3 წუთი წასაკითხად
STEM სკოლის „საკლასო ოთახი“ - როგორ ეუფლებიან მომავლის პროფესიებს მოსწავლეები
30 იან. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ გეხმარებათ STEM სკოლა მომავლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში. ონლაინ გაკვეთილები, პრაქტიკული პროექტები და ინოვაციური სწავლება გელოდებათ.
30 იან. 2024
3 წუთი წასაკითხად
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და STEM განათლების პოპულარიზაციისთვის საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით მხარს უჭერს STEM სკოლას. ამ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
STEM სკოლის გაკვეთილები დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს ქვეყნის ყველა რეგიონიდან აძლევს შესაძლებლობას, რომ საბაზისო ცოდნა მიიღონ ბიოლოგიის, ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიის სფეროში. გაკვეთილებს კომაროვის გამოცდილი პროფესიონალები ატარებენ და მოზარდებს ეხმარებიან, ერთი მხრივ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გაეცნონ, ამავდროულად კი მომავლის პროფესიების დასაუფლებლად მყარი საფუძველი შეიქმნან.
თუ მაინც როგორია STEM სკოლის საგაკვეთილო პროცესი, ამასთან დაკავშირებით დეტალურად გვესაუბრა კომაროვის სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, ლევან ჩაგელაშვილი:
ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში, რომელშიც მუდმივად ვიყენებთ IOT მოწყობილობებს. ამასთანავე ხდება პროცესების ავტომატიზაცია, ვითარდება ხელოვნური ინტელექტი. აუცილებელია, ვისწავლოთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, ეს უკვე ჩვენი რეალობის განუყრელი ნაწილია.
ახალგაზრდები კარგად უნდა ფლობდნენ ტექნოლოგიებს, ფეხი უნდა აუწყონ მსოფლიოს განვითარების ტემპს. ჩვენი მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, სწორედ ამას ემსახურება STEM განათლება.
მომავლის პროფესიებს ვეძახით პროფესიებს, რომლებიც არამხოლოდ დღეს, არამედ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი იქნება. ასეთებია ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და სხვა.
ბაზრის ანალიზი და ტექნოლოგიური პროგრესი ადასტურებს, რომ მომავლის სამყაროში უფრო და უფრო გახდებიან საჭირო ასეთი ადამიანები. ყველა ჩამოთვლილი პროფესია პირდაპირ უკავშირდება STEM განათლებას. STEM არის ყველა ამ პროფესიის საფუძველი.
STEM არ არის ერთი კონკრეტული საგანი, ეს აბრევიატურა აერთიანებს ტექნიკურ საგნებს (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია), ინჟინერიასა და ტექნოლოგიებს. STEM სკოლაში ვასწავლით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან კონკრეტულ მასალას: ელექტრული ინჟინერიის საბაზისო მასალებს, პროგრამირების საფუძვლებს, აგრეთვე მათემატიკასა და ფიზიკას, კონკრეტული მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ამასთან ერთად მოსწავლეები აკეთებენ პროექტებს და ნასწავლ თეორიულ ცოდნას იყენებენ პრაქტიკაში. ყველა გაკვეთილს ახლავს ლაბორატორიული სამუშაოები, გაკვეთილზევე მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეები ახალ მასალას პრაქტიკულად იყენებენ.
სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, რაც ნებისმიერ მოსწავლეს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, საშუალებას აძლევს, დაესწროს საგაკვეთილო პროცესს. პირველ მოდულში მოსწავლეები მუშაობენ Tinkcad-ის პლატფორმაზე, სადაც მათ აქვთ საშუალება დააპროგრამონ Arduino მიკროკონტროლერი და ააწყონ ელექტრული წრედები, ნახონ, როგორ მუშაობს სიმულაცია.
ხოლო მეორე მოდულში უშუალოდ რეალური ელექტრული კომპონენტებით აწყობენ პროექტებს, სწავლობენ გავლილ და ახალ თეორიულ მასალას. ნასწავლს კი საგაკვეთილო პროცესშივე იყენებენ პრაქტიკულად.
პირველ რიგში, უკეთ გაეცნობიან და დაეუფლებიან ტექნოლოგიებს, შეისწავლიან ინჟინერიისა და პროგრამირების საფუძვლებს, ისწავლიან პრაქტიკული ამოცანების გადაჭრას და შეძლებენ საკუთარი ხელით თანამედროვე პროდუქტების შექმნას, რაც მათ მიცემს საშუალებას მომავალში კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ნებისმიერი მომავლის პროფესიისთვის STEM სკოლაში კარგ საბაზისო ცოდნას შეიძენენ.
საკმაოდ ბევრი მოსწავლე დაინტერესდა STEM მიმართულებით, სიმართლეს გეტყვით, არ ველოდი ამდენი მოსწავლის ასეთ აქტიურ ჩართულობას პროექტში. კარგად მიყვებიან პროგრამას, ბევრს შრომობენ და სწრაფად ითვისებენ მასალას. სექტემბერში მიღებული ბავშვებისთვის მეორე მოდული მალე დასრულდება. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ ამ მოსწავლეების უმეტესობამ მოსალოდნელზე უკეთ გაართვა თავი პროგრამას.
STEM სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდება და როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები პროექტს წარმატებულად აფასებენ, რაც იმის საწინდარია, რომ მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გავიგებთ მათგან.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
კახეთის რეგიონი 47 ტონა ელექტრონარჩენისგან გათავისუფლდა. გაიგე, როგორ ჩაიარა „ვეისთლესის“ ეკო-ფესტივალმა და რა წვლილი შეიტანეს სკოლებმა.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
2 წუთი წასაკითხად
19 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
1 ივნ. 2026