3 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა: შენი შანსი მეცნიერებასა და მომავალში!
6 ნოე. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
შენი მომავალი STEM-შია! საქართველოს ბანკი და კომაროვი გიწვევენ მასშტაბურ ოლიმპიადაზე. გამოავლინე ნიჭი, მოიგე პრიზები. რეგისტრაცია 6 ნოემბრიდან!
6 ნოე. 2023
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი მრავალფეროვანი პროექტებით ხელს უწყობს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებულ სწავლებასა და STEM განათლების პოპულარიზაციას. ამ მიზანს ემსახურება STEM სკოლა, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრებ მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, რომ მომავლის პროფესიებს დაეუფლონ. პროექტმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას, და სამომავლოდაც ბევრ სიახლეს გვპირდება.
მათ შორის იმას, რომ ახალგაზრდებში STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) განათლების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ერთობლივად კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს, STEM ოლიმპიადას, იწყებენ.
STEM ოლიმპიადა მიზნად ისახავს იპოვოს და წაახალისოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეები, მისცეს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების მოტივაცია.
ოლიმპიადაში მოსწავლეები იასპარეზებენ სკოლების სახელით, თითოეულ სკოლას წარადგენს 6-წევრიანი გუნდი. პროექტი შეიქმნა უშუალოდ იმ სკოლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ფიზიკა-მათემატიკური სტატუსი. საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ხედვით, საქართველოს ნებისმიერ სკოლაში, განურჩევლად მდებარეობისა თუ სტატუსისა, STEM განათლებასა და მომავლის პროფესიების სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. პროექტში გამოცდილებისა და ინტერესისთვის მონაწილეობას მაინც შეძლებენ სკოლები, რომლებშიც ფიზიკა-მათემატიკა გაძლიერებულად ისწავლება, თუმცა გუნდები კონკურსის გარეთ მიიღებენ მონაწილეობას და არ შეფასდებიან ჟიურის მიერ.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება მაქსიმუმ 100 სკოლას შეუძლია, თუმცა თუ რეგისტრაციის სურვილს უფრო მეტი სკოლა გამოთქვამს, ჩატარდება ონლაინ შესარჩევი ტური და გამოვლინდება საუკეთესო ასეული.
სკოლის გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს VII-XI კლასელი 6 მოსწავლისგან, გუნდს უნდა ჰყავდეს ერთი მენტორი, რომელიც ამავე სკოლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება) ან სხვა (ინფორმატიკა, პროგრამირება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ), ინჟინერია ან მსგავსი) საგნის მასწავლებელი იქნება.
რადგანაც STEM განათლება თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზია, ოლიმპიადაც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად იქნება დაყოფილი. გუნდები პირველ თეორიულ ტურს 19 იანვარს, ხოლო ფინალურ პრაქტიკულ ტურს მაისში გაივლიან. ორივე ტური ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში თბილისში, კომაროვის სკოლაში. თეორიულ ეტაპზე გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტესტი სამ საგანში: ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა. თითოეულ საგანში ცოდნას დაადასტურებს სკოლის გუნდის შესაბამისი წევრი, ტურის ბოლოს კი ექვსივე მონაწილის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლები დაჯამდება და გამოვლინდება 10 საუკეთესო გუნდი, რომლებიც შეჯიბრს მეორე და უფრო რთულ, პრაქტიკულ ეტაპზე განაგრძობენ. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ თითოული საგნისთვის განკუთვნილ საოლიმპიადო მასალებს წინასწარ გაეცნოთ.
მეორე ტურში ფინალისტ გუნდებს მოუწევთ თავი გაართვან ინჟინერიის პრაქტიკულ ამოცანებს. ამისთვის მათ ექნებათ 8 საათი და შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი ოთახი, ლანჩი და სხვა ყველა აუცილებელი პირობა. ობიექტურობისა და სამართლიანობისთვის ყოველ ოთახში იქნება ვიდეოკამერები, ხოლო სამუშაო პროცესს მეთვალყურე დააკვირდება. გამარჯვებულებს ოლიმპიური ჟიური გამოავლენს, რომელიც როგორც კომაროვის სკოლის, ისე მოწვეული პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება.
ოლიმპიადა საინტერესო გამოწვევა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა იქნება სკოლის მასწავლებლებისთვისაც: ერთი თვის განმავლობაში გუნდების ლიდერი მასწავლებლები გაეცნობიან ტესტზე მოსალოდნელი კითხვების მსგავს სავარჯიშოებსდა გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან. მეორე ტურში გადასული საუკეთესო ათეულის მენტორები სამთვიან უფასო გადამზადებას გაივლიან სფეროს სპეციალისტებისგან.
რა თქმა უნდა, არცერთი კონკურსი არ სრულდება პრიზების გარეშე. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი, საპრიზო ადგილზე გასულს გუნდებსა და გამარჯვებულ სკოლას კი საქართველოს ბანკი დაასაჩუქრებს. პრიზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
2023-2024 წლის STEM ოლიმპიადის რეგისტრაცია 6 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ასე რომ, მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს საკმარისი დრო აქვთ აღმოაჩინონ ერთმანეთი და გაერთიანდნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის.
რეგისტრაცია შეგიძლია გაიაროთ აქ.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026