ანონიმური შეტყობინება Whistleblowing
არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი მომხმარებელი ხართ, თანამშრომელი, პარტნიორი კომპანია თუ სხვა დაკავშირებული მხარე, ანონიმური შეტყობინების სისტემის – Whistleblowing-ის – საშუალებით შეძლებთ დააფიქსიროთ შეტყობინება, თუ ფიქრობთ, რომ ირღვევა თქვენი უფლებები ან ადგილი აქვს არაკანონიერ ქმედებას
ჩვენ შევისწავლით თქვენს შემთხვევებს და ერთობლივი ძალისხმევით შევძლევთ გავაუმჯობესოთ და შევინარჩუნოთ უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემო
რა შემთხვევაში უნდა დააფიქსიროთ ანონიმური შეტყობინება?
Whistleblowing-ის ანონიმურ სისტემას შეგიძლიათ მიმართოთ, თუ ფიქრობთ, რომ ადგილი აქვს:
- ადამიანის უფლებების დარღვევას, დისკრიმინაციას, ჩაგვრას, ძალადობას, უსამართლო მოპყრობას
- თაღლითობას, კორუფციას და / ან ინტერესთა კონფლიქტს
- ირღვევა ეთიკის პრინციპები და / ან პროფესიული ქცევის სტანდარტები
- საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს / ჯანმრთელობას და სხვ.
როგორ დააფიქსიროთ ანონიმური შეტყობინება?
- გამოგზავნეთ შეტყობინება ონლაინ სისტემის საშუალებით
- დაგვირეკეთ 4004-ზე და დატოვეთ ხმოვანი შეტყობინება
შეტყობინების გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც კომპიუტერის, ასევე სმარტფონის გამოყენებით. ამისთვის გენიჭებათ პერსონალური კოდი, რომლის საშუალებითაც თვალს მიადევნებთ თქვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებებსა და დაბრუნებულ პასუხებს
რამდენად სანდოა Whistleblowing?
Whisteblowing-ი სრულად კონფიდენციალურია. მიმოწერის პროცესი იმართება ნეიტრალური მესამე მხარის მიერ, რომელიც წარმოადგენს Whisteblowing-ის ავტორ კომპანიას – WistleB-ს
ერთად ვიზრუნოთ მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე