მისამართები
ვალუტის კურსი
3 თებერვალი, 2026
სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის განახლებული ფუნქციონალი
მობილბანკის მომხმარებლებს 8.8.0 ვერსიიდან შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის განახლებული ფუნქციონალით.
 
პირველად საქართველოში, უკვე შესაძლებელია სხვა ქვეყნის და ქართულ ბარათებს შორის თანხის მომენტალურად გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში.
 
რომელ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი გადარიცხვა?
 
აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი
 
ტრანზაციის შესრულების ლიმიტები:
ერთჯერადი ლიმიტი1,000 GEL, USD, EUR, GBPდღიური ტრანზაქციების რაოდენობა5 ტრანზაქციათვიური ტრანზაქციების რაოდენობა20 ტრანზაქციადღიური მოცულობის ლიმიტი10,000-ის ექვივალენტი ლარშითვიური მოცულობის ლიმიტი60,000-ის ექვივალენტი ლარში
 
31 იანვრის ჩათვლით, უცხოურ ვალუტაში შესრულებული თანხის გადატანა-გადმოტანის ოპერაცია საკომისიოს გარეშე, უფასოდ იქნება შესაძლებელი, ხოლო შემდეგ საკომისიო 1%, მინ. 2 ერთეული იქნება.
სხვა სიახლეები
6.ივნ.2023
Emonomy - სტარტაპი, რომელიც კომპანიებს ეფექტური კამპანიების წარმოებაში ეხმარება
Emonomy ენდრიუ კისლოუს სტარტაპია, რომელიც მან მომიჯნავე სფეროებში დაფუძნებული სტარტაპებიდან მიღებული გამოცდილებით შექმნა. მისი ამოცანაა, კომპანიებს/ბრენდებს ეფექტური კამპანიების შექმნასა და გაშვებაში დაეხმაროს. 
 
თუ როგორ აკეთებს ამას Emonomy - დეტალურად ამ და სხვა საკითხებზე მისსავე დამფუძნებელს, ენდრიუს გავესაუბრეთ:
 
- როგორ დაიბადა Emonomy?
 
Emonomy 2 კომპანიის კომბინაციად შეიძლება ჩაითვალოს - პირველია Brain Company – nueromarketing, რომელიც კვლევითი სააგენტო იყო, მეორე კი - Fastest - ვებ სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევდა კომპანიებს, მარკეტინგული კვლევა ბევრად უფრო სწრაფად ეწარმოებინათ და ალტერნატიული მომხმარებლები კარგად გაეცნოთ.
 
- ვინ არიან Emonomy-ს დამფუძნებლები?
 
Emonomy-ს ჰყავს ერთი დამფუძნებელი - ენდრიუ კისლოუ, რომელიც დოქტორანტურას გადის კოგნიტურ ნეირომეცნიერებაში (Institute for Cognitive Neuroscience, HSE). აქამდე მას უმუშავია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებზე ნეიროეკონომიკისა და ნეირომარკეტინგის სფეროში. 
 
ასევე, ენდრიუ არის ევროპის ნეირომეცნიერების საზოგადოებების ფედერაციის და ნეიროეკონომიკის საზოგადოების წევრი. ის მეწარმეთა ორგანიზაციების მიერ მსოფლიოს 25 ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მეწარმეთა შორის (GSEA) დასახელდა.
 
- გვითხარით დეტალურად რას სთავაზობს Emonomy მომხმარებელს და რა პრობლემას წყვეტს იგი?
 
Emonomy მარკეტინგული ტექნოლოგიების სერვისია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით, მომხმარებლის ნეირომარკეტინგულ კვლევას აკეთებს და ბრენდ მარკეტინგს გაზომვადს ხდის. უფრო დეტალურად კი:
 
  1. ჩვენი სტარტაპი კომპანიებს აუდიტორიის ემოციური რეაქციების მონაცემებს აწვდის მათივე რეკლამების/კამპანიების მიმართ; რაც ხელს უწყობს ბრენდის მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის ზრდას. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ გარკვეული რეკლამის ეფექტურობა მრავალ მედია არხზე და მივაწოდოთ მონაცემები კომპანიას იმის შესახებ, თუ სად უფრო ეფექტურად იმუშავა რეკლამამ. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კომპანიებს რეკლამის გაშვებაში მხოლოდ იმ არხებზე, რომლებიც უკეთ მუშაობს მათთვის;
  2. ჩვენ შეგვიძლია ზოგადადაც ვთქვათ, იმუშავა თუ არა ბრენდის რეკლამამ. ბრენდის მარკეტინგის რეკლამის რეალური გავლენის გაზომვა მიმდინარე ლანდშაფტში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვუმარტივებთ ჩვენს მომხმარებლებს ამ საქმიანობას და ვაძლევთ სრულმასშტაბიან ანალიზს მკაფიო KPI-ებით იმის შესახებ, თუ რამდენად გავლენიანი იყო კამპანია;
 
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პროდუქტი წყვეტს მედიის ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის პრობლემას.
 
- როგორ გაიხსენებთ სტარტაპზე მუშაობის ადრეულ პერიოდს - რა სირთულეებს წააწყდით?
 
პირველი ეტაპი საკმაოდ რთულია იყო კლიენტების მოძიების კუთხით. ასევე, გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა პროდუქტის დატესტვა და საპილოტე ქეისებზე მუშაობაც. 
 
- რატომ გსურდათ, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში გეცადათ ბედი? 
 
ჩვენ ვგრძნობდით, რომ გვჭირდებოდა მენტორობა საიმისოდ, რომ შეგვექმნა ბაზარზე გასვლის სტრატეგია ჩვენი მომავალი პროდუქტისთვის.
 
- როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს აძლევს 500 Georgia სტარტაპებს და რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში მონაწილეობა?
 
500 Georgia-ს ჰყავს წარმოუდგენელად ძლიერი მენტორები, რომლებსაც შეუძლიათ, დაეხმარონ ნებისმიერ სტარტაპს, გახდნენ უკეთესები. ჩვენ გაოგნებული ვიყავით ლექციების შედეგად მიღებული ცოდნითა და მენტორების მიერ გაზიარებული შეხედულებებით. ასევე, ვფიქრობ, რომ სხვა დამფუძნებლებთან საუბარი საინტერესო გამოცდილებაა - ეს პროცესი გეხმარება, სხვა დამფუძნებლების გამოცდილება საკუთარ გამოცდილებასთან გააერთიანო.
 
- და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
 
ჩვენ გვსურს შევქმნათ საპილოტე პროდუქტები, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ჩვენივე საბოლოო პროდუქტის ღირებულებას მომხმარებლებისთვის. შემდეგ უკვე ვგეგმავთ კონტრაქტების დადებას უმაღლესი დონის მედია სააგენტოებთან. 
6.ივნ.2023
Bilimber - პლატფორმა, რომელიც სტუდენტებს საუკეთესო მასწავლებლებთან სწრაფად აკავშირებს
Bilimber იერასილ ოსპანოვისა და აკბოტა მუსსას მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც 6-დან 12 კლასამდე მოსწავლეებს ეხმარება, დაუკავშირდნენ საუკეთესო მასწავლებლებს 60 წამზე ნაკლებ დროში. 
 
მიუხედავად იმისა, საგანმანათლებლო პლატფორმები სტარტაპ ინდუსტრიისთვის ახალი არ არის, ბილიმბერი სტუდენტებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. 
 
რას ემსახურება აღნიშნული პლატფორმა? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მათ დამფუძნებლებს გავესაუბრეთ:
 
- როგორ შეიქმნა Bilimber?
 
მანამ, სანამ Bilimber-ზე მუშაობას დავიწყებდით, მივხვდით, რომ განათლების სფეროში გლობალურად დგას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. სტუდენტების 80% ხშირად განიცდის დემოტივაციას.
 
სწავლის პროცესში ხშირად მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ და შემდგომ ისინი ამ შეკითხვებს მეგობრებს/ოჯახის წევრებს უსვამენ, ან პასუხებს ინტერნეტში ეძებენ, ანდაც საბოლოოდ მასწავლებელთან მიდიან საკითხავად.  
 
უმეტესწილად, ეს პრობლემა იმიტომ წარმოიშვება ხოლმე, რომ მათ არ აქვთ მასწავლებელთან რეალურ დროში კომუნიკაციის შესაძლებლობა. ინტერნეტში ატვირთული ინფორმაცია კი ხშირად სულაც არაა ხოლმე ინდივიდუალურ შეკითხვებზე მორგებული. 
 
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა Bilimber. ორივე თანადამფუძნებელს, გვაქვს გამოცდილება B2C პროდუქტების შექმნაში ცენტრალური და სამხრეთ აზიისთვის, ასევე - ინდოეთისთვის. ჩვენ ასევე გვიმუშავია უნივერსიტეტშიც, სადაც ორივე ლექტორები ვიყავით და ვეხმარებოდით სტუდენტებს საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარებაში.
 
- გვიამბეთ დეტალურად, რას სთავაზობს თქვენი სტარტაპი მომხმარებელს და რა პრობლემას წყვეტს იგი?
 
Bilimber ემსახურება სტუდენტებს, რომლებსაც სჭირდებათ დაუყოვნებლივი დახმარება გამოცდებში, ტესტებსა და საშინაო დავალებებში. ჩვენი სწავლების პლატფორმა აკავშირებს 8-12 კლასების მოსწავლეებს საუკეთესო მასწავლებლებთან, რომლებიც დაეხმარებიან მათ ისწავლონ, გაიქარწყლონ ეჭვები და გაითავისონ ცნებები პირდაპირი ვიდეო ზარების საშუალებით სულ რაღაც 60 წამში.
 
გარდა ამისა, მოსწავლეებს აქვთ წვდომა პრაქტიკული რესურსების ფართო სპექტრზე, მათ შორის ათასობით კითხვაზე, იმიტირებულ ტესტებზე, ასევე პერსონალიზებულ ვიქტორინებში მონაწილეობაზე. ეს რესურსები შექმნილია იმისთვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ, მოემზადონ ნებისმიერი გამოცდისთვის. 
 
ჩვენი პლატფორმა, განსხვავებით ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან, გთავაზობთ შემდეგ ძირითად მახასიათებლებს:
  • Test Hub: ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ სატესტო ცენტრს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ, ივარჯიშონ და თვალყური ადევნონ თავიანთ პროგრესს დეტალური ანალიტიკის საშუალებით. ჩვენი ვრცელი მონაცემთა ბაზა მოიცავს 500,000-ზე მეტ ტესტს, რომლებიც რეგულარულად განახლდება შესაბამისობისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად.
  • გემიფიკაცია და ყოველდღიური ჩვევები: ჩვენ ვაერთიანებთ გემიფიკაციის ელემენტებს ჩვენს აპლიკაციაში, რათა შევქმნათ საინტერესო სასწავლო გამოცდილება და დავეხმაროთ სტუდენტებს, განავითარონ ყოველდღიური სასწავლო ჩვევები. თამაშის მსგავსი ელემენტების ჩართვით მოსწავლეებს ვუმაღლებთ მოტივაციას და სწავლას სასიამოვნოს ვხდით.
  • წვდომა მასწავლებლებთან: ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს წვდომას 1000-ზე მეტი სანდო მასწავლებლის ქსელში. ჩვენი პლატფორმით, სტუდენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ დამრიგებელს 60 წამის განმავლობაში, მიიღონ დაუყოვნებელი დახმარება როდესაც ეს სჭირდებათ.
- როგორი იყო პირველი ნაბიჯები თქვენს სტარტაპზე მუშაობის პერიოდში? 
  1. ჩვენ ვიმუშავეთ მცირე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის იმ სასწავლო მასალებზე წვდომის გაზიარებას, რომლებიც მათ სჭირდებოდათ. სულ რაღაც ორ კვირაში მივიღეთ 300-ზე მეტი ელ.წერილი დამატებითი კითხვებისა და საგნების მოთხოვნით, ასევე წინა წლის საგამოცდო ნაშრომების ხელმისაწვდომობის შესახებ. უფრო მეტად ჩვენი ინტერესი გააღრმავა იმ ფაქტმა, რომ მასწავლებლებმაც დაიწყეს ჩვენთან დაკავშირება. ეს იყო მომენტი, როდესაც მივხვდით, რომ სწორი დრო იყო ბილიმბერის შესაქმნელად.
  2. კვლევის ფონზე დავადგინეთ, რომ არ არსებობდა პლატფორმა, რომელსაც შეუძლია მონიტორინგს გაუწიოს მოსწავლეთა პროგრესს, გამოავლინოს მათი სუსტი მხარეები და გააუმჯობესოს სწავლის შედეგები.
  3. ჩვენ დავამყარეთ პარტნიორობა ყაზახეთის უდიდეს ტესტირების ცენტრთან, რამაც საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად გაგვეფართოებინა ტესტების მონაცემთა ბაზა და დავამატეთ 400,000-ზე მეტი ახალი ტესტი. ასევე, ჩვენ გავააქტიურეთ გემიფიკაციის ფუნქცია ჩვენს აპლიკაციაში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეეჯიბრონ ერთმანეთს და მიიღონ Bilimber ქულები. ამ სტრატეგიულმა ინიციატივებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მომხმარებლების შეძენის კუთხით, რის შედეგადაც ჩვენი მომხმარებლების ბაზა 2-3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ შევძელით უფრო დიდი აუდიტორიის მოზიდვა ყოვლისმომცველი და მიმზიდველი სასწავლო პლატფორმის მიწოდებით ჩვენი პარტნიორობისა და გემიფიკაციის მახასიათებლების მეშვეობით.
რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით ამჯამად:
  • დღემდე მიღწეულია პროდუქტის 400,000 ორგანული ჩამოტვირთვა
  • გვყავს 60 ათასი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU)
  • მომხმარებლის ჩართულობის საშუალო დრო დღეში 20 წუთია
  • გვაქვს ახალი მომხმარებლების ყოველთვიური 25%-იანი ზრდა
  • აპლიკაციას აქვს საერთო შეფასება 4.8 
  • მიღებული გვაქვს 12,000-ზე მეტი შეფასება
- რა სირთულეებს წააწყდით განვითარებასთან დაკავშირებით?
  1. ტექნიკური გამოწვევები: ძლიერი და მოსახერხებელი პლატფორმის შემუშავება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკური დაბრკოლების გადალახვას. ეს მოიცავდა მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის შექმნას, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მუშაობის ოპტიმიზაციას და თავსებადობის საკითხების მოგვარებას სხვადასხვა მოწყობილობასა და პლატფორმებზე.
  2. კონტენტის მოპოვება და მართვა: საგანმანათლებლო კონტენტის არსებითი და მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზის შეძენა რთული ამოცანა აღმოჩნდა. იგი მოიცავდა სანდო წყაროებიდან ტესტების, კითხვებისა და სასწავლო მასალების ფართო სპექტრის მოძიებას, კურირებასა და ორგანიზებას. 
  3. მომხმარებლის ჩართულობა და შენარჩუნება: მომხმარებელთა თანმიმდევრული ჩართულობისა და შენარჩუნების წახალისება საჭიროებდა ყურადღებას მომხმარებლის გამოცდილებაზე, ინტერფეისის დიზაინსა და ჩვენი პლატფორმის საერთო ღირებულების შემოთავაზებაზე. მომხმარებელთა მოტივაციისა და ინტერესის შენარჩუნება გემიფიკაციისა და პერსონალიზებული ფუნქციების საშუალებით მოითხოვდა მუდმივ ინოვაციებს და გაუმჯობესებას.
- როგორია თქვენი მოლოდინი 500 Georgia-ს პროგრამასთან დაკავშირებით?
  1. ექსპერტებთან კომუნიკაცია: წვდომა გამოცდილი მენტორების, მრჩევლების და დარგის ექსპერტების ქსელთან, რომლებსაც შეუძლიათ ღირებული ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა.
  2. ზრდა: ჩვენი ბიზნეს მოდელის, ბაზრის პოტენციალის და ზრდის პერსპექტივების გააანალიზება პროგრამის შერჩევის პროცესისა და რესურსების მეშვეობით.
  3. ქსელი და კავშირები: მოუთმენლად ველით პროგრამის ფარგლებში თანამეწარმეებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებას, რაც შეიძლება თანამშრომლობისა და ბიზნეს შესაძლებლობების საწინდარი გახდეს.
  4. უნარების განვითარება: საგანმანათლებლო რესურსებზე, ვორქშოფებსა და ტრენინგ სესიებზე ხელმისაწვდომობის მოლოდინი სამეწარმეო უნარების გასაუმჯობესებლად და ცოდნის მისაღებად ძირითად სფეროებში.
  5. დაფინანსების შესაძლებლობები: პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პოტენციური შესაძლებლობების ან ინვესტორების გაცნობის იმედი.
  6. მენტორობა და ხელმძღვანელობა: გამოცდილი პროფესიონალებისგან მენტორობისა და ხელმძღვანელობის მოლოდინი, სტრატეგიების დახვეწა და ზრდის დაჩქარება.
- და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
 
