2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა: მონაწილეობის დეტალები და რჩევები
26 ნოე. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
სასკოლო STEM ოლიმპიადა ბრუნდება! გაიგე, როგორ შეკრიბო 5-წევრიანი გუნდი, დარეგისტრირდე 18 მარტამდე და იბრძოლო 10,000 ლარიანი პრიზისთვის. აღმოაჩინე შენი პოტენციალი!
26 ნოე. 2024
2 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა ბრუნდება! წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სკოლა იყო ჩართული, ნიჭიერი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ ახალ გუნდებს აძლევს შესაძლებლობას, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.
რა გჭირდება იმისთვის, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე? გუნდურობა, კრეატიული აზროვნება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი… ამ ყველაფერს სასკოლო ოლიმპიადაზე ისწავლი. ახლა კი, როცა STEM ოლიმპიადამ უკვე სტარტი აიღო, დროა, მასზე მეტი გავიგოთ.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი სკოლის (გარდა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისა) VII-XI კლასის მოსწავლეებს. სკოლებმა უნდა დააკომპლექტონ 5-წევრიანი გუნდი, რომელიც ჯერ ინდივიდუალურად იასპარეზებს ოლიმპიადის პირველ, თეორიულ ტურში, მოგვიანებით კი, პრაქტიკულ დავალებებს თანაგუნდელებთან ერთად გაართმევს თავს.
პირველ ტურში მონაწილეობის პრინციპი შემდეგია: 5 წევრიდან სამმა უნდა დაწეროს მათემატიკის ტესტი, ორმა — ფიზიკის.
ამასთან, აუცილებელია, გუნდს ჰყავდეს მენტორი, რომელიც ამავე სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს. მენტორი გუნდს ოლიმპიადისთვის მოამზადებს კომაროვის სკოლის მიერ საგანგებოდ შედგენილი პროგრამითა და სავარჯიშოებით.
ოლიმპიადაში ჩასართავად, საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება. რეგისტრაცია გრძელდება 18 მარტის ჩათვლით.
ერთი შეხედვით, დაკომპლექტების პრინციპი რთული არ უნდა იყოს: 3 მოსწავლე, რომელიც მათემატიკაშია გამორჩეულად წარმატებული და 2 მოსწავლე, რომელიც პირველ ტურში ფიზიკის ნაწილში დაეხმარება გუნდს. თუმცა, კომაროვის სკოლის პროფესიონალები მენტორებს ურჩევენ, გუნდის წევრების შერჩევისას უფრო შორი გათვლები ჰქონდეთ — განსაკუთრებით, მეორე, პრაქტიკულ ტურზე. ამდენად, თუკი სკოლაში შიდაშესარჩევი ეტაპი ჩატარდება, სასურველია, მოსწავლეები კომპლექსური ტესტითა და მეტწილად ღია დავალებებით შეფასდნენ, რათა საკუთარი უნარები უკეთ გამოავლინონ.
რადგან მეორე ტურში მოსწავლეებს პრაქტიკული, საინჟინრო დავალებისთვის მოუწევთ თავის გართმევა, კონკურენტული უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს იმ მონაწილეს, რომელმაც მიკროკონტროლერი Arduino-ს გამოყენება იცის. თუმცა, სპეციალისტები მენტორებს ასევე ურჩევენ, მხოლოდ ეს პირობა არ გამოიყენონ შერჩევის ეტაპზე, რადგან მოგვიანებით, მეორე ტურამდე, გუნდები მაინც გაივლიან უფასო გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ, მანამდე კი საკმაოდ დაძაბული შეჯიბრი ელოდებათ თეორიულ ტურში.
ამასთან, გუნდის დაკომპლექტებისას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არა მონაწილის ასაკი, არამედ შიდაშესარჩევ ტურში ნაჩვენები შედეგი უნდა იყოს.
ოლიმპიადის პირველ ტურში ნაჩვენები შედეგებით (ხუთივე მონაწილის მიერ მიღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლების ჯამით), გამოვლინდება 10 სკოლა, რომელიც მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს. როგორც უკვე ვახსენეთ, მეორე ტურამდე ისინი გაივლიან ერთგვარ მოსამზადებელ კურსს საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები უხელმძღვანელებენ.
მეორე ტურში კი, საუკეთესო გუნდები ერთმანეთს საინჟინრო პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და STEM პროექტების შექმნაზე იმუშავებენ. სივრცე მათთვის მაქსიმალურად კომფორტული და ყველა საჭიროებით უზრუნველყოფილი იქნება. ამავდროულად, პროცესს, თანაბარი პირობების შესაქმნელად, ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი გაუწევს ხელმძღვანელობასა და მეთვალყურეობას.
გამარჯვებულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკი ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარს გადასცემს, ასე რომ დარეგისტრირდი ოლიმპიადაზე და გამოსცადე შენი ცოდნა!
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026