2 წუთი წასაკითხად
ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს
29 აპრ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ მიიღოთ მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში 2024 და გახდეთ წლის საუკეთესო. დეტალები რეგისტრაციისა და კონკურსის ეტაპების შესახებ.
29 აპრ. 2025
2 წუთი წასაკითხად
სწავლისა და შემეცნების სამყაროში მოსწავლეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში მასწავლებელი ეხმარება. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ახალგაზრდების დამოკიდებულებას ცოდნის მიღებისადმი და ხელს უწყობენ მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას.
მასწავლებლების დაფასებისა და აღნიშნული პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით კი მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, გლობალური ინიციატივის “Global Teacher Prize”- ის ფარგლებში, მასწავლებლების კონკურსს ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
ინიციატივა იმ პროფესიონალების გამოვლენას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ განათლების სფეროში და ახალ სტანდარტებს ქმნიან.
„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ მომცა ბევრად მეტი, ვიდრე აღიარებაა. მან მომცა ძალა და მოტივაცია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩემს სკოლას, იმ მოსწავლეებს, რომლებთანაც ვმუშაობ და მასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, რომ შექმნან უკეთესი მომავალი. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის გზა, რომელიც ათასობით მოსწავლის მომავალს ეხება. ჯილდომ მაგრძნობინა, რომ ჩემს შრომას აფასებენ, ხედავენ და შესაძლებელია, რომ შენი პატარა საქმე აქციო დიდ ისტორიად. ამიტომ, ვურჩევ ყველა მასწავლებელს, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში“, – აღნიშნავს ნათია უჩავა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს შეუძლია, ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია ონლაინ.
ამასთან, ჯილდოს ფარგლებში, სასურველი ნომინანტების წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
როგორც რეგისტრაციის გავლა, ასევე კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია პლატფორმაზე: https://application.tprize.ge/
მასწავლებლების ჯილდოზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 მაისს დასრულდება.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:
კონკურსანტთა შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
ისინი მასწავლებლებს შემდეგი პროფესიული სტანდარტებით შეაფასებენ:
თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ მასწავლებლების ჯილდოს კონკურსში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
გაიცანით 20 წლის ფოთელი FIDE-ს ოსტატი, აკაკი ყალიჩავა. აღმოაჩინეთ მისი წარმატების ფორმულა და გაიგეთ, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ნიჭიერ მოსწავლეებს
3 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
გსურს საზღვარგარეთ სწავლა დაფინანსებით? UWC სტიპენდია შენი შანსია. გაიგე, როგორ მოხვდე მსოფლიოს 18 სკოლიდან ერთ-ერთში და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
გაიგე, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ფოთის ლეგენდარულ საჭადრაკო კლუბს. აღმოაჩინე, რა შესაძლებლობები, სტიპენდიები და ტურნირები ელით ახალგაზრდა მოჭადრაკეებს.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026