ის ადგილები, რომლებსაც ყოველ დილას, ხანდახან უყურადღებოდაც, ჩავუვლით, სადაც ვსწავლობთ, ვხვდებით მეგობრებს და რომლებთანაც ბევრი, ზოგჯერ ტკბილ-მწარე, მოგონება გვაკავშირებს – სულ რაღაცას გვიყვებიან. ჩვენც მუდმივად გვაქვს მათთვის სათქმელი, თუნდაც მხოლოდ გულის სიღრმეში. სწორედ ამ დიალოგის გაცოცხლებას და ახალი ხმების აღმოჩენას ისახავს მიზნად საქართველოს ბანკისა და ნიკო მაღლივის ფესტივალის პარტნიორობა. პროექტი ახალგაზრდა ხელოვანებს სთავაზობს პლატფორმას და