მისამართები
ვალუტის კურსი

ბიზნეს მობილბანკის უპირატესობები

სატენდერო გარანტია მიიღეთ სატენდერო გარანტია უკვე ბიზნეს მობილბანკში, 1 საათზე ნაკლებ დროში
წერილები მიიღეთ პასუხები ციფრულად ბიზნეს მობილბანკში ყველა თქვენს ბიზნეს საჭიროებაზე
ბიზნეს შეთავაზებები შეთავაზებებში იპოვით თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებს
ნაშთის შემოწმება შეამოწმეთ თქვენი ბიზნესის ანგარიშზე არსებული ნაშთი და უკვე განხორციელებული ტრანზაქციები
ბარათის შეკვეთა შეუკვეთეთ ციფრული ან პლასტიკურ ბიზნესბარათი ონლაინ როგორც თქვენთვის, ისე თანამშრომლებისთვის
გადარიცხვები გადარიცხეთ თანხა როგორც საკუთარ ანგარიშებს შორის, ასევე სხვასთან, ნებისმიერ ბანკსა და ხაზინაში
გადახდები გადაიხადეთ კომუნალურები ან სხვა სერვისები ფილიალში მისვლის გარეშე
თანხის კონვერტაცია დააკონვერტირეთ თანხა სასურველ ვალუტაში საუკეთესო კურსით
ტრანზაქციები; ბიზნეს ციფრული ბანკი; ბიზნეს ბანკი

ახალი ფუნქციები მეტი კომფორტისთვის

ბიზნეს ნაკრები ბიზნეს ნაკრები მოიცავს თქვენი საქმიანობისთვის საჭირო პროდუქტებს, სერვისებს და შეთავაზებებს ბიზნესის განვითარებისთვის
გადახდების ისტორია გაეცანით საქართველოს ბანკის ტერმინალით / ონლაინგადახდებით მიღებული ჩარიცხვების დეტალებს
საკრედიტო ხაზის ათვისება აითვისეთ ან შეავსეთ თქვენთვის დამტკიცებული საკრედიტო ხაზი ონლაინ
ახალი ანგარიშის გახსნა გახსენით ბიზნესის ანგარიში ფილიალში მისვლის გარეშე, აპლიკაციის საშუალებით
სესხის წინსწრებით დაფარვა გადაიხადეთ სრულად ან ნაწილობრივ ბიზნეს მობილბანკით

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

თქვენი ბიზნესის ფინანსების მარტივად სამართავად
დაასკანერე QR

ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა შეხვიდეთ ბიზნეს მობილბანკში?

პირველ რიგში, აუცილებელია, საქართველოს ბანკში გახსნილი გქონდეთ ბიზნესანგარიში
 
თუ აკმაყოფილებთ ამ პირობას, გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი თქვენს ტელეფონში და შედით იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ პირად მობილბანკში
 
თუ არ გაქვთ საქართველოს ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მაგრამ სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკით, რეგისტრაციის გავლას ბიზნეს მობილბანკში შეძლებთ მარტივად
 

როგორ გახსნათ საქართველოს ბანკის პირველი ანგარიში ონლაინ, ბიზნეს მობილბანკით?

ბიზნეს მობილბანკში შესვლამდე პირველივე გვერდზე დააჭირეთ ანგარიშის გახსნას
 
თუ არ გაქვთ გადმოწერილი ბიზნეს მობილბანკი, ანგარიშის გახსნა შეგიძლიათ ბიზნეს ინტერნეტბანკითაც

როგორ შეავსოთ მოთხოვნილი ველები სავალუტო გადარიცხვის დროს?

ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის შესასრულებლად (გარდა რუბლისა) იხილეთ ეს ინსტრუქცია
 
რუბლში გადარიცხვის ინსტრუქცია კი ნახეთ აქ

რა ინფორმაციის მითითება დაგჭირდებათ მონაცემების აღდგენის დროს?

იმისთვის რომ აღადგინოთ თქვენი მონაცემები, მომხმარებლის სახელი და პაროლი, საჭიროა მიუთითოთ თქვენი პირადობის ნომერი ან / და ფიზიკური პირის ბარათის მონაცემები

როგორ შეუკვეთოთ ციფრული / პლასტიკური ბიზნესბარათი ბიზნეს მობილბანკში?

ბარათების შესაკვეთად შედით ბიზნეს მობილბანკში, დააჭირეთ მეტს და შემდეგ − განაცხადების გვერდზე ბარათის შეკვეთას. 

რომელი ანგარიში უნდა აირჩიოთ ბიზნეს ბარათის შეკვეთისას?

  • თუ გსურთ, არსებულ ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ბარათი, აირჩიეთ ახალი ბარათი არსებულ ანგარიშზე
  • თუ გსურთ დამატებით გახსნათ ახალი ანგარიში ბიზნესისთვის, აირჩიეთ ახალი ბარათი ახალ ანგარიშზე
 

როგორ ატვირთოთ სავალუტო გადარიცხვის დოკუმენტი?

