2 წუთი წასაკითხად
Semrush: გააანალიზეთ ვებგვერდი და გაზარდეთ თქვენი ბიზნესი
14 ივნ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გააანალიზეთ თქვენი ვებგვერდი Semrush Pro-თი და აღმოაჩინეთ ზრდის გზები. საქართველოს ბანკის შეთავაზებით, ისარგებლეთ 14-დღიანი უფასო ვერსიით და აჯობეთ კონკურენტებს SEO-ში.
14 ივნ. 2024
2 წუთი წასაკითხად
ბიზნესების განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ბანკი კვლავ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ბიზნესის მართვის გამარტივებისა და გაყიდვების ზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის ახალი ტექ.შეთავაზებები ბიზნეს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზებების ფარგლებში, Visa-ის და Mastercard ბიზნეს ბარათით გადახდისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმების გააქტიურებისას (Microsoft 365, DocuSign, Monday.com Notion და ა.შ.) ფასდაკლებებითა და სხვა უპირატესობებით ისარგებლონ.
Visa ბიზნეს ბარათის მფლობელებისთვის ერთ-ერთი ტექ.შეთავაზება Semrush’s Pro-ს 14-დღიანი უფასო საცდელი ვერსიით სარგებლობას გულისხმობს. Semrush-ის პლატფორმა SEO ინსტრუმენტების მულტიფუნქციური ნაკრებია, რომელიც თქვენი ან თუნდაც კონკურენტი ვებგვერდების დეტალურ ანალიზს გთავაზობთ. რა უპირატესობები აქვს Semrush’s Pro-ს და როგორ შეძლებენ ბიზნესები პლატფორმის გამოყენებას, ამის შესახებ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე, გვესაუბრა.
“Semrush ის პლატფორმაა, რომელსაც წლებია, ვიყენებ. ბიზნესის SEO ოპტიმიზაციის მხრივ, Semrush საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, რადგან თავად თული ამბობს, რომ მათ All In One სივრცე აქვთ, რაც საშუალებას გვაძლევს, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის საშუალებით სრულყოფილად მოვახდინოთ SEO ოპტიმიზაცია. რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირს შეუძლია სხვადასხვა თულების გამოყენებით სცადოს ეს ყველაფერი, მაგრამ სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ პროცესი ერთი კონკრეტული პლატფორმით განხორციელდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ყველა პლატფორმას განსხვავებული გამოთვლის მეთოდები აქვთ და შესაძლოა, შეცდომაში შევიდეთ”, — ამბობს ალექსანდრე ჩომახიძე.
როგორც ალექსანდრე განმარტავს, Semrush’s Pro-ს 14-დღიანი უფასო საცდელი ვერსიით სარგებლობისას თქვენ შეძლებთ:
ბიზნესებს Semrush’s Pro-ს პლატფორმა თავიანთი სოც.ქსელების განვითარებისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ. Semrush-ის მეშვეობით ციფრული მარკეტინგის სრულად მართვა შესაძლებელია, ბიზნესები კი კონკრენტ მენეჯმენტის ფუნქციების გამოყენებით თავიანთი ბიზნესის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას შეძლებენ. ამ და სხვა უპირატესობების გამო, ალექსანდრე ჩომახიძე ბიზნესებს Semrush’s Pro-ს პლატფორმის გამოყენებას ურჩევს.
“Semrush იმ მცირე ჩამონათვალიდან ერთ-ერთი პლატფორმაა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ქართულ ქივორდებთან იმუშაოს. Semrush-ს საქართველოზე საჭირო მონაცემები გააჩნია, რომელსაც SEO ოპტიმიზაციისთვის ვიყენებთ. გარდა ამისა, Semrush ფლობს როგორც მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ასევე საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოს მოწინავე Data Broker-ბთან, ხოლო ეს ინფორმაცია SEO ოპტიმიზაციის განსახორციელებლად დიდ საჭიროებას წარმოადგენს.
Semrush’s Pro-ს საცდელი ვერსიით ბევრი საკითხის გაანალიზება არის შესაძლებელი. მაღალი დონის პლატფორმისგან ისეთი რჩევების მიღება, თუ რა არის გასაუმჯობესებელი და სად გვაქვს ძლიერი და სუსტი მხარე, ხოლო შემდგომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამუშაოების განხორციელება, ბიზნესის პროგრესზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. რაც ყველაზე მთავარია, Semrush საშუალებას გვაძლევს, ანალიზი და რეპორტი საკმაოდ მარტივ ენაზე ამოვიღოთ, რაც გასაგები იქნება როგორც პროფესიონალისთვის, ასევე დამკვეთისთვის, რომელიც შესაძლოა ამ სფეროში არ იყოს გარკვეული”, — აღნიშნავს ალექსანდრე.
Semrush’s Pro-ს შეთავაზებით სარგებლობა 2024 წლის 31 დეკემბრამდე არის შესაძლებელი. ამ შეთავაზებაზე ფასდაკლების მისაღებად Visa ბიზნეს ბარათით უნდა გადაიხადოთ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Visa ბიზნეს ბარათი, ბიზნეს მობილბანკით ან ბიზნეს ინტერნეტბანკით ახლავე შეგიძლიათ შეუკვეთოთ. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Visa ბიზნეს ბარათი.
2 წუთი წასაკითხად
1 დეკ. 2025
ინდმეწარმეებო, აღმოაჩინეთ 1,000,000 PLUS ქულის მოგების შანსი საქართველოს ბანკის გათამაშებაში! მონაწილეობა მარტივია: 1 ტრანზაქცია და შანსი თქვენია. დეტალები აქ.
3 წუთი წასაკითხად
10 ნოე. 2025
გაამარტივეთ ბიზნესის მართვა საქართველოს ბანკის მობილბანკით. აღმოაჩინეთ 5 ფუნქცია: საერთაშორისო გადარიცხვები, სესხი და გარანტიები. დაზოგეთ დრო და ფინანსები!
2 წუთი წასაკითხად
24 ოქტ. 2025
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზება: 25% ქეშბექი Mastercard-ით, მილიონამდე უფასო გადარიცხვები და M ბიზნეს ნაკრები 3 თვით. გაამარტივეთ თქვენი ფინანსები!
2 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2024
ინდ. მეწარმე ხართ? მოიგეთ 50,000 ლარამდე საქართველოს ბანკის გათამაშებაში! მარტივად შეაგროვეთ ციფრული ბილეთები ბიზნეს ინტერნეტ/მობილბანკში. დეტალები შიგნით.
2 წუთი წასაკითხად
1 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
24 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2024