ბიზნეს ინტერნეტბანკი
უფლებების მართვა
გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი
ხშირად დასმული კითხვები
როგორ უნდა შეხვიდეთ ბიზნეს ინტერნეტბანკში?
პირველ რიგში, აუცილებელია, საქართველოს ბანკში გახსნილი გქონდეთ ბიზნესანგარიში
თუ აკმაყოფილებთ ამ პირობას, შედით ბიზნეს ინტერნეტბანკში, მარტივად, სწორედ იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ფიზიკური პირის მობილბანკში და საქართველოს ბანკის ყველა სხვა ციფრულ არხში
თუ არ გაქვთ საქართველოს ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რეგისტრაციის გავლას ბიზნეს ინტერნეტბანკში შეძლებთ მარტივად
ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ ანგარიში გახსნილი, პირველ რიგში გახსენით ანგარიში და შემდეგ უკვე ისარგებლეთ წინა ორი პირობით
როგორ გახსნათ საქართველოს ბანკის პირველი ანგარიში ონლაინ, ბიზნეს ინტერნეტბანკით?
Bonline.bog.ge-ზე შესვლის შემდეგ დააჭირეთ რეგისტრაციას, შემდეგ კი პირველი ანგარიშის გახსნას და მიჰყევით პროცესს
როგორ დავამატო თანამშრომელი ბიზნეს ინტერნეტბანკში და როგორ გავუწერო უფლებები?
იხილეთ უფლებების გაწერისა და თანამშრომლის დამატების ინსტრუქცია აქ
რა ინფორმაციის მითითება დაგჭირდებათ მონაცემების აღდგენის დროს?
იმისთვის რომ აღადგინოთ თქვენი მონაცემები, მომხმარებლის სახელი და პაროლი, საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადობის ნომერი ან / და ფიზიკური პირის ბარათის მონაცემები
როგორ აითვისოთ/დაფაროთ თანხა წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ხაზიდან ონლაინ?
ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლის შემდეგ გადადით პროდუქტებში და აირჩიეთ სესხები, შემდეგ საკრედიტო ხაზი, აირჩიეთ „ათვისებული თანხის დაფარვა“ ან „საკრედიტო ხაზის ათვისება“ და შეავსეთ შესაბამისი ველები
როგორ შეუკვეთოთ ციფრული / პლასტიკური ბიზნესბარათი ბიზნეს ინტერნეტბანკში?
ბარათების შესაკვეთად შედით ბიზნეს ინტერნეტბანკში, დააჭირეთ ღილაკს “შეთავაზებები და განაცხადები“ და აირჩიეთ ბიზნეს ბარათი.
საიდან ჩამოვტვირთო საგადასახადო დავალებები?
ბიზნეს ინტერნეტბანკის მთავარი გვერდიდან, გადარიცხვის დასრულებისთანავე, ოპერაციების ისტორიიდან და დოკუმენტებიდან
რომელი ანგარიში უნდა აირჩიოთ ბიზნეს ბარათის შეკვეთისას?
- თუ გსურთ, არსებულ ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ბარათი, აირჩიეთ ახალი ბარათი არსებულ ანგარიშზე
- თუ გსურთ დამატებით გახსნათ ახალი ანგარიში ბიზნესისთვის, აირჩიეთ ახალი ბარათი ახალ ანგარიშზე
რა განსხვავებაა სტანდარტულ და ინდივიდუალურ გადარიცხვებს შორის?
- სტანდარტული − მიმღებმა თანხა იმავე დღეს რომ მიიღოს, გადარიცხვა უნდა შესრულდეს სამუშაო დღის 17:35 სთ-მდე, არასამუშაო საათებში გადარიცხული თანხა კი მომდევნო სამუშაო დღეს აისახება
- ინდივიდუალური − მიმღებმა თანხა იმავე დღეს რომ მიიღოს, გადარიცხვა უნდა შესრულდეს სამუშაო დღის 17:45 სთ-მდე, არასამუშაო საათებში გადარიცხული თანხა კი მომდევნო სამუშაო დღეს აისახება
როდის აისახება არასამუშაო დროს გადარიცხული თანხა ლარში?
გადარიცხული თანხა მომდევნო სამუშაო დღეს აისახება