2 წუთი წასაკითხად
ივანე კვიტაშვილი: STEM სკოლა მოსწავლეებს მომავლისთვის ამზადებს
27 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ შეცვლის STEM განათლება შენს მომავალს. საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ონლაინ პროექტი გთავაზობს უფასო სწავლასა და ტექნიკას ინოვაციების შესაქმნელად.
27 ოქტ. 2023
2 წუთი წასაკითხად
თანამედროვე სამყარო ყოველდღიურად იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ტექნოლოგიების, რობოტების, ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი გახდა. ნებისმიერი პროგრესის საწყისი და ბირთვი განათლებაა, ამიტომ მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა STEM განათლებას.
STEM აბრევიატურაა და აერთიანებს 4 სიტყვას – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა – ის სფეროები, რომლებიც დღეს ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს.
სწორედ STEM განათლების პოპულარიზაციისთვის საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნა მომავლის პროექტი – STEM სკოლა.
STEM სკოლა მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი 1-წლიანი სასწავლო კურსია. სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს, შესაბამისად, ხელმისაწვდომია ყველა ცნობისმოყვარე მოსწავლისთვის, ვისაც აქვს სურვილი არა მხოლოდ გამოიყენოს, არამედ თავად შექმნას ინოვაციები.
ყოველწლიურად 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს საქართველოს ბანკი სრულად უფინანსებს სწავლას და გადასცემს კურსისთვის საჭირო მოწყობილობებსა და ტექნიკას, 30-ს კი საფასურის ნახევარი უფინანსდება.
ცოტა ხნის წინ გამოცხადდა პროექტის მეორე მოდული, რომლის წარმატებასაც კომაროვის სკოლის დირექტორი, ივანე კვიტაშვილი აფასებს და აღნიშნავს, რომ სასწავლო კურსის გავლის სურვილი მთლიანობაში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა.
ეს იძლევა იმედს, რომ მომავლის საქართველო და თაობა ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხს აუწყობს
– ივანე კვიტაშვილი
სასწავლო კურსს უძღვებიან გამოცდილი მოწვეული სპეციალისტები. როგორც ივანე კვიტაშვილი გვეუბნება, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და დახვეწას დიდი დრო ეთმობა.
სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს სპეციალურ პლატფორმებზე და შედგება ორი მოდულისგან. კურიკულუმი სუპერსპეციალისტების მიერაა შედგენილი დასავლური გამოცდილებისა და პრინციპების მიხედვით, პროფესიონალების მიერ შემუშავებულია მეთოდები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მოსწავლეებისგან მაქსიმალური ინტერაქციის მისაღებად. STEM სწავლების მთავარი პრინციპი სწორედ ინტერაქციაა, მასწავლებლები მზად არიან, უპასუხონ ნებისმიერ კითხვას, სწორედ კითხვების დასმით იქცევა ცნობისმოყვარეობა მეცნიერებად
მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნის კვლავწარმოება და ახალი ცოდნის შექმნა უწყვეტად მიმდინარეობს, ანალოგიურად არც STEM სკოლა წყვეტს განვითარებას. კომაროვის სკოლის დირექტორის თქმით, მუდმივად იმართება შეხვედრები პროექტის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.
უნიკალურია სწავლების შინაარსი და მეთოდები: ორმოდულიანი კურსი აერთიანებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და რეალიზებას მოსწავლეები გამოცდილებით ახერხებენ.
მოსწავლეები იღებენ საბაზისო ცოდნას მიკროკონტროლერების შესახებ, რომლებითაც შესაძლებელია სმარტ მოწყობილობების შექმნა, მაგალითად, მოსწავლეს დამოუკიდებლად შეეძლება გაზომოს ტენიანობა, წნევა, ქარის სიჩქარე, მიიღოს ინფორმაცია ულტრაბგერითი სენსორებით და მართოს პროცესები, შეისწავლიან და გამოიყენებენ პლატფორმას Tinkercad
STEM სკოლა მომავლის პროექტია. ბატონი ივანეს თქმით, მოლოდინი ძალიან დიდია. მოსწავლეებს ექმნებათ კარგი საფუძველი, საბაზისო ცოდნა, რომელიც შეუძლიათ სწავლის შემდეგ საფეხურებზე განავითარონ. ციფრული და ელექტრო ინჟინერიის, რობოტიკის მიმართულებით სპეციალისტები გლობალურ შრომით ბაზარზე მოთხოვნადია, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიას და აფინანსებს პერსპექტიულ სტუდენტებს.
მაქვს იმედი, რომ STEM სკოლის მოსწავლეები ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, შეძენილ უნარებსა და რესურსებს კი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართავენ
ივანე კვიტაშვილმა აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია კურსის ხელმისაწვდომობა.
ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა ბარიერების შემცირებაა. STEM განათლებასაც არ უნდა ჰქონდეს ბარიერები, საცხოვრებელი ადგილის თუ ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც მოსწონს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, აინტერესებს, როგორ ვაქციოთ ფანტაზიის ნაყოფი ხელშესახებ საგნად.
საქართველოს ბანკის სტიპენდიატ მოსწავლეებს უფინანსდებათ არა მხოლოდ სრული კურსის საფასური, არამედ გადაეცემათ შესაბამისი ტექნიკა, რათა დაბრკოლებების გარეშე შეძლონ გაკვეთილებზე დისტანციურად დასწრება.
STEM სკოლაში სწავლობ, რომ ციფრულ სამყაროში არაფერია ჯადოსნური და შენი ნებისმიერი იდეა შეიძლება გახდეს ახალი აღმოჩენა.
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
გაიცანით 20 წლის ფოთელი FIDE-ს ოსტატი, აკაკი ყალიჩავა. აღმოაჩინეთ მისი წარმატების ფორმულა და გაიგეთ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ნიჭიერ მოსწავლეებს
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
გსურს საზღვარგარეთ სწავლა დაფინანსებით? UWC სტიპენდია შენი შანსია. გაიგე, როგორ მოხვდე მსოფლიოს 18 სკოლიდან ერთ-ერთში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
გაიგე, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის ლეგენდარულ საჭადრაკო კლუბს. აღმოაჩინე, რა შესაძლებლობები, სტიპენდიები და ტურნირები ელით ახალგაზრდა მოჭადრაკეებს.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026