2 წუთი წასაკითხად
როგორ გააუმჯობესოთ ბიზნესი? Mastercard-ის 5 შეთავაზება
10 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი და Mastercard ბიზნესს 5 შეთავაზებას გთავაზობთ. გაზარდეთ ეფექტიანობა, გაიმარტივეთ მართვა ფასდაკლებებით, ქეშბექით. აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები.
10 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
როგორც წესი, მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესები თავად სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს თავიანთ მომსახურებასა და პროდუქტზე მომხმარებლებს, მაგრამ ვინ თქვა, რომ მათაც არ სჭირდებათ მსგავსი შეღავათები?
საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნეს მომხმარებლებს ერთდროულად მოუმზადეს სპეციალური შეთავაზებები, რომელთა მიზანი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაა. აღნიშნული შეთავაზებები საერთაშორისოდ ცნობილ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ვრცელდება და სხვადასხვა სახის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, რომ გაიმარტივოს პროექტების მენეჯმენტი, მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვა და ა.შ.
ეს განსაკუთრებული პირობები მოიცავს ფასდაკლებებს, ქეშბექსა და უფასო მომსახურების მიღების შესაძლებლობებს. სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის საჭიროა საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათის ფლობა, ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ ბარათი, მის შეკვეთას პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში შეძლებთ.
Mastercard-ის შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, ბიზნეს მობილბანკში და ბიზნეს ინტერნეტბანკის შეთავაზებების სივრცეში.
ქვემოთ კი წარმოგიდგენთ 5 შეთავაზებას, რომელთა დახმარებით თქვენი ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება:
თუ გსურთ, რომ ერთდროულად გააუმჯობესოთ თქვენი შიდა სამუშაო გარემო, გაამარტივოთ რუტინული პროცესები და გაზარდოთ პროდუქტიულობა, მაშინ ეს შეთავაზება თქვენთვისაა. საოფისე პროგრამების მიმართულებით Microsoft უპირობო გლობალური ლიდერია, რომელიც ყველა იმ საჭირო ხელსაწყოს აერთიანებს, რაც პროდუქტის შექმნისა თუ სერვისის მომხმარებელთან მიწოდების ეფექტიანობას ერთიორად ზრდის.
ამ სერვისების ნაკრები კი შეთავაზების ფარგლებში წელიწადში მხოლოდ 66 დოლარადაა ხელმისაწვდომი, ნაცვლად $72-ისა. Microsoft 365 Business Basic მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneDrive, SharePoint და Teams.
ბიზნესთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ცოდნის და უახლესი ინფორმაციის ქონა გჭირდებათ, რისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა Harvard Business Review. პლატფორმა აერთიანებს უახლეს კვლევებს, სტატიებს და მონაცემებს ბიზნესის, მენეჯმენტის, ფინანსების, ინვესტირების და ლიდერობის სტრატეგიების შესახებ. საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას HBR-ის სერვისზე 15%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ.
ბიზნესის წარმოება დოკუმენტებთან მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია, PDF ფაილების დამუშავების და რედაქტირების კუთხით კი Adobe Acrobat Pro უალტერნატივო სერვისია, რომელიც შეთავაზების ფარგლებში 13%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი.
Pixlr Premium-ის პლატფორმა ფოტომასალის რედაქტირების, დამუშავების და გაუმჯობესების საშუალებას გაძლევთ. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ ბანერების, პოსტების, სთორების და სხვა სახის კონტენტის მომზადება, რომელიც სოციალურ მედიაში სათანადო რეპრეზენტაციისთვის დაგჭირდებათ. პლატფორმა აღჭურვილია AI-ასისტენტით და ის სიმარტივეზეა ორიენტირებული, განსხვავებით Adobe Photoshop-ისა, რომელიც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს.
Google-ის ეს პროდუქტი აერთიანებს ისეთ საჭირო სერვისებს, როგორიცაა: Gmail, Drive, Docs, Sheets, Forms, Chat და Calendar. თანამედროვე სამყაროში ზემოხსენებული სერვისების გარეშე ბიზნესის ოპერირება რთულად წარმოსადგენია, რადგან Google-ი მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას, ფაილების გაზიარებას, შეტყობინებების გაგზავნას და მონაცემების დამუშავებას ყველაზე ეფექტიანად შეძლებთ. საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდისას Workspace-ის საწყისი ყოველთვიური ტარიფი 4.99 დოლარი იქნება, რაც თითქმის 17%-იან ფასდაკლებას წარმოადგენს.
ცხადია, საქართველოს ბანკის და Mastercard-ის მომხმარებლები მხოლოდ ამ 5 შეთავაზებას არ მიიღებენ, რეალური სია გაცილებით უფრო ვრცელია და ის მუდამ იზრდება, ამიტომ თვალი აქტიურად უნდა ადევნოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს შეთავაზებების სივრცეში გამოჩენილ სიახლეებს.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ ბიზნეს Mastercard ბარათი.
2 წუთი წასაკითხად
1 დეკ. 2025
ინდმეწარმეებო, აღმოაჩინეთ 1,000,000 PLUS ქულის მოგების შანსი საქართველოს ბანკის გათამაშებაში! მონაწილეობა მარტივია: 1 ტრანზაქცია და შანსი თქვენია. დეტალები აქ.
3 წუთი წასაკითხად
10 ნოე. 2025
გაამარტივეთ ბიზნესის მართვა საქართველოს ბანკის მობილბანკით. აღმოაჩინეთ 5 ფუნქცია: საერთაშორისო გადარიცხვები, სესხი და გარანტიები. დაზოგეთ დრო და ფინანსები!
2 წუთი წასაკითხად
24 ოქტ. 2025
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზება: 25% ქეშბექი Mastercard-ით, მილიონამდე უფასო გადარიცხვები და M ბიზნეს ნაკრები 3 თვით. გაამარტივეთ თქვენი ფინანსები!
2 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2024
ინდ. მეწარმე ხართ? მოიგეთ 50,000 ლარამდე საქართველოს ბანკის გათამაშებაში! მარტივად შეაგროვეთ ციფრული ბილეთები ბიზნეს ინტერნეტ/მობილბანკში. დეტალები შიგნით.
2 წუთი წასაკითხად
1 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
24 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2024