თუ ხარ სტუდენტი ჩაერთე ლიდერატორის პროგრამაში
შერჩევის პროცესი
ხშირად დასმული კითხვები
ვის შეუძლია ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა?
შემიძლია თუ არა ლიდერატორის რამდენიმე პროგრამაზე ერთდროულად განაცხადის შემოტანა?
როდის ცხადდება ლიდერატორის შემდეგი პროგრამა?
როგორ ხდება კანდიდატებთან დაკავშირება საკონკურსო ეტაპებზე მოწვევისას?
როგორია საკონკურსო ეტაპების ხანგრძლივობა და როდის დაიწყება ლიდერატორის პროგრამა?
რამდენად ითვალისწინებს ლიდერატორი შემდგომ დასაქმებას?
ანაზღაურებადია თუ არა ლიდერატორის პროგრამა?
სად შემიძლია გავეცნო ინფორმაციას საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ?
საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
რა ფორმატით ჩატარდება ზოგადი უნარების ტესტირება?
ზოგადი უნარების ტესტირება ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში
გახდი ლიდერატორი და დაიწყე კარიერა საქართველოს ბანკში
ლიდერატორი სტუდენტებისთვის შექმნილი პროგრამაა, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ სტუდენტური დასაქმება ყველა დაინტერესებული მხარისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი
სწავლის ფონზე ბევრი ახალგაზრდა ეძებს სამსახურს და ცდილობს, პირველი ნაბიჯები გადადგას კარიერული განვითარების გზაზე. თუმცა დასაქმება სტუდენტებისთვის არც ისეთი მარტივია და შესაძლოა, გამოწვევები ახლდეს თან – დროის შეთავსება, ანაზღაურება, დატვირთული გრაფიკი და სხვა
ლიდერატორი მაქსიმალურად ერგება სტუდენტის საჭიროებებს და გაძლევს შანსს, სწავლა სამსახურს შეუთავსო და, თან, აღმოაჩინო შენი პროფესიული მიმართულება. ამიტომ თუ გაინტერესებს ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის და განვითარებაზე ორიენტირებულიც ხარ, ლიდერატორი დაგეხმარება აიღო პროფესიული სტარტი და მიიღო ზრდისა და განვითარების ყველაზე საინტერესო გამოცდილება
პროგრამაში მონაწილეობის ეტაპებიც უკვე განსაზღვრულია და გვჯერა, რომ თუ მოინდომებ, თითოეულ მათგანს წარმატებით გადალახავ
მთლიანობაში, ლიდერატორი 12 პროგრამაზე აცხადებს მიღებას და 30 მიმართულებას მოიცავს – იქნება ეს Java დეველოპმენტი, ბიზნესის განვითარება, მონაცემთა ინჟინერია, პრემიუმბანკინგი, ფინანსური აუდიტი, ტალანტების მოზიდვა, რისკების, ხაზინის მართვა და სხვ.
რაც მთავარია, პროგრამის ფარგლებში გექნება სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობის შესაძლებლობა, გეყოლება მენტორი, ჩაერთვები სასწავლო მოდულებში და მიიღებ მხარდაჭერას ყველა ეტაპზე
ეს ყველაფერი კი იმით შეიძლება დასრულდეს, რომ საქართველოს ბანკში დასაქმდე და შემოუერთდე ჩვენს გუნდს
ასევე, თუ სტუდენტის სტატუსი გაქვს ან ხარ 18-23 წლის და ჯერ კიდევ არ გაქვს სტუდენტური ბარათი შენი ინტერესების მიხედვით შექმნილი დიზაინით და ისარგებლე ყოველდღიური უპირატესობებით