მისამართები
ვალუტის კურსი

5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი  5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება როგორც მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

საქართველოს ბანკი x MAC Georgia

საქართველოს ბანკი და MAC Georgia მიმდინარე მოვლენებისას დაზარალებული სტუდენტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ბანკი გამოყოფს ფინანსურ რესურსს, რომელიც, MAC Georgia-ს ჩართულობით, მოხმარდება იმ სტუდენტების საჭიროებებს, რომელთაც ბოლოდროინდელი ვითარებიდან გამომდინარე, დაკარგეს სამსახური, ვერ ახერხებენ სწავლის საფასურის გადახდას ან საცხოვრებლის ქირის დაფარვას. 

საქართველოს ბანკი x SMEDA

საქართველოს ბანკმა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციამ (SMEDA) მეწარმეების გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივა წამოიწყეს. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ ის მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებმაც მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შემოსავლის წყარო დაკარგეს, ან გაუქმებულ საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს.

BOG x Extra

საქართველოს ბანკი და extra.ge მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებულ  საშობაო მარკეტებზე მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ, extra.ge-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები extra.ge-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. ასევე ისინი საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ მიწოდების სერვისითაც.  მომხმარებლები კი, ვინც ექსტრაზე ამ მეწარმეების პროდუქციას შეიძენენ,  10- ჯერ მეტ  PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან დაფინანსდება. შეთავაზება ძალაში იქნება 15 იანვრის ჩათვლით.

TBC x My market

თიბისი და My Market მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლის ფარგლებშიც იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც არსებული ვითარების გამო გაუქმებული  საშობაო მარკეტებში ვერ ახერხებენ მონაწილეობის მიღებას, Mymarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა. საშობაო ონლაინ მარკეტზე მეწარმეები Mymarket-ს პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე ჩაერთვებიან. მომხმარებლები კი, ვინც Mymarket-ზე შეიძენენ პროდუქციას, თიბისს ბარათებზე დამატებით ქეშბექს მიიღებენ

BOG x Biletebi.ge

იმისთვის რომ გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად თეატრებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეძლონ გააგრძელონ საქმიანობა, საქართველოს ბანკი  Biletebi.ge-ს ინიციატივას უერთდება. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის მიერ, გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების 1 იანვრამდე შეძენის შემთხვევაში გაყიდვიდან შემოსულ თანხას საქართველოს ბანკი გააორმაგებს.

TBC x tkt.ge

თეატრებმა და კულტურის  სფეროს წარმომადგენლებმა, გაუქმებული სპექტაკლებისა და ღონისძიებების მიუხედავად, რომ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, თიბისი ბანკის და tkt.ge-ის  საერთო ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური, ჩაირიცხება ფონდში თეატრებისა და მათი მსახიობების მხარდასაჭერად.

სასაჩუქრე ბარათები

მცირე მეწარმეები მხარდაჭერის  ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ ინიციატივას ახორციელებს და ბიზნესებს  მომხმარებლებისთვის  სასაჩუქრე ბარათების შექმნას Ads manager-იდან, საკომისიოს გარეშე სთავაზობს. მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიძინონ სასაჩუქრე ბარათი და ამით მხარი დაუჭირონ მეწარმეებს. ისინი  შეძენილი სასაჩუქრე ბარათის გამოყენებას  მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.

Bog x Wolt

იმ ქართველი მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, რომლებიც საშობაო მარკეტზე მონაწილეობას არ იღებენ, საქართველოს ბანკი და WOLT ერთიანდებიან.  რაც იმას ნიშნავს რომ, ის მომხმარებელი ვინც Wolt-ზე კატეგორიაში "ქართველი მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის" ხელმისაწვდომი ობიექტების სერვისს და პროდუქციას საქართველოს ბანკის ბარათით შეიძენს,  დამატებით ქეშბექს მიიღებს.

TBC x Glovo

თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო დაკარგეს ან შეუმცირდათ შემოსავლის წყარო. ვინც Glovo-დან ამ ობიექტების სერვისს და პროდუქციას შეიძენს,  თიბისის ბარათებზე დამატებით ფასდაკლებას მიიღებენ.

BOG x Ads manager

მცირე მეწარმეების მხარდაჭერის  ფარგლებში  საქართველოს ბანკი ბიზნესებს ბანკის Ads manager-იდან (შეთავაზებების მართვის ციფრული პლატფორმიდან) შეთავაზებების გაკეთებას უფასოდ სთავაზობს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც ამ შეთავაზებით ისარგებლებენ, საქართველოს ბანკისგან  50-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებენ, რაც ბანკის მხრიდან იანვრის ბოლომდე დაფინანსდება.
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი