მისამართები
ვალუტის კურსი
ფინანსური ინფორმაცია და საბჭოს კომიტეტები გაეცანი ინფორმაციას ფინანსური ანგარიშგებების, ფასიანი ქაღალდების და სამეთვალყურეო საბჭოს კომიტეტების ფუნქციების შესახებ
ფინანსური ანგარიშგებები
სებ ანგარიშგება
მმართველობის ანგარიშგებები
რეკვიზიტები საკორესპონდენტო ბანკებთან
შეტყობინებები აქციონერებისათვის
პრეზენტაციები
მმართველობითი დოკუმენტები
დოკუმენტი წელი 2025 2025 2025 2024 2024 2024 2023 2023 2023 2022 2022 2022 2021 2021 2021 2020 2020
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება (2020)
2020
2019 2018 2018 2017 2017 2016 2019

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა

ფასიანი ქაღალდების ფასები

ფასიანი ქაღალდების ფასები იხილეთ აქ

კასტოდი გლობალურ ბაზრებზე

2009 წლიდან საქართველოს ბანკი Euroclear ბანკის პირდაპირი წევრია, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშსწორება და მსოფლიოს წამყვანი ფასიანი ქაღალდების ბაზარებზე შენახვა შევთავაზოთ.
 
მომსახურებას ვთავაზობთ ისეთ მსხვილ და განვითარებულ ბაზრებზე, როგორიცაა ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია,სინგაპური, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

კასტოდი ლოკალურ ბაზარზე

2011 წლიდან საქართველოს ბანკმა თავის მომხმარებლებს ოფიციალურად შესთავაზა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების შენახვა და ანგარიშწორება.
 
საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს სამთავრობო და კორპორატიული ფასიანი ქაღალდებით ანგარიშწორებასა და შენახვას, რისთვისაც ის საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის საანგარიშწორებო სისტემების პირდაპირი მონაწილეა.

ფასიანი ქაღალდებით მომსახურება

საქართველოს ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თავაზობს მომსახურებას საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. გაიგეთ მეტი

ინფორმაცია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. გაიგეთ მეტი 
 
კლიენტის დავალებით სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით ოპერაციების წარმოების პირობები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციების წარმოებისთვის საჭიროა ინვესტორს ქონდეს ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიში საქართველოს ბანკში და ასევე გაფორმებული ქონდეს ქვემოთ მითითებული ხელშეკრულებები:
• გენერალური ხელშფასიანი 
• ფასიანი ქაღალდების შენახვისა და აღრიცხვის მომსახურების ხელშეკრულება
 
ანგარიშის გახსნა ინვესტორს შეუძლია ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ხოლო ხელშეკრულების გაფორმება საცალო ან სოლო სერვის ცენტრში. ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერაციას ასრულებს კლიენტის მიერ შევსებული განაცხადი -ს საფუძველზე.

რეპო გარიგება

საქართველოს ბანკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს რეპო მომსახურებას. რეპო არის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა შემდგომში იმავე ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებული პირობებით უკან ყიდვის (გამოსყიდვის) ვალდებულებით.

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე რეპო ოპერაციების წარმოებისთვის საჭიროა ინვესტორს გახსნილი ქონდეს ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიში საქართველოს ბანკში და რეპო გარიგებისთვის გააფორმოს ხელშეკრულებები:
• რეპო გარიგების შესახებ ხელშეკრულება
• რეპო გარიგების შესახებ ხელშეკრულების დანართი

საანგარიშსწორებო ბანკი

საქართველოს ბანკი - საანგარიშსწორებო ბანკი (ანგარიშსწორების აგენტი)
 
საქართველოს ბანკი გთავაზობთ საანგარშსწორებო ბანკის მომსახურებას, საერთაშორისო მაღალი სტანდარტებით და სრულფასოვანი მომსახურების სპექტრით მათ შორის:
  • გარიგებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება;
  • კორპორაციულ ქმედებებთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება;
  • მომხმარებლის საკუთარი და ნომინალური (კლიენტების) ანგარიშებისთვის სავაჭრო სისტემაში მოთხოვნილი ლიმიტების ასახვა;
 
რა შემთხვევაში გჭირდებათ ანგარიშსწორების ბანკი?
 
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარში“ (GCSD) ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, და ხართ ამ  სისტემის მონაწილე (ბაზრის შუამავალი ან იურიდიულ პირი) და გჭირდებათ საანგარიშსწორებო ბანკი (ანგარიშსწორების აგენტი). სხვა შემთხვევაში სისტემის მონაწილე ვერ შეასრულებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს.
 
 
ვის შეიძლება მოემსახუროს საქართველოს ბანკი როგორც საანგარიშწორებო ბანკი?
 
რეზიდენტ ან არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელიც არის სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტარის“ სისტემის მონაწილე.
 
 
რა არის საჭირო რომ საქართველოს ბანკი გახდეს თქვენი საანგარიშსწორებო ბანკი?
 
თქვენ შეიძლება უკვე იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი ან მომბრძანდეთ და გახსნათ ახალი ანგარიში. მომხმარებლის საანგარიშსწორებო ანაგრიშ(ებ)ად შეიძლება გამოყენებულ იქნეს  როგორც უკვე არსებული ანაგრიშ(ებ)ი ასევე შეიძლება გაიხსნას ახალი ანაგრიშ(ებ)ი. 


საანგარიშსწორებო ბანკი ხელშეკრულება

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი