2 წუთი წასაკითხად
ასეთ რამეს უნივერსიტეტში ვერ ისწავლი - ინტერვიუ ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსის გამარჯვებულთან
18 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ჰარვარდის კონკურსის გამარჯვებული გიზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას, რასაც უნივერსიტეტი არ გასწავლის. გაიგე, როგორ შეცვალა ამ პროექტმა მისი კარიერა.
18 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი წელს მეოთხედ გაიმართა და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. კონკურსის ფარგლებში გუნდებმა რეალური ბიზნესქეისებისთვის საუკეთესო გადაწყვეტა უნდა მოიფიქრონ და ჟიურის წინაშე წარადგინონ. საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ სამეტაპიან კონკურსში სტუდენტები საკუთარი უნივერსიტეტის სახელით წარდგებიან. მე-2 ადგილზე გასული შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდის ლიდერის, ნატო გოგრიჭიანის თქმით, ეს არის პროექტი, რომელშიც ყველა სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
“მიუხედავად იმისა, რომ გამოცდების პერიოდს დაემთხვა, თან მეოთხეკურსელები ვიყავით და კიდევ უფრო დატვირთული გრაფიკი გვქონდა, იმდენი ვისწავლეთ და ისეთი გამოცდილება მივიღეთ, ასეთ რამეს უნივერსიტეტში ვერ ისწავლი. ამ პროექტის ფარგლებში შეგიძლია, ისეთი რამ გააკეთო, რასაც რეალურად მილიონები და მილიარდები მოაქვს კომპანიებისთვის”.
პირველად მონაწილეობა 2021 წელს მიიღო და მისმა გუნდმა მაშინაც მე-2 ადგილი აიღო. როგორც აღნიშნავს, წელს გუნდი სხვადასხვა პროფესიის მეოთხეკურსელი სტუდენტებისგან შედგებოდა, რაც დაეხმარათ, ქეისი მრავალი კუთხით განეხილათ და დავალებები კომპეტენციების მიხედვით განაწილებულიყო. როგორც ამბობს, გუნდის წევრები იკრიბებოდნენ და ბიზნესქეისზე მუშაობისას კვირაში მინიმუმ 10 საათს მაინც ხარჯავდნენ.

“ფინალური ქეისი ასეთი იყო, მედიკამენტების კომპანიას წარმოებაში ახალი წამლის ჩაშვება უნოდა, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ იყო. ჩვენ უნდა შეგვემუშავებინა ამ პროდუქტის პაკეტი და განგვესაზღვრა ფასი — რამდენი ტაბლეტი უნდა გამოგვეშვა და რა ფასი უნდა დაგვედო. უნდა გაგვეთვალისწინებინა, რა კატეგორია რამდენს გადაიხდის და ამის შეჯამების საფუძველზე დაგვედგინა, რა ფასი იქნებოდა კარგი. ძალიან საინტერესო იყო ამაზე მუშაობა. არანაკლებ საინტერესო იყო ჟიურის წინაშე ჩვენი ბიზნეს გადაწყვეტილების წარდგენა, რადგან უნდა წარმოგედგინა, რომ ის პერსონაჟი იყავი, ვისზეც ეს ქეისი იყო დაფუძნებული და უნდა გესაუბრა მისი გადმოსახედიდან”.
აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, სადაც ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მეორედ მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა და შანსი რომ ჰქონდეს, მესამედაც ისარგებლებდა.
“ბოლო კურსზე გამოცდები და სხვა ბევრი პასუხისმგებლობაც გვქონდა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო რაღაცის მოძიებისა და შექმნის პროცესი. სხვათა შორის, უკვე ვეძებ რამე მსგავს პროექტს. მანამდე კი ერთ პროექტში ვმონაწილეობ, რომლის მიზანიც საქართველოში დემოკრატიის განვითარებაა და მინდა, ამაშიც შევიტანო ჩემი პატარა წვლილი”.
რაც შეეხება კონკურენტ გუნდებს, მიიჩნევს, რომ ძლიერები იყვნენ და ეს ერთდროულად რთულიც იყო და სასიამოვნოც, რადგან მეტი გამოწვევა და მოტივაცია ჰქონდათ.
საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის ფაკულტეტი წელს დაამთავრა. უკვე მუშაობს თავისი პროფესიით საერთაშორისო კომპანიაში. სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ ამ პროექტმა ბევრი რამ გადააფასებინა და მიახვედრა, რომ სჯობს, თავიდანვე ის აკეთო, რაც გაინტერესებს და ენერგიას გაძლევს.
დასასრულს კი სტუდენტებს ურჩევს, რომ აუცილებლად მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ.
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერაა. ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი კი საგანმანათლებლო პროექტებს შორის ერთ-ერთია, რომელიც სტუდენტებს ანალიტიკური აზროვნების განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
3 ივნ. 2026
ოცნებობ საზღვარგარეთ სწავლაზე? აღმოაჩინე Chevening-ის სტიპენდიატის გამოცდილება ლონდონში, მიიღე პრაქტიკული რჩევები და გადადგი პირველი ნაბიჯი შენი მიზნისკენ
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
3 ივნ. 2026