2 წუთი წასაკითხად
ტექსტის დრამატურგია: აღმოაჩინე შემოქმედებითი წერა „ტყეში“
24 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
როგორ დაგეხმარება ტექსტის დრამატურგია შენი იდეების რეალიზებაში? გაიგე „პარალელური კლასის“ უფასო კურსზე ფესტივალ „ტყეში“, სპეციალურად მოზარდებისთვის!
24 ივლ. 2023
2 წუთი წასაკითხად
15 ივლისს დაიწყო წვეულებების სერია „ტყეში“, რომელიც 29 ივლისამდე გაგრძელდება. თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ბუნებაში გატანა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია – ესაა ის საერთო მიზანი, რომელიც მრავალაქტივობიან ფესტივალს აერთიანებს.
კოჯრის ტყის ფიჭვნარის ტერიტორია სრულადაა ათვისებული – ფესტივალის სივრცე ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზით შექმნილ პერფორმანსებსა და ინსტალაციებს, ასევე საგანმანათლებლო შეხვედრებსა და აქტივობებს უყრის ერთად თავს.
საგანმანათლებლო აქტივობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზაცია „პარალელურ კლასს“ – 4-დღიან უფასო შემოქმედებით კურსს.
„პარალელური კლასი დაახლოებით 5 წელია, არსებობს. ესაა ორგანიზაცია, რომელიც უფროსკლასელებისთვის ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებს; ერთგვარი კოლექტივია, რომელშიც ხელოვანები ერთიანდებიან და დროდადრო სხვადასხვა პროექტში ერთვებიან.
– განმარტავს „პარალელური კლასის“ ერთ-ერთი წევრი და „ტყეში“ გასამართი შემოქმედებითი კურსის მონაწილე, ზურა ცოფურაშვილი. მასთან ერთად „პარალელური კლასის“ კურსზე შეხვედრებს ჩაატარებენ სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროდან მოწვეული ხელოვანები: თემო რეხვიაშვილი, გიორგი გელაძე, ლიკა ლეკიშვილი, ალექსი სოსელია, საბა ფეიქრიშვილი, ჯუბა ფეიქრიშვილი, ნათია ჩიკვაიძე. თუ რა აერთიანებთ მათ შეხვედრებს და რა არის მთლიანი კურსისთვის ერთიანი, კვლავ ზურა ცოფურაშვილი აზუსტებს:
„ცხრილს ვადგენთ ხოლმე იმის მიხედვით, თუ სადაც ვაკეთებთ, ანუ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადგილს, სივრცეს და გარემოს. ზოგადი პერსპექტივა ისაა, რომ შემოქმედი ადამიანები თავიანთ ცოდნას უზიარებენ მოზარდებს; ჩვენ ახალგაზრდა ადამიანებს ვასწავლით სივრცის ორგანიზებას, სახელმძღვანელოც კი გვაქვს ამისთვის, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა და თავია დრამატურგია.
რადგანაც ახლა ზაფხულია და ბავშვები ისვენებენ, ჩავთვალეთ, რომ ფიზიკურ აქტივობას, ფიქრისა და წერის ვორქშოპების სერია აჯობებდა, ამიტომაც შევარჩიეთ ასეთი თემა – ტექსტის დრამატურგია. მოვიწვიეთ ადამიანები, რომლებიც წერის პროცესთან არიან დაკავშირებულები: ვიღაც პიესას წერს და თავის გამოცდილებას მოგვიყვება, სხვა მუსიკას წერს და გვეტყვის, როგორ ჩავწეროთ რიტმები და ასე შემდეგ. ამოსავალია ამ გამოცდილებების გაზიარება მოზარდებთან. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ კურსის მსმენელებმა და მონაწილეებმა დრამატურგიის არსი გაითავისონ და გაიაზრონ“.
„ტყეში“ თავისი დრამატურგიით მართლაც მრავალფეროვან პროგრამას მოიცავს: გარდა საგანმანათლებლო აქტივობებისა და შეხვედრებისა, საღამოობით სრულიად თანამედროვე და ჟანრულად მრავალფეროვანი მუსიკა გაიჟღერებს კოჯრის ფიჭვნარში. „პარალელური კლასის“ მიერ შერჩეული თემა და სასაუბრო საგანი ორგანული და სწორი ბმაა მთლიან ფესტივალთან:
„მუსიკაშიც ხომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი – რაღაც იწყება და მთავრდება. დრამატურგიაც სწორედ ეგაა“.
წელს ფესტივალის საგანმანათლებლო სივრცის სპონსორი საქართველოს ბანკის Student & sCool Card-ია – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული სასწავლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სწორედ ისინი იქნებიან ამ სივრცის ძირითადი აუდიტორია, რაც „პარალელური კლასის“ აქამდელ გამოცდილებას აბსოლუტურად ემთხვევა:
„ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, დამამთავრებელ კლასებში მყოფ ადამიანებთან; თავიდანვე ასე დავიწყეთ და ბოლომდე ასე გაგრძელდა, ასეთი კომუნიკაცია და ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ეს ის გადამწყვეტი პერიოდი და ასაკია, როცა სტუდენტობაც უნდათ და ბევრი გაურკვევლობაც არსებობს. კურსები მათ ეხმარებათ, მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, გაიცნონ ადამიანები უნივერსიტეტებიდან და საბოლოოდ კონკრეტულ შეხედულებამდე თუ არჩევანამდე მივიდნენ“.
„ტყეში“ სასწავლო მონაკვეთი იმ სივრცის შექმნის მცდელობაა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ განსხვავებულ პროექტებზე, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და აქციონ საკუთარი იდეები რეალობად. რაც ყველაზე მთავარია, ჩამოყალიბდნენ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გადაწყვეტილებაზე.
შემოქმედებითი კურსი 20 ივლისს დაიწყება და 4 დღე გაგრძელდება; თავად წვეულებების სერია კი 15 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ამ და კიდევ სხვა მრავალ შემოქმედებით თუ საგანმანათლებლო აქტივობას გვპირდება.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026