ჩვენი სამომავლო გეგმა გულისხმობს მაქსიმალურ ზრდას - გვსურს, ჩვენმა აპლიკაციამ გადააჭარბოს 1 მილიონ ჩამოტვირთვას რაც შეიძლება სწრაფად, შეიძინოს 200000-ზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი (MAU) და გამოიმუშაოს $100,000 ყოველთვიური შემოსავალი (MRR). მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია მივაღწიოთ 300-500 მლნ აშშ დოლარის შემოსავალს.
25.მაი.2023
საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა
საერთაშორისო ორგანიზაცია SME Banking Agency-ს მიერ ცოტა ხნის წინ ორგანიზებულ კონკურსში, სადაც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წამყვანი ბანკები იყვნენ წარმოდგენილი, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკმაც მიიღო მონაწილეობა. 
 
კონკურსის ფარგლებში 50 ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს ინტერნეტბანკი 120 კატეგორიაში შეფასდა. თითოეულ კატეგორიას მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი ქულა და ამ შეფასების შედეგად გამოვლინდა თითოეული ქვეყნის საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტბანკი. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკმა საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა.
 
ზემოაღნიშნული 120 კრიტერიუმი კონკრეტულად იმის განსაზღვრას ემსახურებოდა, თუ რამდენად არის გაციფრულებული და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ის სერვისები და პროდუქტები, რომლებსაც ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს. 
 
„ამ კრიტერიუმებიდან ზოგიერთი საბაზისო იყო, შესაბამისად, თითოეული კრიტერიუმის წონაც განსხვავებული იყო. გარდა ღია და ცალსახად ნათელი შედეგებისა (რაც მიღებულ ქულებში გამოისახა), ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნეს ინტერნეტბანკის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისეთი სერვისების და პროცესების არსებობამ, რომლებიც ფილიალიდან ხელმისაწვდომი არაა ან უფრო რთულად მისაღებია, ვიდრე ციფრულ არხში. მაგალითად, ინვოისინგის, იგივე პარტნიორისთვის თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, ან ბიზნეს სესხის ონლაინ გააქტიურების გამარტივებული პროცესი,“- ლიკა თავართქილაძე, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელი.   
 
 - საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს განახლებებსა და ახალ ფუნქციონალებს - გვიამბეთ, ბოლო პერიოდში რა სიახლეები გქონდათ და როგორ გააუმჯობესეთ ბიზნეს მომხმარებლების გამოცდილება? 
 
ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ბიზნეს მომხმარებლებისთვის სესხის გააქტიურების ფუნქციონალის დამატებაა. საუბარია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის სესხის თავიდან ბოლომდე ონლაინ გააქტიურების პროცესზე. ამ მხრივ, საქართველოს ბანკი ლიდერია ქართულ (და არა მხოლოდ) საბანკო სფეროში. თუმცა, ახალი პროდუქტი არა მარტო ინოვაციურობის კუთხითაა საინტერესო, არამედ მომხმარებლის გამოცდილებასაც ცვლის უზრუნველყოფილი სესხის აღების პროცესთან დაკავშირებით, ბევრად უფრო მოქნილს, მარტივს და სწრაფს ხდის ამ პროცესს ფილიალთან შედარებით. 
 
ასევე, ძალიან საინტერესოა ახლახან დამატებული თანხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს მათ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას უმარტივებს. ამ ფუნქციონალის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ერთ ორგანიზაციას მიწოდებული აქვს სერვისი ან პროდუქტი მეორე ორგანიზაციისთვის და დავალიანების დაფარვას ელოდება, ინტერნეტბანკიდანვე შეუძლია მოთხოვნის დაგენერირება და ამ გზით ინვოისების მეილზე გაგზავნის და სხვა კომუნიკაციების დისკომფორტის მოგვარება. ასევე, მომხმარებელს აღარ დასჭირდება დავალიანებების ჩარიცხვის ცალკე კონტროლი და ბიზნეს ინტერნეტბანკშივე დაინახავს თითოეული მოთხოვნის სტატუსს - ჩაერიცხა თუ არა დავალიანება, რამდენი ჩაერიცხა და ა.შ. მეორე მხრივ კი, პროდუქტის მიმღებ კომპანიასაც უმარტივდება პროცესი, რადგან აღარ უწევს დავალიანების დასაფარად მისი პარტნიორის საბანკო რეკვიზიტების აკრეფა, საგადახდო დავალების შექმნა, დანიშნულების განსაზღვრა და ა.შ. მოთხოვნის დადასტურებით ყველა ველი შევსებული ხვდება და მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერაა საკმარისი. 
 
 - და ბოლოს, როგორია სამომავლო გეგმები, რომელთა გაჟღერებაც უკვე შეგიძლიათ? 
 
ძალიან ბევრ საინტერესო და ინოვაციურ პროექტზე ვმუშაობთ ამჟამად, რომელიც ვფიქრობთ, მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტ პროცესს გაამარტივებს და რაც მთავარია, ციფრულად მიღებული მომსახურებით მომხმარებელი მეტი ფინანსური სარგებლის ნახვას შეძლებს. ამ სიახლეებით აუცილებლად დაგიბრუნდებით და თქვენს მკითხველებს სიამოვნებით მოვუყვებით დეტალურად. 
 
აქვე გეტყვით, რომ SME Banking Agency  - მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტო - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო ინდუსტრიის განვითარებას, ბაზრის კვლევასა და ანალიზს, ინოვაციების დანერგვას, გავრცელებას და საბანკო სფეროს ლიდერების გამოვლენას. ორგანიზაციის რეგიონური აქცენტი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სფეროა. 
გაიგე მეტი
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში