2 წუთი წასაკითხად
„წარმატება არდანებებას მოითხოვს“ - საქართველოს 11-გზის ჩემპიონი, დიანა ლომაია
1 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიცანი დიანა ლომაია, 11-გზის ჩემპიონი. აღმოაჩინე მისი ისტორია, ბრძოლა ტიტულისთვის და როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბს.
1 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
ფოთში ჭადრაკი ქალაქის ინტელექტუალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მდიდარი ტრადიციის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოს 11-გზის ჩემპიონი, 21 წლის დიანა ლომაიაა. დიანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია, სწავლის პარალელურად უცხოელ მოსწავლეებს ჭადრაკს დისტანციურად ასწავლის და ცდილობს, ცოდნა და ენთუზიაზმი სხვებსაც გაუზიაროს.
დიანამ პირველი ჩემპიონობა მაქსიმალური ქულით თეიმურაზ ლომაიას სახელობის ტურნირზე მოიპოვა. მოგვიანებით 8 წლამდელთა ევროპის თასის ორგზის გამარჯვებულიც გახდა, თუმცა, მისი სათამაშო ხასიათი ყველაზე კარგად ერთმა კონკრეტულმა ტურნირმა გამოაჩინა:
ბევრი წარმატების მიუხედავად, ყველაზე მეტად 10 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მახსოვს. ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი, ამ მომენტმა მასწავლა სიჯიუტე და არდანებება. მოგვიანებით ზუსტად ეს თვისებები დამეხმარა, 12 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დამეკავებინა და საქართველოს ნაკრებშიც მეასპარეზა.
დიანას თვალთახედვით, ჭადრაკის დაფა არც სქესს ცნობს და არც წინასწარ განწყობებს, ნებისმიერ კატეგორიაში კონკურენცია თანაბრად მაღალია და არცერთი გამარჯვება მარტივად არ მოდის:
არ აქვს მნიშვნელობა, ქალების კატეგორიაში თამაშობ, თუ კაცების, წარმატება ორივე შემთხვევაში საკუთარ ემოციებზე მუშაობას, დისციპლინას, საათობით შრომასა და რაც მთავარია, მარცხის შემდეგ არდანებებას მოითხოვს.
თითოეული პარტია ნამდვილ ორთაბრძოლას ჰგავს, თუმცა ეს დაძაბულობა მხოლოდ თამაშში რჩება:
ხშირად ყოფილა მომენტები, როცა დაფასთან მტრებივით ვპაექრობდით, თუმცა თამაშის მიღმა კარგ მეგობრებად ვრჩებოდით, ეს ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარეა.
ქალაქი, რომელმაც მსოფლიოს ლეგენდარული მოჭადრაკე და დიდოსტატი, ნანა ალექსანდრია აჩუქა, დიანასთვის შთაგონების წყაროა:
ასეთი საჭადრაკო ისტორიის მქონე ქალაქის წარმოდგენა უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია. მინდა, ჩემი შრომითა და შედეგებით ღირსეულად გავაგრძელო ის ტრადიცია, რომელიც ფოთში თაობებს აერთიანებს.
დიანას წარმატებაში ფოთის საჭადრაკო კლუბმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გარდა სწავლისა, კლუბი მას საერთაშორისო ტურნირებზე ფინანსურადაც ედგა მხარში, მწვრთნელები, დავით კოდუა და გოჩა ჩაჩუა კი ინდივიდუალური სათამაშო სტილის ჩამოყალიბებასა და სუსტი მხარეების გაძლიერებაში დაეხმარნენ. ახლა დიანას მთავარი მიზანი ქალთა საერთაშორისო ოსტატის (WIM) ტიტულის მოპოვებაა.
იმისთვის, რომ ფოთის საჭადრაკო ისტორია გაგრძელდეს და ახალგაზრდებმა დიანას, მსგავსად, დიდი მიზნების მიღწევა შეძლონ, საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის კლუბის მთავარი პარტნიორი გახდა.
პარტნიორობის ფარგლებში 10 ნიჭიერი მოსწავლის სწავლა ბანკის სტიპენდიით სრულად დაფინანსდება. ასევე, გაძლიერდება შიდა საკლუბო ტურნირები და მხარდაჭერა ექნება საერთაშორისო ტურნირს “ნანა ალექსანდრიას თასი”. ეს ინიციატივა ახალგაზრდებს მისცემს შანსს, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და განვითარდნენ.
გაეცანი განათლების კიდევ რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი მოსწავლეებს: ganatleba.bog.ge
2 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026
გაიგე, როგორ დაეხმარო შენს შვილს მომავლის პროფესიის არჩევაში. აღმოაჩინე TUMO ქუთაისში - უფასო პროგრამა 12-18 წლის მოზარდებისთვის 11 მიმართულებით.
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026
აღმოაჩინე 2026 წლის სტიპენდიები, სწავლის დაფინანსება და პროექტები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. გაიგე, როგორ მოიპოვო დაფინანსება.
2 წუთი წასაკითხად
5 აგვ. 2026
ქართულ ლიტერატურას განსაკუთრებული ძალა აქვს, საუკუნეების განმავლობაში ის ჩვენი ისტორიის, კულტურის, ხასიათისა და ღირებულებების მატარებელია. კლასიკიდან თანამედროვე ავტორებამდე, ქართველ მწერლებს შეუძლიათ ერთდროულად გაგაცინონ, დაგაფიქრონ, შეგაყვარონ გმირები და სრულიად სხვა თვალით დაგანახონ საკუთარი თავიც და სამყაროც
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
ეძებ წიგნებს ზაფხულის დასვენებისთვის? აღმოაჩინე 9 რეკომენდაცია, კლასიკური ეპოსებიდან დაწყებული, თანამედროვე ბესტსელერებით დამთავრებული. ჩაეშვი თავგადასავლებში.
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026