2 წუთი წასაკითხად
როგორ ცვლის იდეათეკა მუხრანში 900 მოსწავლის მომავალს?
20 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინეთ, როგორ ქმნის საქართველოს ბანკის მე-17 იდეათეკა მუხრანში 900 მოსწავლისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო და თვითგანვითარების სივრცეს. გაიგეთ მეტი პროექტის მნიშვნელობაზე.
20 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ნიკო ბურის სახელობის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში რიგით მე-17 იდეათეკა გახსნა. ახალი იდეათეკა 900 ბავშვისთვის შექმნის აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობებს.
იდეათეკა არის თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე სტანდარტული ბიბლიოთეკა: ეს არ არის მხოლოდ ოთახი წიგნებიანი თაროებით, არამედ იდეათეკაში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან ლიტერატურასთან ერთად გამოიყენონ თანამედროვე ტექნიკა, იმეცადინონ, იფიქრონ ახალ იდეებზე, გაცვალონ აზრები თანაკლასელებთან. იდეათეკები უმეტესად იხსნება მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ასეთი სივრცეების არსებობა განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია.
საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. დღეს იდეათეკები საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ უკვე 7000 მოსწავლეს აქვს განათლებისა და თვითგანვითარების მეტი შესაძლებლობა. [AK1]
„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლებაა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლებისა და STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესის როგორც ჩამოყალიბებას, ასევე გაღრმავებას“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაა. განსაკუთრებული ყურადღება მომავლის პროფესიების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას ეთმობა. ეს სფეროები წარმოადგენს დღეს საერთაშორისო განათლების ცენტრს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება იდეათეკების პროექტი სკოლებში.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლადი მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. ამიტომ, მიზნად დავისახეთ სწორედ ასეთ სოფლებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა საკუთარი პოტენციალის არა მხოლოდ გამოვლენის, არამედ მისი მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკეთეს მომავალს განათლება ქმნის. ამიტომ, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით საქართველოს ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. წარმატებულ პროექტებს შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, STEM სკოლა, რომელშიც საბაზო საფეხურის მოსწავლეები მომავლის პროფესიებს ეცნობიან, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა. მიუხედავად ბევრი წარმატებული პროექტისა, საქართველოს ბანკი არ აპირებს გაჩერებას და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026