მისამართები
ვალუტის კურსი

გადამზადებული სტარტაპი

80

ნაკადი

8

ხშირად დასმული კითხვები

როგორია განცხადების მიღების პროცესი?

მას შემდეგ, რაც აიტვირთება განცხადება, მოხდება მათი გადარჩევა და პირველ ეტაპზე ჩატარდება სატელეფონო გასაუბრება კანდიდატებთან; სატელეფონო გასაუბრების შემდეგ კი გაიმართება საბოლოო ინტერვიუები.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი რეგისტრაციისთვის?

ჩვენ ვეძებთ სტარტაპს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს ტექნოლოგიურ პროდუქტებსა და სერვისებს მათი პრობლემების გადასაჭრელად
  • სტარტაპის ღირებულება მზარდია და აქვს პოტენციალი, გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე
  • აქვს ფუნქციონირებადი პროტოტიპი და ჰყავს საწყისი მომხმარებელი
  • რეგიონის მასშტაბით მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ აპლიკაციას ან გადაწყვეტას
  • აქვს პოტენციურად მყარი პოზიცია ბაზარზე (ინტელექტუალური საკუთრება, ქსელური ეფექტები, დომეინი ან რეგიონალური გამოცდილება)
  • არის სწრაფად მასშტაბირებადი (ციფრული დისტრიბუციის მეშვეობით ან გაყიდვების მასშტაბირების შესაძლებლობა)
  • აქვს ნათელი მონეტარიზაციის სტრატეგია 
პროგრამაში მონაწილეობისთვის არის თუ არა საჭირო ბიზნესი იყოს რეგისტრირებული საქართველოში?
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ განცხადების ატვირთვის პროცესში არ არის აუცილებელი კომპანია იყოს რეგისტრირებული, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეს პირობა იცვლება და ყველა კომპანიისთვის საჭიროა საქართველოში რეგისტრაცია
რამდენად დატვირთული გრაფიკი ექნებათ პროგრამის მონაწილეებს?

პროგრამის ფარგლებში ფიზიკური შეხვედრების განმავლობაში კანდიდატებმა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უნდა გამოყონ დრო დილის 9 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე (პროგრამა იმ ფორმით იქნება დაგეგმილი, რომ კანდიდატებს შეეძლოთ საკუთარი კომპანიის მართვა ფიზიკური შეხვედრების პარალელურადაც).

პროგრამის დისტანციური შეხვედრების განმავლობაში კანდიდატებს შეუძლიათ განაგრძონ მუშაობა ჩვეული გრაფიკის მიხედვით, თუმცა სამუშაო კვირაში, 8 საათის განმავლობაში ხელმისწავდომები უნდა იყვნენ შეხვედრებისა და საქმიანი ზარებისთვის

 
მოიცავს თუ არა პროგრამა ინვესტიციების კომპონენტს?

დიახ. ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარება პროგრამაში შერჩევის  შემდეგ მოხდება

რა ხდება პროგრამის დასრულების შემდეგ?

პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ Demo Day-ზე, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი ბიზნესები ფართო აუდიტორიის წინაშე. ასევე, სტარტაპებს ექნებათ დისტანციური მხარდაჭერა და დაამყარებენ კავშირს პროგრამის სხვა სტარტაპებთან.

 
პროგრამაში მონაწილეობისთვის რამხელა ბრუნვა უნდა ჰქონდეს სტარტაპს?
მინიმალური ბრუნვა არ არის განსაზღვრული, თუმცა სტარტაპს უნდა ჰქონდეს ფუნქციონირებადი პროტოტიპი და ჰყავდეს საწყისი მომხმარებელი.
სად მიმდინარეობს პროგრამის პროცესები − საქართველოში თუ ონლაინ?

პროგრამის თითოეული ფაზა ჩატარდება როგორც დისტანციურად, ისე ფიზიკურ სივრცეებში

 
ექნებათ თუ არა წვდომა სტარტაპებს 500-ის ქსელზე?
პროგრამის ფარგლებში სტარტაპები აქტიურად ჩაერთვებიან 500-ის ქსელში და ექნებათ კომუნიკაცია ამ ქსელის წევრებთან, ინვესტორებთან თუ მენტორებთან.
რომელი TOP კომპანიები შედიან 500-ის პორტფელში?
500 Startups-მა ინვესტიცია განახორციელა 17 unicorn კომპანიაში საერთაშორისო მასშტაბით. ამ სიაში შედიან: Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel and Udemy და სხვ. 2010 წლიდან 500 გლობალი მხარს უჭერს 5 000 დანფუძნებელს, რომლებიც წარმოდგენილი არიან 2600 კომპანიის სახით 81 ქვეყანაში. პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომლებიც შეფასებულია 1 მილიარდზე მეტად და 130-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება აჭარბებს 100 მილიონ დოლარს (2022 წლის აგვისტოს მონაცემებით).
შესაძლებელია თუ არა პროგრამაში მონაწილეობა სრულ განაკვეთზე მუშაობისა და ბიზნესის მართვის პარალელურად?

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა მოითხოვს კომპრომისს. წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია იყო ამ პროგრამის მონაწილე და პარალელურად მართავე ბიზნეს + მუშაობდე სრულ განაკვეთზე. სტარტაპი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას პროგრამაში, მზად უნდა იყოს დატვირთული სამუშაო პერიოდისთვის.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა თუ არა ჰყავდეს სტარტაპს ტექნიკური გუნდი?
პირველ რიგში, სტარტაპს უნდა ჰქონდეს პროდუქტი. თუ არ ჰყავს ტექნიკური გუნდი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს გუნდი არ არის საჭირო მოკლე და გრძელვადიანი წარმატებისთვის.
თუ არ იქნება განცხადება დაკმაყოფილებული, შესაძლებელია თუ არა პროგრამაში ხელახალი მონაწილეობა?
დიახ. თუ სტარტაპს ექნება მნიშვნელოვანი განახლებები ბოლო განაცხადის შევსებიდან ახალი პროგრამის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, ახალი განცხადების ატვირთვა შესაძლებელი იქნება
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში