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
პროფესიული არჩევანის მიუხედავად, ფინანსური განათლება ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რათა გონივრული გადაწყვეტილებების მიღება შევძლოთ ყოველდღიურად. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი არის ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორი, რომელსაც GELi ახორციელებს და მთელი წლის განმავლობაში დატვირთულია სასწავლო და საკონკურსო ელემენტებით.
ეკონომიკის ოლიმპიადა საერთაშორისო ოლიმპიადის ნაწილია, რომელიც საქართველოს ბანკის, Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის და თავისუფალ უნივერსიტეტის პარტნიორობით ტარდება საქართველოში. 2023 წელს საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალი ბრატისლავაში ჩატარდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ მოსწავლეებთან შეჯიბრება კი ბავშვებისთვის კიდევ უფრო აზარტული და საინტერესოა.
ეკონომიკის ოლიმპიადა, რომლის მიზანიც მოსწავლეების წახალისება, მოტივირება და მათი ფინანსური ცნობიერების ამაღლებაა, შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან: სკოლის რაუნდი, ეროვნული რაუნდი, ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი და საერთაშორისო ფინალური რაუნდი.
საორგანიზაციო ჯგუფს თითოეულ სკოლაში ჰყავს კოორდინატორი მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს რეგისტრაციასა და მოსამზადებელ პროცესებში დაეხმარება. ოლიმპიადაში მონაწილეობას შეძლებს ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც არის მე-10, მე-11 ან მე-12 კლასში. არ არის აუცილებელი, მოსწავლე რაიმე ფორმით სწავლობდეს ეკონომიკას ან მასთან დაკავშირებულ მიმართულებებს. ასევე არ აქვს მნიშვნელობა აკადემიურ მოსწრებას. ოლიმპიადაში მონაწილეობა სრულიად უფასოა ყველა ეტაპზე. შესაბამისად, ნებისმიერ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს შეუძლია მოსინჯოს საკუთარი ძალები.
სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს სრულდება. სკოლის რაუნდის ტესტირება კი 17 მარტს თბილისის სკოლებისთვის ჩატარდება თავისუფალ უნივერსიტეტში, 18 და 19 მარტს კი საქართველოს სხვა სკოლებში.
სკოლის რაუნდამდე რეგისტრირებული სკოლების მოსწავლეები, მათ შორის კოორდინატორი მასწავლებლებიც, სურვილის შემთხვევაში ესწრებიან მოსამზადებელ კურსს. კურსი 6 ონლაინლექციისგან შედგება. შესაბამისად, ნებისმიერი მოსწავლე უპრობლემოდ შეძლებს დასწრებას. ლექციების განმავლობაში მოსწავლეები გაეცნობიან საინტერესო და საჭირო მასალას, რომელიც ტესტების დაძლევაში დაეხმარებათ.
სკოლის რაუნდის ტესტირებას მოსწავლეები წერენ კომპიუტერებთან ტესტირების ონლაინ სისტემაში. პროცესს კოორდინატორი მასწავლებელი გაუწევს მონიტორინგს. ტესტირება 40 წუთი გრძელდება და 25 დახურულ შეკითხვას მოიცავს.
სკოლის რაუნდის შედეგების გათვალისწინებით 200 მოსწავლე გადადის ეროვნულ რაუნდში, რომელიც თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ტარდება ივნისში. ეროვნული რაუნდი ტესტირების და ღონისძიებისგან შედგება. ღონისძიების ფარგლებში ორგანიზებულია სესიები, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ატარებენ. ღონისძიებაზე გარდა მონაწილე მოსწავლეების, მოწვეულები არიან კოორდინატორი მასწავლებლებიც.
ეროვნულ რაუნდზე შექმნილი გარემო ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, გაიცნონ უნივერსიტეტის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ეროვნული რაუნდის შედეგების საფუძველზე 10 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში.წელს ბანაკს, გარდა ქართველი მოსწავლეებისა, უკრაინული ეროვნული რაუნდის 10 გამარჯვებული მოსწავლეც შემოუერთდება. 20 მოსწავლეს ერთი კვირის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ჩაუტარდება ტრენინგები. ბანაკის ბოლოს 10 ქართველი მოსწავლიდან ტესტისა და გასაუბრების შედეგად გამოვლინდება 5 მონაწილე, რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე.
საერთაშორისო ფინალური რაუნდი წელს სექტემბერში საბერძნეთში ტარდება და სიმბოლურია, რომ მასპინძელი საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია იქნება. 20-მდე ქვეყნიდან შერჩეულ მონაწილეებს ერთ ოლიმპიურ ქალაქში მოუყრის თავს.
ერთ-ერთი პირველი, რაც წელს INEV-მა დაამატა ტესტირების სისტემაში, არის სერტიფიკატები. ტესტის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება, ჩამოტვირთოს სერტიფიკატი და გამოიყენოს სამომავლო მიზნებისთვის.
ეროვნულ რაუნდზე გადასულ მოსწავლეებს გადაეცემათ დაბეჭდილი სერტიფიკატები, სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან და წიგნი „საღი აზრის ეკონომიკა“.
თავისუფალი უნივერსიტეტი ეროვნული რაუნდის 10 მაღალი შედეგის მქონე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიდან შეარჩევს სამ საპრიზო ადგილს და გადასცემს სწავლის დაფინანსების ვაუჩერებს (2000 ლარიანი, 1500 ლარიანი, 1000 ლარიანი) თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისთვის ბიზნესის ადმინისტრირების, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე.
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორებს გადაეცემათ ოლიმპიადის კოორდინატორის სერტიფიკატი და ცნობა, სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან და წიგნი „საღი აზრის ეკონომიკა“.
ყველა სკოლას, რომლიდანაც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის ყველაზე მაღალი პროცენტი ჩაერთვება ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდის ტესტირებაში, გადაეცემა 2024 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ყველაზე აქტიური სკოლის პრიზი.
ასე რომ, საქართველოს ბანკის სპონსორობით განხორციელებულ ამ საერთაშორისო პროექტში სკოლის მოსწავლეებს ძალიან საინტერესო გამოციდლება და პრიზები ელით. რაც ყველაზე მთავარია, ოლიმპიადის შინაარსი და ფორმატი ნებისმიერ მოსწავლეს აძლევს წარმატების შესაძლებლობას, მთავარია მოტივაცია და ახალი ცოდნის შეძენის სურვილი. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი დაიწყო. შეავსე აპლიკაცია ან წარადგინე შენი საყვარელი მასწავლებელი 25 მაისამდე.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026