დააჭირეთ გადარიცხვის გვერდის ქვედა ნაწილში ფაილის ატვირთვას

როგორ დააყენოთ პასკოდი ბიზნეს მობილბანკში?

დააჭირეთ ღილაკ მეტს, გადადით უსაფრთხოების პარამეტრებში და გაიაქტიურეთ პასკოდი

სად ნახოთ ხელმოსაწერი განცხადებები და როგორ მოაწეროთ ხელი ბიზნეს მობილბანკში?

ხელმოწერას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხართ დირექტორი ან უფლებამოსილი პირი
 
თუ აკმაყოფილებთ ამ პირობას
  • შედით ბიზნეს მობილბანკში
  • მთავარ გვერდზე ან ხელმოსაწერ დოკუმენტებში აირჩიეთ სასურველი დოკუმენტი
  • განაცხადის დასადასტურებლად მონიშნეთ განაცხადი
  • დააჭირეთ ხელმოწერას
  • შეიყვანეთ მიღებული კოდი და დაასრულეთ პროცესი
 

საიდან ჩამოტვირთოთ საგადასახადო დავალებები?

დავალებების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბოლო ოპერაციებიდან და ამონაწერიდან

საიდან შეამოწმოთ ტერმინალის ტრანზაქციების დეტალები ბიზნეს მობილბანკში?

  • აირჩიეთ მთავარ გვერდზე გადახდების ისტორია
  • გამოჩნდება ტერმინალის საშუალებით მიღებული ტრანზაქციები
  • დააჭირეთ კონკრეტულ ტრანზაქციას და ნახეთ დეტალები 
 

რა განსხვავებაა სტანდარტულ და ინდივიდუალურ გადარიცხვებს შორის?

  • სტანდარტული − მიმღებმა თანხა იმავე დღეს რომ მიიღოს, გადარიცხვა უნდა შესრულდეს სამუშაო დღის 17:35 სთ-მდე, არასამუშაო საათებში გადარიცხული თანხა კი მომდევნო სამუშაო დღეს აისახება
  • ინდივიდუალური − მიმღებმა თანხა იმავე დღეს რომ მიიღოს, გადარიცხვა უნდა შესრულდეს სამუშაო დღის 17:45 სთ-მდე, არასამუშაო საათებში გადარიცხული თანხა კი მომდევნო სამუშაო დღეს აისახება
 

როდის აისახება არასამუშაო დროს გადარიცხული თანხა ლარში?

გადარიცხული თანხა მომდევნო სამუშაო დღეს აისახება

მობილბანკი

საქართველოს ბანკში შეგიძლიათ მოითხოვოთ ინოვაციური გადახდის მეთოდები და ასე იზრუნოთ თქვენი ბიზნესის შემოსავლების ზრდაზე

საქართველოს ბანკში შეგიძლიათ მოითხოვოთ ინოვაციური გადახდის მეთოდები და ასე იზრუნოთ თქვენი ბიზნესის შემოსავლების ზრდაზე

თან, არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით გსურთ გადახდის მიღება, იქნება ეს – ტერმინალი, ონლაინ გადახდები, ონლაინ განვადება ან, თუნდაც, განვადება მაღაზიაში, ყველაფერს შეძლებთ მარტივად, რაშიც ბიზნეს მენეჯერი დაგეხმარებათ

ბიზნეს მენეჯერი ჩვენი პლატფორმაა, სადაც 1 სივრცეში დაგხვდებათ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და ედს მენეჯერი. თითოეული მათგანი შექმნილია იმისათვის, რომ შესთავაზოთ თქვენს მომხმარებელს გადახდის მრავალფეროვანი არჩევანი და უფრო კომფორტული მომსახურება

მაგალითად, გადახდების მენეჯერი აერთიანებს ონლაინ გადახდებსა და ონლაინ განვადებას. აქვეა ტერმინალის შეკვეთა და ნაწილ-ნაწილ გადახდა ბიზნესისთვის, რა დროსაც თქვენი მომხმარებელი ნივთის ან მომსახურების ღირებულებას 4 ნაწილად გადაიხდის და საკომისიოში არაფერი დაეხარჯება

ტერმინალის შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება Apple Pay-ით გადახდა ან დაგროვილი PLUS და MR ქულებით გადახდა. ეს ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც თქვენ მიერ ყოველდღიურად ბიზნეს ბარათით გადახდა ან ბიზნეს ინტერნეტბანკით გადახდა კომუნალურების თუ სხვა ხარჯების დასაფარად

თუ დაინტერესდით და გსურთ ონლაინ გადახდის ინტეგრაცია თქვენს ვებგვერდზე ან სხვა ტიპის გადახდებით სარგებლობა, იხილეთ პირობები ბმულზე

სრულად ნაკლების ჩვენება
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში