2 წუთი წასაკითხად
როგორ გაიზარდა NB Dental ბიზნეს სესხით | 16-წლიანი ისტორია და თანამედროვე ტექნოლოგიები
26 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
16 წლის წინ ნინო ბერიძემ სტომატოლოგიაში სრულიად ახალი გამოცდილების შექმნა გადაწყვიტა. დღეს კი მისი კომპანია, NB Dental, მულტიდისციპლინური ცენტრია, რომელიც პაციენტებს გუნდურ მიდგომას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უმაღლეს სტანდარტს სთავაზობს:
ჩემი მთავარი ხედვა და მიზანი იყო, შემექმნა ადგილი, სადაც პაციენტი მიიღებდა არა მხოლოდ ხარისხიან მკურნალობას, არამედ სრულფასოვან, სასიამოვნო გამოცდილებას
– ნინო ბერიძე
გუნდური მიდგომა და ბავშვთა სტომატოლოგია
სტომატოლოგიაში პაციენტს ხშირად უჭირს, თავად შეაფასოს მკურნალობის სისწორე, ამიტომ ყველაფერი ნდობაზეა აგებული. ეს ნდობა NB Dental-მა რთული შემთხვევების წარმატებული და გუნდური მართვით მოიპოვა. კომპლექსური პრობლემების მოგვარებას სხვადასხვა პროფილის ექიმების ერთიანი ხედვა სჭირდება.
ამასთან, კლინიკაში განსაკუთრებით ძლიერია ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულება. შეიქმნა NB Dental Kids & Ortho – ბავშვებისთვის ადაპტირებული სპეციალური სივრცე:
თავიდანვე გვინდოდა, რომ ეს არ ყოფილიყო უბრალოდ კლინიკის ბავშვთა განყოფილება. შევქმენით სივრცე, სადაც ყველაფერი ორიენტირებულია ბავშვის კომფორტზე, უსაფრთხოებასა და სტომატოლოგთან პოზიტიური გამოცდილების ჩამოყალიბებაზე – გვიყევბა ნინო
ინვესტიცია ტექნოლოგიებში და ბიზნეს სესხი
კლინიკის მასშტაბების ზრდასთან ერთად ახალი ინვესტიციების საჭიროებაც დადგა. მედიცინასა და სტომატოლოგიაში უახლესი აპარატურა თუ ტექნოლოგიები უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ნინომ საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხის შეთავაზებით ისარგებლა და წლიურ საპროცენტო განაკვეთზე 15%-მდე ფასდაკლება მიიღო. დამატებითმა რესურსმა კომპანიას განვითარების პროცესის დაჩქარების საშუალება მისცა:
მედიცინაში ტექნოლოგიური განვითარება სწრაფია და ვინც დღეს არ დებს ინვესტიციას, ხვალ კონკურენტულ პოზიციას კარგავს. ბიზნეს სესხი ჩვენთვის ზრდის ინსტრუმენტი გახდა, რათა საჭირო ინვესტიცია დროულად განგვეხორციელებინა და ფინანსური სტაბილურობაც შეგვენარჩუნებინა.
ჰორიზონტალური მენეჯმენტი და ახალი თაობა
NB Dental მართვის ახალ, ჰორიზონტალურ სისტემაზე გადადის, სადაც ცალკეულ მიმართულებებს ძლიერი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. მიღებული ფინანსური რესურსის ნაწილი სწორედ ამ გარდაქმნასა და ახალ პროექტს მოხმარდება.
კლინიკა აქტიურად ზრუნავს მომავალ თაობაზეც:
ჩვენი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ახალგაზრდა ექიმებს შევუქმნათ ძლიერი პროფესიული გარემო და განვითარების პირობები, სადაც ისინი ისწავლიან, გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან ძლიერ სპეციალისტებად
– გვიზიარებს ნინო
განავითარეთ თქვენი ბიზნესი
NB Dental-ის წარმატებული ისტორია კარგად აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ბიზნეს სესხი ორგანიზაციას განვითარებასა და ახალ საფეხურზე გადასვლაში.
თუ თქვენც გაქვთ ბიზნესი და გჭირდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი ახალი ტექნოლოგიების დასანერგად ან ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, გამოიყენეთ საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება ბიზნეს სესხებზე და აგვისტოს ბოლომდე ისარგებლეთ საპროცენტო განაკვეთზე 15%-მდე ფასდაკლებით.
თუ არ ხართ დარმწუნებული, რომელი სესხი შეესაბამება თქვენს მიზნებს, გაეცანით გზამკვლევს და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული ვარიანტი.