2 წუთი წასაკითხად
მოტივაცია დაკარგე? 5 წიგნი, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის
10 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
იპოვე შენი ცხოვრების მიზანი, შეცვალე მავნე ჩვევები და ისწავლე დროის მართვა. ამ 5 წიგნით მოტივაციას დაიბრუნებ და წარმატებისკენ პირველ ნაბიჯებს გადადგამ. გაიგე მეტი.
10 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
კარიერასა და პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მოტივაციის შენარჩუნება რომ უმნიშვნელოვანესია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ამის მიუხედავად, ცხოვრება მუდმივად გეგმის მიხედვით არ მიდის, რის გამოც პერიოდულად მოტივაციას ვკარგავთ და უიმედობა გვიპყრობს. ასეთ დროს დახმარება შეიძლება წიგნებში ვიპოვოთ.
ამ სტატიაში 5 წიგნს გირჩევთ, რომლებიც მოტივაციის პოვნაში დაგეხმარება და რომელთა ყიდვასაც “თბილისის წიგნის დღეებზე” შეძლებ.
იკიგაი უძველესი იაპონური იდეოლოგიაა, რომელიც ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოს ინახავს. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რაც დილით საწოლიდან ადგომისკენ, ცხოვრებისეული მიზნის პოვნისა და სიხარულის განცდისკენ გვიბიძგებს. თუ თავს დაკარგულად გრძნობ და მოტივაციისა და ენერგიის ნაკლებობასაც განიცდი, შენს კითხვებზე პასუხს სწორედ ამ წიგნში იპოვი.
ჩვენი კარიერა და ცხოვრება სავსეა მიზნებით, რომელთა მიღწევაც გვინდა და გამოწვევებით, რომელთა გადალახვასაც ვცდილობთ. ხანდახან გვგონია, რომ ცხოვრების შესაცვლელად დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და გვავიწყდება, რომ ცვლილებები პატარა, მაგრამ სისტემატური ნაბიჯების შედეგია. თუ კონკრეტული მიზანი გაქვს, რომლის მიღწევაც გინდა ან მავნე ჩვევა, რომელსაც თავს ვერაფრით ანებებ, ჯეიმს ქლიერის წიგნი მოგცემს მოტივაციას, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ თანდათანობით შეცვალო.
თუ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსი დარღვეული გაქვს, სულ გგონია, რომ ვერაფერს ასწრებ და გასაკეთებელი საქმეების სიიდან ერთის გადახაზვასაც კი ვერ ახერხებ, “შეჭამე ბაყაყი” აუცილებლად დაგეხმარება. ბრაიან თრეისის წიგნი ისეთ გამოსადეგ ხერხებსა და მეთოდებს გასწავლის, რომლებიც დისციპლინის, დროის მენეჯმენტის უნარისა და მოტივაციის შენარჩუნებაში დაგეხმარება და შენი წარმატების გასაღებადაც იქცევა.
“თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ — ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე” — ამბობს ავტორი ბაირონ ქეითი, რომელიც თავის წიგნში ნებისმიერი პრობლემის ახალი რაკურსით დასანახად ოთხ კითხვას გვთავაზობს. წიგნში წარმოდგენილი მიდგომები სირთულეების დაძლევასა და ცხოვრების ხალისის შენარჩუნებაში დაგეხმარება. მტკივნეული და დაძაბული ფიქრებისგან გათავისუფლებული კი საბოლოოდ დაკარგული მოტივაციის დაბრუნებასაც შეძლებ.
თეთრი სახლის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა უამრავი ადამიანისთვის დღემდე მიზანდასახულობისა და მოტივაციის ერთ-ერთ უდიდეს მაგალითად რჩება. მრავალი მიღწევის ფონზე, მის გულშემატკივრებს აინტერესებდათ, თუ როგორ გახდა მიშელი ის ადამიანი, რომელიც ახლაა. ამ კითხვაზე პასუხები წიგნში “როგორ გავხდი ის, ვინ ვარ” იპოვი, რომელშიც მიშელ ობამა თავის პირად თუ საჯარო მიღწევებზე, სირთულეებზე, იმედგაცრუებებზე, მიზნებსა და ოცნებებზე გვიყვება. ვინ იცის, იქნებ ეს წიგნი შენც დაგეხმაროს, გახდე ის, ვინც გინდა, რომ მომავალში იყო.
2 წუთი წასაკითხად
30 ოქტ. 2026
გინდა ახალი პროფესია? საქართველოს ბანკის სტიპენდია 100%-იან დაფინანსებას გთავაზობს! ისწავლე ტექნოლოგიები, ფინანსები, კულინარია. აღმოაჩინე შენი კარიერული გზა.
3 წუთი წასაკითხად
22 ოქტ. 2026
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდია! მიიღე სრული დაფინანსება 21 წამყვან უნივერსიტეტში. გაეცანი შერჩევის წესებს, რჩევებს სამოტივაციო წერილზე და შთამაგონებელ ისტორიებს.
2 წუთი წასაკითხად
22 ოქტ. 2026
საქართველოს ბანკი არქიტექტურის სტუდენტებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიას სთავაზობს. გაიგე, როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
2 წუთი წასაკითხად
20 ოქტ. 2026
როგორ ვესაუბროთ ახალ თაობას გაჯეტების ეპოქაში? გაიგე, რას ჰყვება დათო ტურაშვილი შვილიშვილთან ურთიერთობაზე, წიგნების სიყვარულსა და მთავარ ღირებულებებზე.
2 წუთი წასაკითხად
30 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 ოქტ. 2026