კრედიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს
სესხი მზის პანელებისთვის
მზის პანელების სესხი ბიზნესებს საშუალებას აძლევთ აწარმოონ საკუთარი ელექტროენერგია განახლებადი წყაროდან და შეამცირონ როგორც საოპერაციო ხარჯები, ასევე გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა.
მოითხოვეთ სესხი მზის პანელებისთვის
ხშირად დასმული კითხვები
რომელ ბიზნეს სფეროს შეუძლია მზის პანელების სესხით სარგებლობა?
რისი დაფინანსება არის შესაძლებელი მზის პანელების სესხის საშუალებით?
მზის პანელების სესხით შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება მზის პანელების და/ან მზის ელექტროსადგურებისა და მათი ფუნქციუნირებისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად და დასამონტაჟებლად
შეუძლია თუ არა ნებისმიერ ბიზნესს ენერგოკრედიტის აღება?
დიახ, ენერგოკრედიტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც სურს საკუთარი მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება და აქვს ამისთვის შესაფერისი ფართი (სახურავი ან მიწა).
როგორ მუშაობს მზის პანელების დაფინანსება?
მზის პანელების დაფინანსება გულისხმობს მიზნობრივი სესხის გაცემას, რომელიც სრულად ფარავს მზის ელექტროსადგურის პროექტირების, შეძენისა და მონტაჟის ხარჯებს. თქვენ იღებთ სესხს და იწყებთ საკუთარი ელექტროენერგიის წარმოებას.
შესაძლებელია თუ არა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა?
დიახ, შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში, თუ აკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს
მჭირდება თუ არა სესხის აღებისთვის უზრუნველყოფის წარდგენა?
სესხით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა, თუმცა აუცილებელია უზრუნველყოფით დაიტვირთოს ის უძრავი ქონება, სადაც განთავსდება მზის პანელები
საკრედიტო ხელშეკრულებები
(ნიმუში) დამოუკიდებელი საკრედიტო ხელშეკრულება
(ნიმუში) დამოუკიდებელი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება
(ნიმუში) გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება
(ნიმუში) გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საკრედიტო ხელშეკრულება
(ნიმუში) გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება
(ნიმუში) შერეულ საპროცენტო განაკვეთიანი (ფიქსირებული/ცვლადი) საკრედიტო/საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - თავსართი და საკრედიტო/საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაენერგოკრედიტი − თქვენი ბიზნესის ენერგოდამოუკიდებლობა
დღევანდელ რეალობაში ელექტროენერგიის მზარდი ტარიფები და გარემოსდაცვითი გამოწვევები ბიზნესს ახალი გადაწყვეტების ძიებისკენ უბიძგებს. მზის პანელები აღარ არის მომავლის ტექნოლოგია – ის არის ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც თქვენს კომპანიას საშუალებას აძლევს, აწარმოოს საკუთარი ენერგია, მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები და გაიუმჯობესოს იმიჯი.
ჩვენ გთავაზობთ ენერგოკრედიტს – სპეციალურ პროდუქტს, რომელიც მზის პანელების დაფინანსებას მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის.
რატომ არის ენერგოკრედიტი მომგებიანი თქვენი ბიზნესისთვის?
ეს არ არის უბრალოდ სესხი, ეს არის ინსტრუმენტი თქვენი ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის.
ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო და შემცირებული ხარჯები
საკუთარი მზის ელექტროსადგურის ქონა ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლებად ხართ დამოკიდებული საერთო ქსელსა და ტარიფების ცვლილებაზე. თქვენ აწარმოებთ ელექტროენერგიას, რომელსაც იყენებთ თქვენი საჭიროებისთვის, ხოლო ნამეტს ყიდით, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა. ეს პირდაპირ აისახება თქვენი საოპერაციო ხარჯების შემცირებაზე.
გარემოზე ზრუნვა და ხელსაყრელი პოზიციონირება
განახლებადი ენერგიის გამოყენება გარემოზე ზრუნვის ნათელი დემონსტრირებაა. მომხმარებლები და პარტნიორები სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ „მწვანე“ და სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს. ეს კი თქვენს ბიზნესს ხელსაყრელ პოზიციონირებას უქმნის კონკურენტულ ბაზარზე.
სახელმწიფო სუბსიდირება და ფინანსური შეღავათები
ჩვენი ენერგოკრედიტი ინტეგრირებულია სახელმწიფო პროგრამებთან. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მზის პანელების სუბსიდირებით, რომელსაც პროგრამა აწარმოე საქართველოში გთავაზობთ. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაგიფინანსებთ პროცენტის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც საბოლოო მზის პანელების ფასს თქვენთვის ბევრად ხელმისაწვდომს გახდის. ზოგადი დაფინანსების შესაძლებლობებისთვის იხილეთ ჩვენი ბიზნეს სესხის გვერდი.
ვისთვის არის განკუთვნილი ენერგოკრედიტი?
პროდუქტი იდეალურია ნებისმიერი მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესისთვის, რომელსაც აქვს მაღალი ენერგომოხმარება და თავისუფალი ფართი (სახურავი ან მიწის ნაკვეთი) პანელების განსათავსებლად. ეს განსაკუთრებით მომგებიანია შემდეგი სექტორებისთვის:
-
საწარმოები და გადამამუშავებელი მრეწველობა
-
სასტუმროები და ტურისტული ობიექტები (ენერგო დანახარჯების მინიმიზაცია).
-
სავაჭრო ცენტრები და საწყობები (დიდი სახურავის ფართი).
-
ფერმები და აგრობიზნესები


