3 წუთი წასაკითხად
შესაძლებლობები ყველასთვის, ვინც არ ჩერდება - პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვქმნით
5 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი ათეულობით პროექტით გთავაზობთ განვითარების გზებს განათლებაში, დასაქმებასა და ბიზნესში. გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამებში.
5 თებ. 2024
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის შექმნიდან დღემდე კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და მის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებია. სხვადასხვა თაობის, ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე ადამიანებს წლების განმავლობაში ჩვენ ერთად შევუქმენით მეტი შესაძლებლობა განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მიმართულებით განვითარებისთვის:
ასე მოვიცავით მთელი საქართველო და, რასაკვირველია, არ ვჩერდებით — კვლავაც განვაგრძობთ იმ საქმის კეთებას, რომელიც ასე გვეამაყება. საქართველოს ბანკის ყველა თანამშრომელი კი ამ საამაყო საქმის მონაწილეა, ასე რომ, ყოველი თქვენგანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას.
სულ ახლახან ამუშავდა ვებსაიტი CSR.BOG.GE, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილ და მხარდაჭერილ ყველა მოქმედ პროექტს აერთიანებს და ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მათგან თავისთვის საინტერესო შეარჩიოს. ამ პროექტების ნაწილს ქვემოთაც მოვუყარეთ თავი, რომ კონკრეტულად იცოდეთ, როგორ საქმეს ვაკეთებთ ერთად.

ჩვენთვის ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა, ისევე, როგორც მეცნიერების პოპულარიზება, მნიშვნელოვანი საზრუნავია. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ბანკი რამდენიმე პროექტს ახორციელებს: იქნება ეს კომაროვის სკოლასთან ერთად შექმნილი STEM სკოლა და STEM ოლიმპიადა, რომლებიც მოსწავლეებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცოდნის გაღრმავებას სთავაზობს;არანაკლებ საინტერესოა მათემატიკის ოლიმპიადა ევერესტი; პროექტი Code IT კოდირების შესასწავლად თუ 48-საათიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge.

ცხადია, ბანკისთვის პრიორიტეტულია ფინანსური განათლების ხელშეწყობაც და საჭირო ცოდნის მიწოდება საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ: ფინანსური განათლება სკოლებში და King’s-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა მოსწავლეებს ეკონომიკისა და ფინანსების შესახებ საბაზისო ცოდნას აწვდის. ამასთანავე, უფროსკლასელებისთვის იმართება ეკონომიკის ოლიმპიადაც, რომლის გამარჯვებულებიც საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრებიან.

იდეათეკა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტია. ის 2019 წლიდან ხორციელდება და დღეს უკვე 20 სკოლას მოიცავს ქვეყნის 8 რეგიონში. მაღალმთიან და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში გახსნილი იდეათეკის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე 9000-მდე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა სწავლისთვის საჭირო სერვისებზე (ტექნოლოგიები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა), შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები და აღმოაჩინონ ახალი ინტერესები.

განათლების მიმართულებით საქართველოს ბანკი კიდევ რამდენიმე მსხვილი კონკურსის მხარდამჭერია, მათ შორისაა საჯარო მეტყველებისა და ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსები. პირველი მათგანი ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციასა და კრიტიკული, ლოგიკური აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად, მეორე კი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მენეჯერული პოზიცია მოირგონ და საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ. სტუდენტების კიდევ ერთი ყველაზე საყვარელი პროექტის – წიგნების თაროს სტუდენტური სეზონის მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკის Student Card-ია.

სხვა საგანმანათლებლო პროექტებთან ერთად, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ადგილობრივი სტიპენდიებიც. საქართველოს ბანკი ორ ასეთ პროექტს ახორციელებს:

ადგილობრივი სასტიპენდიო პროგრამების გარდა, საქართველოს ბანკი ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს ახალგაზრდებს, რომლებიც კრეატიულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას აპირებენ ან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება უცხოეთში სურთ.
განათლებასთან ერთად, ახალგაზრდებისთვის დასაქმება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს ლიდერატორი, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ქვეყნის წამყვან ფინანსურ კორპორაციაში დასაქმებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, აპლიკანტებს ეძლევათ შესაძლებლობა, 20-ზე მეტ სხვადასხვა მიმართულების პროგრამებზე როტაციული პრინციპით იმუშაონ, მენტორის დახმარებით შეიძინონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, წარმატებით დასრულების შემდეგ კი, კარიერაც განაგრძონ ჩვენთან.

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის თაოსნობით წლებია, არაერთი პროექტი ხორციელდება:
და ეს კიდევ არ არის სრული და ამომწურავი ჩამონათვალი იმ სხვადასხვაგვარი და მრავალფეროვანი პროექტებისა თუ ღონისძიებებისა, რომლებსაც წლის განმავლობაში შეუჩერებლად ვახორციელებთ. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ CSR.BOG.GE-ს.
2 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
ოცნებობ აშშ-ში სწავლაზე? ნახე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკისა და Fulbright-ის სტიპენდია. მიიღე 5 პრაქტიკული რჩევა და გახდი წარმატებული აპლიკანტი.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
3 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026